Category Archives: Uncategorized
2020 წლის ჯილდოების გადაცემა
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას შუამდგომლობითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის გადაწყვეტილებით ფაკულტეტზე სამართლის მიმართულებით დაწესებული გურამ ნაჭყებიას სახელობის ჯილდო გადაეცა ღვაწლმოსილ მეცნიერსა და იურისტს, პროფესორ ჯემალ გახოკიძეს და ახალგაზრდა მეცნიერს ვახტანგ ჟვანიას.
‼️‼️საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაწესებული ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო გადაეცა პროფესორ ედიშერ გვენეტაძესა და ახალგაზრდა მეცნიერს თამარ დარჩიას.
ღვაწლმოსილ პროფესორებს გადაეცემათ ფულადი პრემია – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო ახალგაზრდა მეცნიერებს -1500 ლარის ოდენობით.
დეკანის საათი
‼️‼️2020 წლის 15 აპრილს ონლაინ სატესტო რეჟიმში ჩატარდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის საათი. ჩართვა განხორციელდა ონლაინ პლატფორმის webex-ის მეშვეობით. დეკანმა სტუდენტებისგან ინდივიდუალურად მოისმინა ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, აქტიურად უპასუხა მათ შეკითხვებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. გადასცა მათ უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მოკითხვა და უსურვა ჯანმრთელობა. დეკანმა სტუდენტებს გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ლექციების, სემინარების ჩატარების სპეციფიკა, შუალედური გამოცდების და საბაკალავრო ნაშრომის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები.📜📜
‼️‼️სტუდენტებმა გამოთქვეს იმედი რომ მალე დაუბრუნდებიან უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს.
შიდა და გარე მობილობით გადმოსული სტუდენტების საყურადღებოდ!
რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 მარტის ჩათვლით, 910 ა ოთახში ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა. 11:00-16:00სთ.
რეგისტრაციისთვის თან იქონიეთ ერთი სემესტრის სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი (1125 ლარი).
უნივერისტეტებს შორის შეჯიბრი
21 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-ში
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი-ს სასწავლო-სამეცნიერო პროექტის “პოლიტიკა სამსჯავროს” ფარგლებში გაიმართა იმიტირებულ სასამართლო პროცესი: რამდენად შეესაბამებოდა სახელმწიფო ინტერესებს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ გატარებული პოლიტიკა 1918-1924 წლებში? პირველ ნახევარფინალურ იმიტირებულ სამსჯავროზე ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ ბრალდების მხარე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ნაკრები, გუნდი ,,საბაუნი” და დაცვის მხარე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ნაკრები, გუნდი ,,დიონისეს ღიმილი”. ფინალში გადავიდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEUის გუნდი.
საბა ფუტკარაძის შეხვედრა სტუდენტებთან
2020 წლის 28 თებერვალს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველო-ჩინეთის ახალგაზრული კავშირის თავმჯდომარე
საბა ფუტკარაძე შეხვდა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებს.
საბა ფუტკარაძე ჩინეთში Jinan University, Beijing Language and Culture University სწავლობდა, ჩინეთიდან დაბრუნების შემდგომ კი სწავლა განაგრძო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. იგი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტია. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, საბა ფუტკარაძემ სტუდენტებს გაუზიარა პირადი გამოცდილება და შეხედულებები ჩინეთის განათლების სისტემასა და კულტურის მნიშვნელოვანი ასპექტებზე.
სწავლის გადადების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურისა და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ.
უნივერსიტეტში სწავლა 2020 წლის 2 მარტიდან შეჩერდება და 2020 წლის 16 მარტიდან განახლდება.
ამასთან, უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებს დაევალათ სასწავლო კორპუსებისა და შენობა-ნაგებობების დეზინფექციის უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებების გატარება.
2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრში ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველთა საყურადღებოდ!
როგორც თქვენთვის ცნობილია, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა არის სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა.
ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის მსურველმა განცხადებასთან ერთად შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში უნდა წარადგინოს სათანადო დოკუმენტაცია (იხ. ჩამონათვალი).
განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, თუ რა ინტერესები აქვს სტუდენტს და როგორია მისი აკადემიური მომზადების დონე. შესაბამისად, განცხადებაში სტუდენტმა უნდა ჩამოაყალიბოს, თუ რა სახის მხარდაჭერა ესაჭიროება მას.
სტუდენტმა განცხადება უნდა წარმოადგინოს 2020 წლის 2 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით. 910 ა (საკონსულტაციო ოთახი)
ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე
გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს
შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);
ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;
დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;
ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;
ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;
ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;
თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.