დაიწყო სპეციალობის მოდულის/მიმართულების არჩევა.ბლანკის შესავსებად, გთხოვთ მიაკითხოთ სასწავლო პროცესის მართვის განყოფილებას. 905 ა ოთახი. 11სთ-დან 6საათამდე
Category Archives: Uncategorized
ხუან აპარისიოს საჯარო ლექცია
2019 წლის 16 მაისს 10:30 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტი ხუან აპარისიო ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: “აშშ-ის საგარეო პოლიტიკა საქართველო”.
შეხვედრა მართლწესრიგის ოფიცრებთან
2019 წლის 14 მაისს 14:00საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და მართლწესრიგის ოფიცერებთან .
შეხვედრა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტური პოზიციების და დასაქამების პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
გეორგ ლომანის საჯარო ლექციები
🛑2019 წლის 2-4 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გეორგ ლომანმა, მაგდებურგის უნივერსიტეტის პროფესორმა (გერმანია), ჩაატარა საჯარო ლექციები.
📖საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები.
პროფესორის ლექციები შეეხებოდა : იმანუელ კანტი და კანონის უზენაესობა (სამართლებრივი სახელმწიფო) – I ნაწილი , იმანუელ კანტი და კანონის უზენაესობა (სამართლებრივი სახელმწიფო) – II ნაწილი (2 მაისი), იურგენ ჰაბერმასი: კანონის უზენაესობა (სამართლებრივი სახელმწიფო) და დემოკრატია.
ლექციები წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, პროფესორმა აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ზოგიერთ ასპექტთან დაკავშირებით.
ინდივიდუალურად დამატებული საგნების გამოცდა
- პროფესორ ქეთევან ჯინჭარაძესთან ინდივიდუალურად დამატებული სტუდენტებისათვის შუალედური გამოცდა ჩატარდება შაბათს 11 მაისს 10:00 საათზე 910ბ.
- პროფესორ ნინო ნიშნიანიძესთან საგანში შესავალი სამართალმცოდნეობაში გამოცდა ჩატარდება ოთხშაბათს 8 მაისს 12:00 საათზე 915ბ და 919ბ, ხუთშაბათს 13:00 საათზე 919ბ
- პროფესორ ვახტანგ სონღულაშვილთან საგანში რომის სამართალი და საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორია გამოცდა ჩატარდება ოთხშაბათს 8 მაისს 10 საათზე 911ბ და ხუთშაბათს 9 მაისს 10:00 საათზე.
- პროფესორ ნანა ხარაძესთან ზოგად ადმინისტრაციულ სამართლში გამოცდა ჩატარდება პარასკევს 10 მაისს 12:00 საათზე 917ბ.
- პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილთან საგანში ქართული სამართლის ისტორია გამოცდა ჩატარდება ოთხშაბათს 8 მაისს, 12:00 საათზე 909ბ.
პროექტი ,,კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში”
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული სასწავლო კრიმინალისტიკის ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთობლივი შეთანხმებით იწყება პროექტი ,,კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში დღემდე არ არსებობს პროექტი, რომლის საფუძველზე ნაჩვენები იქნება, თუ როგორ რეალიზდება და ინტეგრირდება თანამედროვე პირობებში კრიმინალისტიკური ტექნიკის თეორული საკითხები და პრაქტიკული ასპექტები.
აღნიშნული პროექტი წარიმართება ორი მიმართულებით − აკადემიური (საგანმანათლებო) და პრაქტიკული, რაც გულისხმობს კომპლექსურ მუშაობას და განხორციელდება ორ ეტაპად.
პირველი ეტაპი − აკადემიური (საგანმანათლებო) კურსი მოიცავს: სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებულ სასწავლო კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვალიფიციური პრაქტიკოს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ კრიმინალისტიკური ტექნიკის ისეთი მნიშვნელოვანი დარგების თეორიული საკითხების შესწავლას, როგორებიცაა: დაქტილოსკოპია, ტრასოლოგია, ბალისტიკა, დოკუმენტებისა და ხელწერის კრიმინალისტიკური გამოკვლევა, ჰაბიტოსკოპია, ფონოსკოპია, ბიოლოგიორი, ნარკოლოგიური და სამედიცინო ექპერტიზები.
მეორე ეტაპი განხორციელდება თეორიული კურსის დასრულების შემდგომ და მოიცავს პრაქტიკოს ექსპერტ-კრიმინალსიტების მიერ პირველი ეტაპისათვის განსაზღვრული თეორიული საკითხების ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში არსებულ ლაბორატორიებში პრაქტიკული კომპონენტების ადეკვატურად შესწავლასა და ანალიზს.
პროექტის ბოლო ეტაპზე ჩატარდება დასკვნითი გამოცდა, რომელიც ითვალისწინებს პირველი და მეორე ეტაპების მიხედვით შესწავლილი კრიმინალისტიკური ტექნიკის თეორიულ თუ პრაქტიკულ საკითხების ცოდნას. გამოვლინდება პროექტის გამარჯვებული მონაწილე, რომელსაც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დააჯილდოებს წამახალისებელი პრიზებით. ასევე, გაიმართება კონკურსი სხვადასხვა სახის ნომინაციაში და გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურების ნებისმიერ სტუდენტს.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ 2019 წლის 14 თებერვლიდან 28 თებერვლის 18:00 საათამდე(903ა). გასაუბრება გაიმართება 1-2 მარტს 12:00-იდან 16:00მდე (კრიმინალისტიკის ლაბორატორია).