Category Archives: Uncategorized
სტეფან ჯოსენმა საჯარო ლექცია ჩაატარა
2018 წლის 29 ნოემბერს სტუ–ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის ექსპერტმა სტეფან ჯოსენმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული პერსპექტივები: შემთხვევის ანალიზის შედარება მოლდოვასა და საქართველოს შორის”
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც სტუდენტებს წარუდგინა მოწვეული ექსპერტი და მცირედი საჩუქრები გადასცა უცხოეულ სტუმარს.
საჯარო ლექცია ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: მოლდოვასა და საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის როლი მოლდოვასთან მიმართებაში და სხვა. სტუდენტთა შეკითხვები ასევე შეეხებოდა ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებს და ევროკავშირთან არსებულ გამოწვევებს.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მენეჯერი, ასისტენტ-პროფესორი ანა ფუტკარაძე, რომელმაც შეეჯამა საჯარო ლექცია, მადლობა გადაუხადა სტეფან ჯოსენს ასეთი საინტერესო და ინტერაქტიული შეხვედრისთვის და სამომავლო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
ზამთრის სკოლა ,,ადამიანის ძირითადი უფლებები და XXI საუკუნის გამოწვევები“
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით და დაფინანსებით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობების ბაკალავრიატის პირველკურსელთათვის ტარდება, რიგით მეორე, გასვლითი ზამთრის სკოლა ,,ადამიანის ძირითადი უფლებები და XXI საუკუნის გამოწვევები“. სკოლის ძირითადი თემაა ,,დისკრიმინაცია“. სკოლა გაიმართება ქალაქგარეთ 2018 წლის 23-26 დეკემბერს.
გასაუბრება იწარმოებს 2018 წლის 12-13 დეკემბერს VI კორ. IX სართ. 913 ა ოთახი, 13:00-14:00სთ-მდე.
დეკანის შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან
2018 წლის 26 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ინიციატივით შედგა შეხვედრა პროფესორ -მასწავლებლებთან ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის დაფუძნების თაობაზე.
ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო იდეა დაფუძნდეს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაცია, რომელშიც გაერთიანდებიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ახალგაზრდა მეცნიერები. შეხვედრაზე იმსჯელეს საორგანიზაციო ჯგუფის ჩამოყალიბებასა და ასოციაციაში გაწევრიანების კრიტერიუმებზე.
ფაკულტეტის დეკანმა სთხოვა ყველა ახალგაზრდა თანამშრომელს იყვნენ მეტად აქტიურები, გამოიჩინონ ინიციატივა და მაქსიმალურად ჩაერთონ სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ფუნდამენტური უფლებები და ევროპული ინტეგრაცია საქართველოს პერსპექტივა”
2018 წლის 22- 24 იანვარს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ბასკეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ფუნდამენტური უფლებები და ევროპული ინტეგრაცია საქართველოს პერსპექტივა”
კონფერენციაზე დარეგისტრირება უფასოა. დაინტერესებულმა მონაწილეებმა უნდა გააგზავნონ ელ.ფოსტის სრული სახელი, ორგანიზაცია და საკონტაქტო ინფორმაცია, 2019 წლის 15 იანვრამდე შემდეგ მისამართზე:
david.ruano@ehu.eus ან nikolozphiphia@yahoo.com
საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:
რეზიუმეს წარდგენის პროცედურები და წესები
– თემის სახელწოდება (მაქსიმუმ 15 სიტყვა), ავტორის ან თანაავტორების სრული სახელი და გვარი.
– ევროკავშირის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ქარტიას და / ან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციასთან კავშირის/იდენტიფიკაციის მითითება
– 5 საკვანძო სიტყვა.
– მაქსიმალური 500 სიტყვის რეზიუმეს წარდგენა.
რეზიუმეს პრეზენტაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 დეკემბერი.
– რეზიუმე უნდა გაიგზავნოს david.ruano@ehu.eus ან nikolozphiphia@yahoo.com და შეიძლება გაიცეს ფრანგულ, ქართულ ან ესპანურ ენებზე, იმ პირობით, რომ ინგლისურ ენაზე თარგმანი არის ინკორპორირებული.
– მომხსენებლები ინფორმირებული იქნება მათი რეზიუმეების მიღების შესახებ არაუგვიანეს 2018 წლის 10 იანვრისა.
სრული დოკუმენტები და ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
– სტატიის წარდგენის საბოლოო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი.
– სტატიის უნდა გაიგზავნოს david.ruano@ehu.eus ან nikolozphiphia@yahoo.com
– სტატია უნდა იყოს ორიგინალური ნაშრომი, არ უნდა იყოს გამოაქვეყნებული არც სრული არც შემოკლებული ფორმით.
– ყოველ მომხსენებელს აქვს პრეზენტაციისთვის მკაცრად განსაზღვრული 10 წუთი. შესაძლებელია საუბარი სკაიპის საშუალებით.
– მოხსენება შეიძლება ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, ან ესპანურ ენაზე. თარჯიმანი უზრუნველყოფილი იქნება
სტეფან ჯოსენის საჯარო ლექცია
2018 წლის 29 ნოემბერს 15:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის ექსპერტი სტეფან ჯოსენი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული პერსპექტივები: შემთხვევის ანალიზის შედარება მოლდოვასა და საქართველოს შორის”
სტუდენტთა საყურადღებოდ!
სტუდენტები, რომლებსაც 2018 წლის 10 დეკემბრამდე არ ექნებათ სწავლის საფასურის 1/2- 1125 ლარი გადახდილი შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.
მარკო ვალიჯის საჯარო ლექცია
2018 წლის 20 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ბოლონიის, ვენეციის კა-ფოსკარისა და მილანის კათოლიკური უნივერსიტეტების პროფესორის მარკო ვალიჯის საჯარო ლექცია გაიმართა.
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა, რომელმაც სტუდენტებს წარუდგინა სტუმარი და წარმატებები უსურვა მათ ინტერაქტიული ლექციის ჩატარებაში.
მარკო ვალიჯიმ ისაუბრა კავკასიის როლზე ევროკავშირის სავაჭრო და საგარეო პოლიტიკაზე. მოხსენებისას შეეხო ყველა იმ მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის ეკონომიკურ ფაქტორებზე, ყურადღება გაამახვილა არსებულ პრობლემებზე და მათ მნიშვნელობაზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელიც შეაჯამა მარკო ვალიჯიმ.
გიორგი მათიაშვილის საჯარო ლექცია
2018 წლის 27 ნოემბერს 15:00 საათზე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა) კავკასიის სამართლის აკადემიის დირექტორი გიორგი მათიაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: “დამნაშავის ფსიქიკა და სხეულის ენა”.