ჩვენი პროფესორები  რომის „La Sapienza“-ს უნივერსიტეტში

2018 წლის 27-28 სექტემბერს ქ. რომში აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს საელჩოსა და რომის „La Sapienza“-ს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გლობალიზაციისა და იდენტობის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულ კონფერენციაში იტალიელ პროფესორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორებმა ქეთევან ჯინჭარაძემ, მარიამ ჯიქიამ და ვაჟა შუბითიძე.

სამეცნიერო კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები, სტუდენტები, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენცია მიზნად ისახავდა ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებისათვის ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას.

მარიამ ჯიქიასა და ქეთევან ჯინჭარაძის მიერ წარდგენილი იქნა თემა – „სახელმწიფო სუვერენიტეტი გლობალიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის პირობებში“, ხოლო პროფესორ ვაჟა შუბითიძის მიერ – „ევროინტეგრაცია და საქართველო“.

მარიამ ჯიქია ქ. დუბროვნიკში გამართულ კონფერენციაზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა მარიამ ჯიქიამ მოიპოვა მოკლევადიანი სამეცნიერო გრანტი, რომლის ფარგლებშიც მიწვეულ იქნა ხორვატიაში, ქ. დუბროვნიკში 2018 წლის 2-8 სექტემბერს ჩატარებულ კონფერენციაზე თემაზე: – „ადამიანის უფლებები“. მარიამ ჯიქიას მიერ კონფერენციაზე წარდგენილ იქნა თემა „ადამიანის უფლებათა  დაცვის რეგიონული მექანიზმების ეფექტურობა“.  კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანელი, ხორვატი და ესპანელი პროფესორები, რომელთა თემები განხილული იყო ადამიანის უფლებების ფილოსოფიურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭრილში.

ყველა საფეხურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

📌📌სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის აგრეთვე, სწავლების დამატებით წელზე მყოფმა სტუდენტებმა (გარდა პირველკურსელებისა) 2018 წლის 8 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით უნდა გააფორმონ სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები.📆
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ ამონაწერი ბუღალტერიიდან და სწავლების საფასურის ¼ (562 ლარი)📍📍

🚩🚩სტუდენტები, რომლებიც დადგენილ ვადებში არ გადაიხდიან სწავლის საფასურის მეოთხედს და არ გაივლიან რეგისტრაციას შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.🔏

📍📍 რეგისტრაციის დრო: 10:30-16:30 ბაკალავრებისთვის

📍📍 რეგისტრაციის დრო: 11:00-19:00 მაგისტრებისთვის

📍📍 რეგისტრაციის დრო: 11:00-19:00 დოქტორანტებისთვის

📍📍 რეგისტრაციის ოთახი:დეკანატი (902ა)ბაკალავრებისთვის

📍📍 რეგისტრაციის ოთახი:დეკანატი (905ა)მაგისტრებისთვის

📍📍 რეგისტრაციის ოთახი: 914ა დოქტორანტებისთვის

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საგამოძიებო სამართალი წარსდგება

2018 წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი პროექტის “საგამოძიებო სამართლის” ფარგლებში  გამოცემული სახელმძღვანელო “საგამოძიებო სამართალი” წარსდგება. სახელმძღვანელოს ავტორები არიან: პროფესორები ირაკლი გაბისონია, ჯემალ გახოკიძე, მიხეილ მამნიაშვილი და თემურ მონიავა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელსაც ყოველწლიურად ათიათასობით უცხოელი სტუმარი და მონაწილე ჰყავს.

გარე მობილობის სტუდენტთა საყურადღებოდ

გაცნობებთ,  რომ ბრძანებაში მოხსენიებულ პირებს, რომლებმაც ისარგებლეს გარე მობილობით სასწავლო და ფინანსური ხელშეკრულება  ბაკალავრებმა უნდა გააფორმონ 2018 წლის 2 ოქტომბრიდან და 5 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო მაგისტრებმა  4-5 ოქტომბერს.

10:30 საათიდან 16:30-საათამდე.

909 ა ბიბლიოთეკაში

საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა გასაუბრება ჩატარდა

2018 წლის 1 ოქტომბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატებისათვის გასაუბრება გაიმართა.
სტუ-ს რექტორის აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის ბრძანებით შეიქმნა საფაკულტეტო დროებითი კომისია, რომელიც დაკომპლექტდა შემდეგნაირად: კომისიის თავმჯდომარე- პროფესორი ირაკლი გაბისონია; წევრები: პროფესორები: ჯემალ გახოკიძე, იგორ კვესელავა, ჰენრი კუპრაშვილი, ნინო ნიშნიანიძე და მანანა დარჩაშვილი..
თითოეული კანდიდატი კომისიის წინაშე წარსდგა საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემებით, მათ დეტალურად გააცნეს სამომავლოდ მათ მიერ განსახილველი თემის მნიშვნელოვანი ასპექტები, აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები, დაუსვეს კითხვები კანდიდატებს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოსა და სადისერტაციო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესახებ. კომისიის წევრებმა მიმოიხილეს კანდიდატის მიერ გამოვლენილი უნარ-ჩვევები, შეაფასეს ისინი და წარმატებები უსურვეს ყოველივე მათგანს.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია უსურვებს წარმატებებს კანდიდატებს, ხოლო დოქტორანტურაზე ჩარიცხულ პირებს ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.

ქართულ ენაში მოსამზადებელ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაცია

🚩🚩🚩🚩გაცნობებთ, რომ დაიწყო ქართულ ენაში მოსამზადებელი პროგრამიდან პირველ კურსზე ჩარიცხული სტუდენტების რეგისტრაცია. რეგისტრაციის საათები 10:00- 16:00, ოთახი 916ა,
თან უნდა იქონიოთ გადახდის ქვითარი (1125 ლარი) და თქვენი პირადი საქმე🚩🚩🚩🚩

სადოქტორო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობებზე“  ჩარიცხვის მსურველთა შესარჩევი სარეკომენდაციო სახის კრიტერიუმები

2018 წლის 24 სექტემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა სადოქტორო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობებზე“  ჩარიცხვის მსურველთა შესარჩევი სარეკომენდაციო სახის კრიტერიუმები, რომლითაც  საფაკულტეტო კომისია პრიორიტეტს მიანიჭებს კანდიდატებს

აღნიშნული კრიტერიუმებია:

  1. კანდიდატის სამოტივაციო პრეზენტაცია-25 ქულა
  • საკუთარი პერსონის წარდგენის უნარი-5 ქულა
  • დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მოტივაცია-10 ქულა
  • საკვლევი თემატიკის ირგვლივ დოქტორანტის ინტერესი-10 ქულა
  1. სამუშაო გამოცდილება- 40 ქულა
  • საერთაშორისო ურთიერთობების სფერო- 10 ქულა
  • პოლიტიკის სფერო- 10 ქულა
  • უცხოეთში მიღებული სამუშაო გამოცდილება-10 ქულა
  • სამართლის სფერო-10 ქულა
  1. საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში და კონფერენციებში მონაწილეობა- 22 ქულა
  • საერთაშორისო პროექტები-6 ქულა
  • ადგილობრივი პროექტები-5 ქულა
  • საერთაშორისო კონფერენციები-6 ქულა
  • ადგილობრივი კონფერენციები-5 ქულა
  1. გამოქვეყნებული პუბლიკაციები- 13 ქულა
  • უცხოურ ჟურნალებში – 5 ქულა
  • რეფერირებად ჟურნალებში- 5 ქულა
  • არარეფერირებადი ჟურნალებში-3 ქულა

„პოლიტიკა სამსჯავროზე“

2018  წლის 24 სექტემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭომ დაამტკიცა პოლიტიკისა და სამართლის თეორიულ-პრაქტიკული სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „პოლიტიკა სამსჯავროზე“.

პროექტის ფარგლებში ექსპერტების მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებთან მიმართებაში მკაცრად შეჯერებული და დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე გაკეთდება კვალიფიციური პოლიტოლოგების და სამართალმცოდნეების მიერ ამ პოლიტიკის მონიტორინგი, ანალიზი და დასკვნა, ხოლო ამ დასკვნების საფუძველზე საქართველოში პირველად შედგება ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების მიერ წარმოებული პოლიტიკის იმიტირებული სასამართლო პროცესები, რაც გულისხმობს იმას რომ სამსჯავროზე წარსდგება კონკრეტული პოლიტიკოსის მიერ განხორციელებული პოლიტიკა.

პროექტის კვლევის მიზანი და ამოცანა მფდგომარეობს მოსახლეობის პოლიტიკური და სამართლებრივი ცნობიერების გაღრმავებასა და სამეცნიერო სტატიების, სამეცნიერო კონფერენციების, მონოგრაფიების მომზადებაში.

პროექტის პირველ ეტაპზე გაიმართება გიორგი VII-ის, ლავრენტი ბერიას, ნოე ჟორდანიას,  გიორგი სააკაძის, ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკის იმიტირებული სასამართლო პროცესები.

პროექტში ჩაერთვებიან როგორც პროფესორ-მასწავლებლები ასევე სტუდენტები. მნიშვნელოვანია, რომ დასახული მიზნის რეალიზაციისათვის შეიქმნება პოლიტიკისა და სამართლის ერთგვარი ექსპერიმენტული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სადაც სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად განახორციელებენ კვლევებს საქართველოს სახელმწიფოსათვის სტრატეგიულად მარადიული ღირებულებების ფორმირების პოლიტიკური და სამართლებრივი კანონზომიერების დასადგენად.

მთლიანობაში პროექტში სამართალმცოდნეობის, პოლიტიკის მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო კვლევის სპეციალობების თეორიულ-პრაქტიკული სინთეზი ხელს შეუწყობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მრავალმხრივად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, მაღალი დონის სპეციალისტების მომზადებას.