2018 წლის 6-17 აგვისტოს გერმანიაში ნიურბერგის პრინციპების აკადემიის მიერ ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ჩატარდა საზაფხულო აკადემია – „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართალი“, სადაც 4 კონსტინენტიდან წარდგენილი 450 კანდიდატიდან მხოლოდ 24 იქნა შერჩეული, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის პროფესორი მარიამ ჯიქია.
საზაფხულო აკადემიაში შერჩეული მონაწილეები ძირითადად იყვნენ არნიშნულ სფეროში დასაქმებული აკადემიური პერსონალი და საჯარო მოხელეები.
აკადემიაში საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა საერთაშორისო სისხლის სამართლის განვითარება, ომის დანაშაულები, გენოციდი, რომის სტატუტის იმპლემენტაცია ეროვნულ კანონმდებლობაში, მსხვერპლისა და მოწმეების დაცვის მექანიზმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში და სხვა.
Category Archives: Uncategorized
კულტურის სამართლის დამტკიცების შესახებ
2018 წლის 17 სექტემბრიდან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე დაიწყება ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „კულტურის სამართალი“ პროექტის ხელმძღვანელები არიან პროფესორები ირაკლი გაბისონია და რევაზ მიშველაძე. პროექტი განხორციელდება ოთხი წლის მანძილზე და მიზნად ემსახურება სამეცნიერო სტატიების, სამეცნიერო კონფერენციების, მონოგრაფიების მომზადებას. მნიშვნელოვანია რომ პროექტის შედეგები გასათვალისწინებელი იქნება კულტურის სფეროს მოღვაწეებისა და საგანმანათლებლო სივრცისათვის.
პროექტის ფარგლებში მოხდება როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ქვეყნების სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესწავლა, სადაც კულტურის სფეროს სამართლებრივ მოწესრიგებაზეა საუბარი. გაანალიზებული მასალების საფუძველზე შეიქმნება საქართველოსთვის ხელსაყრელი, ოპტიმალური კულტურის სამართალი, რომელიც მოაწესრიგებს არაერთ დღეისათვის არსებულ პრობლემურ საკითხს. პროექტის მონაწილენი გაიზიარებენ როგორც სპეციალურ, ისე ზოგადსაგანამანთლებლო სივრცის გამოცდილებას ამ მიმართულებით, კერძოდ, თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: კულტურის სამართლის ისტორიას, საავტორო უფლებების დაცვას, პლაგიატს, მხატვრულ ლიტერატურას, კინოს, თეატრს, მუსიკას, სახვით ხელოვნებას, სახელოვნებო ინტერნეტს, მასთან დაკავშირებულ ასპექტებს და დიზაინის სამართალს.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2018 წლის 17აგვისტოს №01-09-10/154 და № 01-09-10/156 ბრძანებების თანახმად სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2018- წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 18 სექტემბერს 9:00 საათიდან 11:30 საათამდე
მაგისტრანტობის კანდიდატმა დეკანატში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
• განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
• პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
• აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი და მისი ასლი, ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მისი ასლი;
• ფოტოსურათი 4 ცალი, ზომით 3 Х4 სმ; CD დისკი;
• მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთა¬თვის);
• მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან (WWW.NAEC.GE );
• თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში გადახდილი 15 – ლარიანი ქვითარი. (ანგარიშის რეკვიზიტი-708977259
ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. დეკანატის მიერ ვიზირებულ განცხადებას, საბუთებთან ერთად, აპლიკანტი აბარებს სტუ-ს კანცელარიას;
სტუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მიღებული აქვს აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები:
• წაკითხულის გააზრება – 6,4 ქულა;
• ანალიტიკური წერა – 7.0 ქულა;
• ლოგიკური მსჯელობა – 5.2 ქულა;
• რაოდენობრივი მსჯელობა – 5,2 ქულა.
აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდა შესაბამის საგანში(სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები). საგამოცდო ფურცელში, რომელიც გაიცემა ფაკულტეტზე, მითითებულია გამოცდის თარიღი და ადგილი. კონსულტაციები სასპეციალიზაციო გამოცდებისა¬თვის ჩატარდება ფაკულტეტზე.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სასპეციალიზა¬¬ციო გამოცდაში ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური გამსვლელი ქულა სამაგისტრო პროგრამაზე არის 32 (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან), მინიჭებული კოეფიციენტი – 65.
მაგისტრანტობის კანდიდატებმა განცხადება და რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა ჩააბარონ შემდეგ მისამართზე:
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი – მ.კოსტავას 77; სტუ-ის VIკორპუსი, მე-9 სართული, ოთახი 903ა;
საკონტაქტო ტელეფონი – 598 33 22 05
სამართლის სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო ლიტერატურა:
1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
9. საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
10. საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ;
11. საქართველოს შრომის კდოექსი;
12. საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ;
13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავიუსუფლებათა დაცვის კონვენცია.
საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო ლიტერატურა:
1. კვეტენაძე ზ., საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, თბ., 2017. 28
2. რონდელი ა., საერთაშორისო ურთიერთობები, მესამე შესწორებული გამოცემა, თბ., 2009
. 3. რაიმონ არონი – „მშვიდობა და ომი ერებს შორის“.
4. საერთაშორისო ურთიერთობების ქრესთომატია.
5. კუპრაშვილიჰ., ძირითადი პოლიტიკური მიმდინარეობები თანამედროვე ევროპაში, თბ.,2016. 6. მაგშტატი მ. თ., გავიგოთ პოლიტიკა. იდეები, ინსტიტუტები და პრობლემები.
7. გოგიაშვილი ო., პოლიტოლოგია, თბ., 2004.
8. ჰეივუდი ე., პოლიტიკური იდეოლოგიები, თბ., 2004
9. კვესელავა ი., შუბითიძე ვ., პაპაშვილი მ., ღუდუშაური ნ., პოლიტოლოგია, თბ., 2010.
10. ჯიჯეიშვილი ქ., მსოფლიო პოლიტიკა, თბ., 2015.
11. ირემაძე გ. საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები, თბ., 2014.
ყურადღება !
🚩🚩გაცნობებთ, რომ დაწყებულია განცხადებების მიღება სტატუსის აღდგენასა და სემესტრის დამატებასთან დაკავშირებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დეკანატს ან 905ა ოთახს.
ჩვენი სტუდენტები სამშვიდობო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ
2018 წლის 8-18 ივლისს, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები ბაჩო კვირველია და ირინა მიქავა სამშვიდობო გაცვლითი პროგრამის „ახალგაზრდა აქტივისტები მშვიდობისთვის და მსოფლიო რომელიც ჩვენ გვინდა“ ფარგლებში გერმანიაში იმყოფებოდნენ. სივერჰაუზენის სამშვიდობო ბანაკი ოცდათაამდე ქართველ, გერმანელ, ბერძენ, რუს და თურქ ახალგაზრდას მასპინძლობდა.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები 10 დღის მანძილზე განიხილავდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სხვადასხვა სოციალური და კულტურული წარმომავლობის ხალხტა მშვიდობიანი თანაცხოვრება, კონფლიქტტა კონსტრუციული გადაჭრა, რასიზმთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან წინააღმდეგობის გაწევა, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხილვა და სხვა.
სამშვიდობო პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები ეწვივნენ ლერტეში მდებარე დევნილტა სახცხოვრებელს და მიგრანტთან ერთად სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები განახორციელეს. გავლითი პროგრამა „ახალგაზრდა აქტივისტები მშვიდობისთვის“ გერმანული ორგანიზაცია ICJA–ს მიერ 2012 წლიდან ხორციელდება.
კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონიალი
2018 წლის 26 ივლისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მიულოცა კურსადამთავრებულებს სასწავლო წლის დასრულება და შემდგომი წარმატებები უსურვა თითოეულ მათგანს. დეკანმა, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საპატიო სტუმარი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.
ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის ხელმძღვანელობას მოწვევისათვის და სტუდენტებს მიულოცა უნივერსიტეტის დამთავრება. ასევე რამდენიმე რჩევა მისცა მათ, მოუწოდა თავდაუზოგავი შრომისკენ, ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო კარგი იურისტი და შემდგომი წარმატებები უსურვა კურსდამთავრებულებს.
კურსდამთავრებულებს მიულოცა სტუ-ს სპიკერმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ, რომელმაც ერთგვარად შეაჯამა ფაკულტეტის 2 წლის მუშაობის შედეგები და ხაზი გაუსვა სრულიად ფაკულტეტის წარმატებებს.
ფაკულტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით დაჯილდოვდნენ საუკეთესო სტუდენტები: სალომე ნემსიწვერიძე, გიგა გიორგაძე, ანა მოსაშვილი, დათა ხუფენია, თამარ ბარამია. ასევე, სერტიფიკატები გადაეცათ საუკეთესო ახალგაზრდა ლექტორებს: მაკა აბულაძეს და თამარ დარჩიას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ს სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის პრეზიდენტი გიორგი მთიულიშვილი, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი კობა ჩიხლაძე, სტუ-ს სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კულდონაშვილი, სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი ნინო ნიშნიანიძე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, პროფესორი მაია ყიფიანი, კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პროფესორები: ციალა გლოველი, ჯემალ ჯანაშია, მარიამ ჯიქია. პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იგორ კვესელავა და სხვა პროფესორ-მასწავლებლები, რომლებმაც გამოხატეს საკუთარი შეხედულებები და წარმატებები უსურვეს სტუდეტებს.
სტუდენტებმა შეფასეს სწავლის პერიოდი, გაიხსენეს მათთვის მნიშვნელოვანი ისტორიები სტუდენტური ცხოვრებიდან და გამოთქვეს იმედი რომ სწორედ ამ ფაკულტეტიდან დაიწყება მათი წარმატება. ასევე, გამოხატეს მადლიერება ფაკულტეტის ხელმძღვანელი პირებისადმი.
საზაფხულო სკოლა საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა
2018 წლის 16-19 ივლისს ჩატარდა საზაფხულო სკოლა „საკონსტიტუციო სამართალწარმოება საქართველოში“, საზაფხულო სკოლის დახურვის ცერემონიალზე მონაწილეებს სერთიფიკატები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ ტუღუშმა გადასცა.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტებს ლექციები საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებმა, სამართლებრივმა მრჩევლებმა წაუკითხეს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკულ ასპექტებსა და სასამართლო პრაქტიკის შესახებ. კერძოდ, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მეტი ინფორმაცია, ზოგადად, საკონსტიტუციო კონტროლის წარმოშობასა და მის სისტემურ ასპექტებზე. ლექციათა მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს, საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურას, და ასევე, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ღირებული ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესახებ და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებთან ერთად, განეხილათ გადაწყვეტილებების შინაარსობრივი ასპექტები. საკონსტიტუციო სასამართლომ წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს მეექვსედ უმასპინძლა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაინტერესებულია სამომავლოდაც გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მან სიტყვით მიმართა მონაწილეებს და მოულოცა საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულება.
მონაწილეებს მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მენეჯერმა, ანასტასია ფუტკარაძემ და ასისტენტმა სოფო დემეტრაშვილმა.
ავთანდილ და ნატო სონღულაშვილის მონოგრაფიების პრეზენტაცია
2018 წლის 20 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფარგლებში გამოცემული მონოგრაფიების: „საბჭოური პოლიტიკა და საქართველოს ეროვნული უმცირესობა“ , „ქართული ემიგრაცია და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“ (1921-1990) საბჭოთა რეჟიმი და ქართული ეროვნული იდეა (1921-1991), პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მიულოცა ავტორებს მონოგრაფიების გამოცემა და წარმატებები უსურვა მათ. დეკანმა ასევე ყურადღება გაამახვილა ფაკულტეტის კვლევით საქმიანობაზე .
დასწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ ავტორები: პროფესორი ავთანდილ სონღულაშვილი და ასოცირებული პროფესორი ნატო სონღულაშვილი. მონოგრაფიების შესახებ ისაუბრა მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, პროფესორმა რევაზ მიშველაძემ და კონსტანტინე გამსახურდიამ. საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს სხვა პროფესორებმა.
ღონისძიება შეაჯამა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ
ავთანდილ სონღულაშვილის წიგნის პრეზენტაცია
2018 წლის 20 ივლისს 16:00სააათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით გაიმართება პროფესორ ავთანდილ სონღულაშვილის წიგნის „საბჭოური პოლიტიკა და საქართველოს ეროვნული უმცირება“ პრეზენტაცია-განხილვა