2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული სტუდენტური პროექტის „ორატორული ხელოვნებისა და საჯარო გამოსვლების სკოლა 2018“-ის მსმენელებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს. პროექტი ფაკულტეტის დაფინანსებით ხორციელდება და თავისი შინაარსით არაერთ აქტივობას მოიცავს. პრეზენტაციისათვის მსმენელები დაყოფილები იყვნენ გუნდებად, რომლებსაც ჰყავდათ ლიდერები და პრეზენტატორები. გუნდებმა კვირეულის ფარლებში საკუთარი საპრეზენტაციო ნაშრომი შემდეგი თემების სახით წარმოადგინეს: „დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ერები“, 1918 წლის საქართველოს პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“ „დამოუკიდებლობა და თავისუფლება გუშინ , დღეს და ხვალ“. სტუდენტთა პრეზენტაციები შეაფასეს ჟიურის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, პროფესორი მაია ყიფიანი, სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ციალა გლოველი და ასისტენტ-პროფესორი ვახტანგ ჟვანია.
Category Archives: Uncategorized
სტუდენტებმა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა უცხოენებზე წაიკითხეს
2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა რამდენიმე უცხო ენაზე წაიკითხეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, პროფესორი მაია ყიფიანი და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტებთან ერთად. სტუდენტთა ჯგუფმა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა 15 უცხო ენაზე წაიკითხეს, მათ შორის, ქართულად, აფხაზურად, ოსურად, ინგლისურად, ფრანგულად, რუსულად, აზერბაიჯანულად, არაბულად, თურქულად, გერმანულად, ჩინურად, იტალიურად, ბერძნულად, უკრაინულად და ესპანურად. სტუდენტებს ხელმძღვანელობა გაუწია სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენმა სოფო დემეტრაშვილმა, ღონისძიება შეაჯამა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუდენტებს მსგავსი ღონისძიების ჩატარებისთვის.
წლის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის საჯარო ლექცია
2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სტუ-ს კურსდამთავრებულთა კლუბის ეგიდით საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ნარკოდანაშაულები და თანამედროვე გამოწვევები“; საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა სტუმარი და მადლობა გადაუხადა სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბს წლის პროკურორის მოწვევისათვის. მოხსენებისას პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ისაუბრა უშუალოდ ნარკოტიკის სახეებზე, მათი გავრცელების რისკებზე, სტუდენტებისათვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვა და წარმოდგენილი მასალის საფუძვლეზე მისი რეკომენდაციების მოსმენა. სტუმარს მიესალმა და კომენტარი გააკეთა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯემალ ჯანაშიამ, რომელსაც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით არაერთი საფუძვლიანი კვლევა აქვს ჩატარებული და სახელმძღვანელოები გამოცემული. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, დასასრულს, შეხვედრა უაღრესად საინტერესოდ შეაფასა ფაკულტეტის დეკანმა და წარმატებები უსურვა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეს ჯარჯი წიკლაურს.
საერთაშორისო-სამეცნიეროკონფერენცია „მსოფლიო და კავკასია“ გაიმართა
2018 წლის 25 მაისს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და კავკასია“ ჩატარდა. კონფერენცია გახსნა სტუ-ს ვიცე-რექტორმა პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ფაკულტეტის აქტიურობაზე სხვადასხვა კონფერენციების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარების კუთხით და წარმატებები უსურვა კონფერენციის მონაწილეებს. მომხსენებლებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იგორ კვესელავა, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი რევაზ მიშველაძე და სხვები. კონფერენცია დაყოფილი იყო რამდენიმე სამუშაო სექციად და მომხსენებლებმა საკმაოდ საინტერესო თემები წარმოადგინეს, მათ შორის: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება, სასამართლო ხელისუფლება საქ-ს პირველ რესპუბლიკაში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საერთაშორისო ასპექტები, 1920 წლის მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები, მშვიდობიანი ეკონომიკა უკეთესი მომავლისთვის და სხვა. კონფერენციის მუშაობა შეაჯამა სტუ-ს ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა და სტუ-ს პროფესორმა იგორ კვესელავა.
ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში საჯარო ლექციები ჩატარდა
2018 წლის 24 მაისს სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან არსებული ერთობლივი ბიზნესისა და სამართლის კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში უკრაინის უნივერსიტეტის პროფესორმა ლეონიდ შმაევიჩმა და ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეას ბრანდტმა ჩაატარეს საჯარო ლექციები. ლექციებს ესწრებოდნენ ორივე ფაკულტეტის დეკანები, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე და პროფესორი ირაკლი გაბისონია , ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები. პროფეოსრმა ლეონიდ შმაევიჩმა ისაუბრა თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებზე და მათ გამოყენებაზე ბიზნესში. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში. ამასთან, მთავარი აქცენტი გაკეთდა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაზე ბიზნესში და მათი გამოყენების სამართლებრივ პრობლემებზე. ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორ ანდრეას ბრანდტმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „ევროკავშირისა და გერმანიის მმართველობითი სისტემა“. განსახილველმა საკითხმა აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ძირითადად განპირობებული იყო საქართველოს სწრაფვით ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ. მოხსენების შემდეგ დაისვა მრავალი საინტერესო და მწვავე შეკითხვა სტუდენტებისა და პროფესორების მხრიდან. გაიმართა აგრეთვე საინტერესო დისკუსია.
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია
2018 წლის 24 მაისს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „ საქართველო-XXI საუკუნე“ ჩატარდა. კონფერენცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა, მომხსენებლებსა და სტუმრებს მიესალმნენ დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია, სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ციალა გლოველი და პროფესორები: მანანა დარჩაშვილი, გიორგი კალანდაძე, ზურაბ კვეტენაძე და სხვ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ყველა საფეხურის სტუდენტმა და ასევე, სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა მომხსენებელმა წარმოადგინეს შემდეგი თემები: ,დამოუკიდებლობის აქტი – კონსტიტუციონალიზმის სათავე საქართველოში“,-,,გზა დამოუკიდებლობისაკენ“,-,,ქართველი ხალხი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეში“,,ქალთა უფლებები საქართველოში“,,საქართველოს სახელმწიფო მოწყობის პრინციპი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში“,,კონსტიტუციონალიზმის პრინციპები საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში” ‘1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის აღდგენისა და 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის შედარებითი ანალიზი“,,,ეროვნული უსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეები“ ,,კიბერდანაშაული“, -,,ოჯახში ძალადობა“,,,ისრაელის სახელმწიფო თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში“,-,,1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები,, ქართული ნაციონალიზმი და თურქული პოლიტიკა“, “საქართველოს ეროვნული ხელისუფლების პირველი ურთიერთობები ევროგაერთიანებასთან”-,,ევროკავშირის დახმარების პროგრამების მნიშვნელობა საქართველოსათვის“,,თურქეთის ინტერესები და სამხედრო ოკუპაცია სირიაში“ და სხვა. კონფერენცია საკმაოდ ნაყოფიერად წარიმართა, დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ფაკულტეტის საბჭოზე პროექტი “კულტურის სამართალი” დამტკიცდა
2018 წლის 24 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც მიმდინარე საკითხებთან ერთად საბჭოს წინაშე გამოიტანა საკითხი „კულტურის სამართლის“ პროექტის დამტკიცების შესახებ. პროექტ „კულტურის სამართლის“ განხილვისას არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული პროექტი ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია, საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კულტურის სამართლის შექმნას და დღევანდელი დღე ისტორიულ, მნიშვნელოვან დღედ გამოაცხადეს. ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ აღნიშნა, რომ „პირველები ვართ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, რომლებიც ვიმუშავებთ ამ პროექტზე და ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი უნივერისტეტისთვის“.
პროფესორ ნინო ნიშნიანიძეს საჯარო ლექცია
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში 2018 წლის 24 მაისს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში სტუ-ს პროფესორმა ნინო ნიშნიანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს პირველი პრეზიდენტის პოლიტიკურ-სამართლებრივი ხედვები“ შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრს, პროფესორ ნინო ნიშნიანიძეს ლექციის ჩატარებისთვის და წარმატებები უსურვა. თავდაპირველად მომხსენებელმა ისაუბრა ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ, შემდგომ უშუალოდ გაიხსენა დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე და ასევე, სხვა კონკრეტული ფაქტები. მიმოიხილა კულუარული საკითხები ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობიდან და შეაფასა მისი პოლიტიკურ-სამართლებრივი ხედვები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომელიც შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ.
საჯარო ლექციების ციკლი
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები ჩაატარებენ საჯარო ლექციებს:
24 მაისი, 13 საათი- პროფესორი ლეონიდ შმაევიჩი
“ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნესში”-სტუ, მე-6 კორპუსი, მე-7 სართული, #710 ა
24 მაისი, 15 საათი- პროფესორი ანდრეას ბრანდტი
“ევროკავშირისა და გერმანიის მმართველობითი სისტემა”–სტუ, მე-6 კორპუსი, მე-7 სართული, #710 ა
25 მაისი, 14 მაისი- პროფესორი ვილჰემ ჰოიზერი
“ლოგისტიკისა და ბიზნესის სამართლებრივი საკითხები”–სტუ,ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, შევხედრების ოთახი