შეხვედრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან

2018 წლის 20 მარტს 18:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, პროექტ ,,გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან დიმიტრი ცქიტიშვილთან და ნინო წილოსანთან. (დასწრება თავისუფალია).

შეხვედრა ჩატარდება: კოსტავას ქ. #77,  სტუ-ს  VI კორპუსი, IX სართული, საჯარო სამართლის ლაბორატორია (907 ა)

პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“  ფარგლებში შეხვდი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს !

2018  წლის  17  მარტს 11:00 საათზე  სტუ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტშეხვდი  დამსაქმებელსფარგლებში  გაიმართება შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან ვახტანგ ყოლბაიასთან, შეხვედრას დაესწრებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  ქეთევან ბაკარაძე, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი მურმან ფარფალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეიგორ კოპალიანი, განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, ნდობის აღდგენისა და რიგების საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე  ბელა კოპალიანი, მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველიმაყვალა ბერიანიძე, მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემარინა შენგელია.

შეხვედრის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტუ-სა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის.

 

პროექტში -“ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის” მონაწილეობის მსურველთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

ააიპ „ინსტიტიუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ – (G4G) მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს პროექტში -“ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის” მონაწილეობის მისაღებად

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებისთვის 2018 წლის  14 მარტს 15:00საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში პროექტის ხელმძღვანელი მაკა კუკავა ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების (სტუდენტების) შესაძლებლობების განვითარება და მათი მომზადება ეფექტური დებატებისთვის.
დებატების თემატიკა მოიცავს შემდეგს:
– მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა;
– საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეფორმა;
– წყლის რესურსების მართვა და ენერგეტიკა ;
– სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი;
– სურსათის უვნებლობის სისტემა.
სტუდენტები გაივლიან ინტენსიურ ტრეინინგებს, მასტერ კალსებსა და ქიუჩინგ სესიებს, თეორიული ცოდნის მისაღებად და პრაქტიკული უნარების განსავითარებლად.
ტრენინგები ჩატარდება შემდეგ თემებზე:
-მოლაპარაკებების წარმოება;
-ბიზნეს კომუნიკაცია;
– პრეზენტაციის უნარები;
– საჯარო გამოსვლის ტექნიკები;
– დროის მართვა და სხვა.
პროექტში მონაწილეობისათვის გთხოვთ, დარეგისტრირდით  ელექტრონულ ბმულზე : https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScWCYfz1hqEKrLVDtgpCw22GY_sQRmnjkHEvno3qDejFRVKgg/viewform
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ICDC.ge
პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
შერჩეულ სტუდენტებს პროექტის ფარგლებში საშუალება ექნებათ:
გაიარონ მაღალი დონის ტრეინინგები, გამოიმუშავონ პრაქტიკული და სპეციფიკური უნარები და მიიღონ ცოდნა სახელმწიფოსთვის მნიშნელოვანი რეფორმების შესახებ.
ფინალური დებატებისთვის შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტის მნიშვნელოვან აქტივობებში, როგორიც არის: სასწავლო ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები მაღალი რანგის საჯარო მოხელეებთან, ბიზნეს კომპანიების მმართველ პირებთან, წარმატებულ ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიცნონ სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებული, აქტიური ახალგაზრდები და მათთან ერთად ჩაერთონ მრავალფეროვან აქტივობებში;მოიპოვონ აღიარება და გახდნენ ცნობილები დამსაქმებლებისათვის;იმუშაონ ინდივიდუალურ კარიერულ მრჩევლებთან და დარგის ექსპერტებთან.
პროექტი სრულად დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის პროექტის G4G-ის მიერ

 

მეოთხე კურსის სტუდენტი ანამარია ბაგალიშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ,  ანამარია ბაგალიშვილს, რომელიც სწავლობს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსზე

  1. მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენს შესახებ?

მოგესალმებით, მე ვარ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ანამარია ბაგალიშვილი.

  1. როგორი იყო თქვენი ბაკალავრიატის პერიოდი, გვიამბეთ სტუდენტური ცხოვრების შესახებ?

ბაკალავრიატის პერიოდი მუდმივ ბრძოლად მახსენდება, რადგან სტუდენტმა შეძლო დაიმკვიდრო საკუთარი თავი პროფესიული კუთხით ეს ყოველდღიურ ბრძოლას უკავშირდება და ვფიქრობ, რომ სტუდენტურ ცხოვრებას ზუსტად ეს ხდის განსაკუთრებულსა და საინტერესოს, განუწყვეტელი შრომისა და სწავლის პროცესი დასახული მიზნებისთვის.

  1. არაერთი პრაქტიკა გაგივლიათ და ამის შესახებაც მოგვიყევით?

ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა პირველი კურსიდან დაიწყო და მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანზე გავამახვილებ ყურადღებას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში გავიარე სტაჟირება, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ვიყავი სასწავლო პრაქტიკაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში“ გავდიოდი სტაჟირებას. ამის გარდა გავლილი მაქვს სასწავლო კურსი „მედიაცია და კონფლიქტის (მათ შორის რელიგიური) მოგვარება მოლაპარაკების გზით.“ ასევე ვმონაწილეობდი: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ორგანიზებულ  ლექციათა კურსში „ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მექანიზმები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.“;  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრისა და  HUMAN RIGHTS FOR ALL-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურსში „ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალური მექანიზმები“; ასევე ვმონაწილეობდი USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLOG), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტისა და United Nations Human Rights-ის მხარდაჭერით გამართულ საზაფხულო სკოლაში „ეკონომიკური და სოციალური უფლებების გამოწვევები“. დღეს კი სტაჟირებას გავდივარ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტში (ჰარმონიზაციის ცენტრში).

 რა როლი შეასრულა ფაკულტეტმა თქვენს განვითარებაში?

ჩემი აზრით, უნივერსიტეტის მთავარი როლია პიროვნების პროფესიული კუთხით განვითარებას შეუწყოს ხელი და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი უნივერსიტეტის ლექტორებმა ნამდვილად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ მხრივ. ამასთანავე გავიცანი საინტერესო ადამიანები, წარმატებული იურისტები, რომლებიც მათი პრაქტიკიდან გამომდინარე მაძლევდნენ მნიშვნელოვან რჩევებს.

 

  1. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება რომელსაც გამოყოფდით?

ფაკულტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამოვყოფდი ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეებთან შეხვედრას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. საკმაოდ საინტერესო იყო მათი ხედვები, დამოკიდებულებები და პრაქტიკული ცოდნა, რომლებიც სტუდენტებს გაგვიზიარეს. ასევე ბოლო პერიოდში ფაკულტეტმა დაიწყო პროექტი „შეხვდი დამსაქმებელს“, რაც ვფიქრობ საკმაოდ საინტერესოა სტუდენტებისთვის.

 რატომ აირჩიეთ სტუ.

ჩემი მეგობრები უკვე სწავლობდნენ ამ ფაკულტეტზე და მათგან მიღებულმა ინფორმაციამ და  დადებითმა შეფასებებმა განაპირობა ჩემი არჩევანი.

 7. რას გვეტყვით ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესახებ?

როგორც უკვე აღვნიშნე, ლექტორებმა დიდი როლი შეასრულეს ჩემი როგორც იურისტის ცხოვრებაში. ვფიქრობ, კარგი ლექტორი ეს საკმაოდ დიდი ფუფუნებაა სტუდენტისთვის. განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო მათი უშუალო დამოკიდებულება სტუდენტებთან, რაც აადვილებდა შემდგომ ურთიერთობებსა და  სწავლების პროცესს.

  1. როგორც ვიცით, ერთი წელზე ცოტა მეტია, რაც შეიქმნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით?

ვფიქრობ, რომ ეს ამ ფაკულტეტისთვის საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან აღნიშნულმა  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს დიდი გასაქანი მისცა განვითარებისა და დახვეწისთვის.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

მიმაჩნია, რომ თეორიულ ცოდნას ერთიორად განამტკიცებს პრაქტიკა, ამიტომ ვისურვებდი, რომ მეტი პრაქტიკული საქმიანობა ყოფილიყო მომავალი იურისტებისთვის.

  1. რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ფაკულტეტისთვის გაწეული შრომისთვის, შემდგომ კი არ შეეწყვიტა და გაეგრძელებინა ნაბიჯების გადადგმა განვითარებისათვის და მაქსიმალურად გაეზიარებინა სტუდენტების ახალი საინტერესო იდეები.

  1. რას ურჩევთ პირველკურსელებს?

გიყვარდეთ თქვენი პროფესია და არცერთი წამით არ გადაუხვიოთ თქვენს მიერ დასახული მიზნისკენ მიმავალი გზიდან. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ გახდეთ პროფესიონალები თქვენი საქმის და არასდროს დაგავიწყდეთ, რომ მონდომება ეს უკვე არის შესაძლებლობა.

 

საჯარო ლექციათა კურსის “სეკულარიზაცია და სეკულარიზაციის თეორიების”  ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია გაიმართება

2018 წლის 22 მარტს 16:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა ოთახში) კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტი სოციოლოგიის მიმართულებით ქეთი რჩეულიშვილი  საჯარო ლექციათა კურსის “სეკულარიზაცია და სეკულარიზაციის თეორიების” ფარგლებში ჩაატარებს პირველ საჯარო ლექციას თემაზე: „რელიგია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში,ინტერდისციპლინური მიდგომა

დასწრება თავისუფალია!

პროექტების შესახებ ფაკულტეტის საბჭოს  სხდომა   გაიმართა

2018 წლის 9 მარტს სტუ სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის  საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია.

თავდაპირველად, დეკანმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე სამეცნიეროკვლევით პროექტებზე და კიდევ ერთხელ წარმოუდგინა საბჭოს  პროექტის შედეგად შექმნილი სახელმძღვანელოები. დეკანმა ყველა პროექტის რეზულტატი მატერიალური სახით წარუდგინა წევრებს და საჯაროდ დასვა საკითხი იმის შესახებ, სჭირდება თუ არა ჩვენს ფაკულტეტს და უნივერსიტეტს ეს პროექტები.

საბჭოს წევრებმა აღშფოთება გამოხატეს ფაკულტეტზე სამეცნიერო პროექტების ზოგიერთი პირის მხრიდან კრიტიკის გამო,  პროფესორებმა:  ჯემალ გაბელიამ,  რევაზ მიშველაძემ, ჯემალ ჯანაშიამ, იგორ კვესელავამ, მაია ყიფიანმა, თეა შაყულაშვილმა, ციალა გლოველმა, თემო ბეჟოშვილმა, ოთარ ხინიკაძემ, ნინო ხუნაშვილმა, სოფო მიდელაშვილმა, გიორგი გორაძემ, კობა ჩიხლაძემ და სხვებმა  მკაფიოდ დააფიქსირეს შეხედულებები მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ,  „რა უნდა ვაკეთოთ სხვა თუ არა სამეცნიერო საქმიანობა და როგორ უნდა განვითარდეთ თუ არა სამეცნიერო პროექტებში ჩართულობის გზით“- განაცხადა მათმა უმრავლესობამ.

საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ცალსახად დააფიქსირეს აბსოლიტურად ყველა მიმდინარე პროექტის მიზანშეწონილობა, დაუჭირეს მხარი ამ პროექტების გაგრძელებას, მადლობა გადაუხადეს დეკანს, რომ ასე აქტიურად უჭერს მხარს მათ ინიციატივებს და გამოთქვეს იმედი სამომავლო მეცნიერული კვლევების კიდევ უფრო მეტად განხორციელებისა.

ფაკულტეტის მენეჯერმა ანა ფუტკარაძე საბჭოს წინაშე წარმოადგინა  სხვადასხვა განსახილველი საკითხი, მათ შორის, რომის ლა საპიენსას და რომის ლინქ ქამფუს უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის შესახებ. აღნიშნული ვიზიტისას ხელი მოეწერება მემორანდუმს, ჩატარდება ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და მოწვეული სტუმრები  ჩაატარებენ საჯარო ლექციებს და საზაფხულო სკოლას სტუდენტებისათვის.  ფაკულტეტის საბჭომ მხარი დაუჭირა აღნიშნული წინადადება

 

 პროექტების შეფასება-მოსმენა მესამედ გაიმართა

2018  წლის 7  მარტს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით უკვე მესამედ მიმდინარე და დასრულებული პროექტების მოსმენა-შეფასება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ პროექტების: “კრიმინოლოგის მონოგრაფიის შექმნის შესახებ”, „ქართული მენტალური ლექსიკონი” და „საგამოძიებო სამართალის“ ხელმძღვანელები და პროექტში მონაწილე პირები.

პროექტი „კრიმინოლოგიის მონოგრაფიის შექმნის შესახებ“ სულ რაღაც ერთი თვეა რაც არსებობს და უკვე დაწრილია მონოგრაფიის ორი თავი,

პროექტ „საგამოძიებო სამართალის“ ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო „საგამოძიებო სამართალი“ და დასრულების სტადიაშია ასევე მეორე სახელმძღვანელოს გამოცემა.

რაც შეეხება პროექტ, „ქართული მენტალური ლექსიკონი“ იგი ხორციელდება სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად, აქვს ინტერდისციპლინარული ხასიათი და ამ ეტაპისთვის საკმაოდ სერიოზულ რეზულტატებს გვაძლევს.  

მსგავსი სახით პროექტების  შედეგების მოსმენა კვლავ აქტიურად გაგრძელდება, აღნიშნულის მიზანი კი მდგომარეობს სწორი მენეჯმენტის განხორციელებაში და სამეცნიერო საქმიანობის შეჯამებაში.