2018 წელს დაფინანსებული სამეცნიერო პროექტები

  1. ,,საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია“ – ხარჯთაღრიცხვა – 52000 ლარი;
  2. ,,საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობები“ – ხარჯთაღრიცხვა – 87600 ლარი;
  3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის ფენომენი, მისი გამოვლენის, გამოძიების და პრევენციის ტაქტიკა და მეთოდოლოგია“ – ხარჯთაღრიცხვა – 65200;
  4. ,,სამართლიანობის ფილოსოფია და თანამედროვეობა“ –ხარჯთაღრიცხვა 72000 ლარი;
  5. ,,სახელმწიფო სამართლის თეორია“ –ხარჯთაღრიცხვა 44000 ლარი;
  6. ,,ბოსნია და ჰერცოგოვინას პოსტკომფლიქტური სახელმწიფო მოწყობა და მართვა და მისი გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“. ხარჯთაღრიცხვა – 52800;
  7. ,,სისხლის სამართლის კერძო ნაწილი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“ – ხარჯთაღრიცხვა 36000 ლარი;
  8. ,,განათლების სამართალი” – ხარჯთაღრიცხვა 133200 ლარი
  9. კანტის პოლიტიკური წერილების თარგმნა – ხარჯთაღრიცხვა 21330ლარი
  10. კრიმინოლოგის მონოგრაფიის შექმნის შესახებ”- ხარჯთაღრიცხვა-7200 ლარი.

 

სტუდენტთა შერჩევა ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად

 

 გაცნობებთ, რომ  2018 წლის 2-4 თებერვალს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან ერთად დაბა ბაკურიანში ატარებს ერთობლივ ზამთრის სკოლას თემაზე „პერსონალური მონაცემები  და მათი დაცვის ინსტრუმენტები”.

პროექტში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა გამოცხადნენ გასაუბრებაზე პირველ თებერვალს 13:00საათზე 915 ა- აუდიტორიაში.

მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი მაკა ბენაშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად, წარმოგიდგენთ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტს მაკა ბენაშვილს.

  1. მოგესალმებით, მაკა, გვიამბეთ ცოტა რამ თქვენს ბავშვობაზე

მოგესალმებით, ძალიან მოუსვენარი ბავშვი ვიყავი,არ მქონდა შიშის შეგრძნება, დავძვრებოდი  ხეებზე  ვთამაშობდი ბიჭებთან ერთად ფეხბურთს. თუმცა კარგად მახსოვს თუ სამეცადინო მქონდა თამაში არ შემეძლო, წლები გავიდა თამაში საქმემ ჩაანაცვლა სწავლა კი ისევ აქტუალურია ჩემთვის.

  1. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან საერთაშორისო ურთიერთობებზე?

მინდოდა სახელმწიფო უნივერსიტეტში მესწავლა, სწორედ ამიტომ სტუ ავირჩიე, რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, პოლიტიკა და დიპლომატია ეს ის სფეროა, რაც ყველაზე მეტად მიზიდავს.

  1. რა განასხვავებს ამ ფაკულტეტს სხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამიდან?

როდესაც ვაბარებდი განვიხილე ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა და თითქმის იდენტური იყო, მე ავირჩიე  სტუ და ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. ჩვენს ფაკულტეტზე ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა ამიტომაც ბაკალავრის საფეხურის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაზე სწავლა ისევ სტუში გადავწყვიტე

  1. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტივობის შესახებ?

პირველ კურსზე როდესაც ჩავაბარე მხოლოდ საუნივერსიტეტო  სწავლაში ვიყავი ჩაფლული და მხოლოდ სტუ-ს სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობით შემოვიფარგლებოდი, თუმცა მეორე კურსიდან ძალიან გავაქტიურდი, მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბე ახალგაზრდული გაერთიანება , რომლის ეგიდითაც სხვადასხვა აქტივობებს ვატარებდით, ამ ყველაფერში კი ფაკულტეტი ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო.

  1. სად ხედავთ თქვენს თავს მომავალში?

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.ჩემი მიზანია გავხდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე.

  1. ცოტა რამ ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზეც მოგვიყევით.

ყოველთვის ვამბობ, რომ მთელს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტებიდან ყველაზე მზრუნველი და ყურადღებიანი ხელმძღვანელობა გვყავს ჩვენ. ეს უბრალოდ ნათქვამი სიტყვები არ არის, რადგან ჩვენი დეკანი ყოველთვის სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და მუდამ გვეხმარება ჩვენი იდეების განხორციელებაში.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ? რის შეცვლას ისურვებდით?

ვისურვებდი , რომ საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობის ბაკალავრის საფეხურზე, სასწავლო პროგრამაში რამოდენიმე საგნის სილაბუსი შეიცვალოს, როგორც ვიცი, ავტორიზაციიდან გამომდინარე აღნიშნული პროცესი დაწყებულია და ფაკულტეტი კვლავ აგრძელებს სიახლეების დანერგვას.

  1. ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ რომელ ღონისძიებას გამოყოფდით?

ყველა ღონისძიება თავის მხრივ გამორჩეულია, თუმცა მე გამოვყოფდი ზამთრის სკოლას, რომელმაც არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებები, დიდი გამოცდილება და ახალი მეგობრები შემძინა.

  1. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?

პირველკურსელებო იყავით აქტიურები, თქვენ გაქვთ დიდი შანსი იყოთ წარმატებულები, მოიპოვეთ სტიპენდიები და გირჩევთ არ იყოთ 51 ქულაზე ორიენტირებულები.ნუ მიიღებთ ინფორმაციულ ცოდნას თქვენი სიზარმაცის გამო, არამედ გააკეთეთ მაქსიმალური და იყავით მუდამ მზად სწავლისა და შრომისათვის.

 

 

 

პროფესორ დავით გეფერიძის საჯარო ლექცია

 

5 თებერვალს 13:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის ორგანიზებით   საჯარო სამართლის ლაბორატორიაში     აფხაზეთის მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი დავით გეფერიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას  თემაზე – “თანამედროვე საერთაშორისო საჰაერო სამართლის აქტუალური პრობლემები“.

შეხვედრა საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის წევრებთან

 

2018  წლის 27 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის წევრები შეხვდნენ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, აკადემიის წევრმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ,  რომელმაც საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი.

დეკანის შეხედულებით  ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესში  სასწავლო პროგრამების, სილაბუსების მოდიფიკაციის მიზნით მნიშვნელოვანია აკადემიკოსების რეკომენდაციებისა და შეხედულებების გაზიარება.   კერძოდ, განიხილეს:

სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის განახლებასთან დაკავშირებული ასპექტები,

ფაკულტეტის მიერ შემუშავებული ახალი მიმართულებები, როგორიცაა: ინჟინერიურისტი, იურისტეკონომისტი და სხვ.

შეხვედრისას სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის წევრები:შოთა ფაფიაშვილი, რომან შენგელია, გივი ლობჟანიძე, მალხაზ ბაძაღუა, შენგელი ფიცხელაური, ავთო ხაზალია, შოთა კოზმანაშვილი, დავით გეფერიძე და სხვები.

ასევე, წარიმართა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნარ-ჩვევები უნდა გამოუმუშავოს უნივერსიტეტმა სტუდენტს, რომ იგი გახდეს კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.

გამოითქვა მოსაზრებები, სასწავლო მოდულის დახვეწის შესახებ, ახალი  პროგრამების დამატებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა საჰაერო სამართალს, საზღვაო სამართალს, მედიცინის სამართალს და ა.შ.

შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ, მადლობა გადაუხადა საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის წევრებს საინტერესო შეხვედრისა და მობრძანებისათვის.

 

შეხვედრა საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის წევრებთან

27 იანვარს 14:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ  ბიბლიოთეკაში  გაიმართება შეხვედრა საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა  აკადემიის  წევრებთან.

სტუდენტთა შერჩევა  საჯარო-ლექცია სემინარებში მონაწილეობის მისაღებად  

გაცნობებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური სასწავლო-კვლევითი ცენტრის “სახელმწიფო – სამართალი – პოლიტიკა – კულტურა” ინიციატივით და სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თანადაფინანსებით მიმდინარე წლის 27 – 31 იანვარს ქ. ქუთაისში, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართება უცხოელი პროფესორის – იოჰანეს ვაისის (ერფურტის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორი) საჯარო ლექცია-სემინარები თემაზე: სახელმწიფო – პოლიტიკა – რელიგია.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ასევე, საჯარო ლექციას წაიკითხავს და დისკუსიებს გამართავს პროფესორი მამუკა ბერიაშვილი თემაზე: სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც ზნეობრივი სახელმწიფო. საჯარო ლექცია-სემინარებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.

სტუდენტთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე, მსურველები ხვალ, 26იანვარს  უნდა გამოცხადნენ 12 :00 საათზე 915ა- აუდიტორიაში.

 

სტუდენტური კონფერენცია „საქართველო XXI საუკუნე“

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით 2018 წლის 24 მაისს გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია „საქართველო XXI საუკუნე“.

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულები: საქართველოს დამოუკიდებლობა (ისტორია, პოლიტიკა, სამართალი), პოლიტიკური და სამართლებრივი ურთიერთობები, საერთაშორისო ურთიერთობები და კავკასია, საქართველო  და მეზობლები ქვეყნები-რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, ევროპა და საქართველო (ისტორია თანამედროვეობა), მსოფლიო გლობალური პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი და სოციალური პროცესები, საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები, სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ურთიერთობები, ისტორია, პოლიტიკა, დიპლომატია, კულტურა, რელიგია, განათლება, ხელოვნება,  კულტუროლოგიური და ფილოლოგიური ძიებანი, კომუნიკაცია, თანამედროვე საინფორმაციოტექნოლოგიები, არქიტექტურა, ტექნიკის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, მსოფლიო და გენდერი, ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური პუბლიცისტიკა,

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის რეზიუმეების  ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 აპრილი.

გამოაგზავნეთ აღნიშნულ მეილზე: kipianimaia@gmail.com

რეზიუმეს თან უნდა ახლდეს სტუდენტის ხელმძღვანელის დასკვნა, რომელიც შესრულებული უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

სტუდენტური ვორქშოფი  

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით 2018 წლის 9 თებერვალს გაიმართება სტუდენტური ვორქშოფი თემაზე: „დისკრიმინაცია“. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

ვორქშოფში მონაწილეების დარეგისტრირება განხორციელდება სტუ-ს მეექვსე კორპუსში, მე-9 სართულზე, 913-ა ოთახში.

რეგისტრაცია იწარმოებს პირველ თებერვლამდე.