საბაკალავრო პროგრამა – „საერთაშორისო ურთიერთობები“

პროგრამის მიზანია მოამზადოს საერთაშორისო ურთიერთობის სისტემის, სტრუქტურის, თეორიების, სისტემაში მიმდინარე ინსტიტუციური, ეკონომიკური, პოლიტიკური პროცესების, დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების სფეროს ფართო თეორიული და პრაქტიკული უნარების მქონე სპეციალისტები.

პროგრამა კურსდამთავრებულებს მისცემს საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე პროცესების შეფასებისა და ანალიზისათვის საჭირო მეცნიერულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. მიაწვდის სიღრმისეულ ცოდნას სპეციალობის დისციპლინათაშორის საგნებზე, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციები, გლობალიზაცია, კონფლიქტოლოგია, მოლაპარაკებები და სხვა.

პროგრამა სტუდენტებს გამოუმუშავებს კვლევისა და კრიტიკული შეფასების უნარებს გლობალური პოლიტიკის ისეთ ასპექტებსა და საკითხებზე, როგორიცაა ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში წესრიგის დამყარება საერთაშორისო ინსტიტუტების, რეჟიმების, სამართლისა და ნორმების განვითარებით, საერთაშორისო პოლიტიკაში ძალის გამოყენების სამართლიანობა, ტრანსნაციონალური ტერორიზმი, ანტიტერორისტული ძალისხმევა სახელმწიფოთა მიერ და ა.შ.

პროგრამის კურსამთავრებულებს ექნებათ: თეორიული, კონცეპტუალური და ისტორიული ცოდნა გლობალური პოლიტიკისა და მის მომიჯნავე დისციპლინებში; გაცნობიერებული ექნებათ გლობალური პოლიტიკის გავლენა ადგილობრივი პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებზე და მისი როლი ქვეყნის განვითარების პროცესში, ასევე დემოკრატიულ პროცესებში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა და საერთაშორისო ურთიერთობების ურთიერთკავშირი სხვა სოციალურ მეცნიერებებთან; შეძლებენ კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას და რეალიზებას პრაქტიკულ საქმიანობაში, საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე მიდგომებზე დაყრდნობით სხვადასხვა საკითხების სწორად გაანალიზებას და შეფასებას ასევე პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი (როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო) ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნების გათავისებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულს უზრუნველყოფს საქართველოს ტექნიკური უნივერიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი, რომელიც დაკომპლექტებულია ამ სფეროს მოწინავე როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტებით.

 

Bachelor’s Program “Law Science” Short Discription

Those who have decided to master the lawyer’s prestigious profesion at Georgian Technical University, at the Faculty of Law and International Relations, the Bachelor’s Degree Program in Law will acquire theoretical knowledge and practical skills which will help to create a successful legal career.

In the implementation of the program, there are involved well-known Georgian and foreign theorists, which are successful practitioners and non-governmental sectors representatives, allowing the student to have direct and affordable contacts with people and shape the legal basis of the country.

The Law Program of Georgian Technical University will provide students with all the courses of study and the practical skills, the fundamental methods of legal techniques and the principles of legal reasoning, as well as the valuation and ethical basis of the law. At the same time, the Socratic method of teaching facilitates student’s understanding of legal issues, developing critical thinking skills, formulating legal arguments and justification.

The Bachelor’s Program of Law is oriented on national law with compulsory subjects; the student has the option to choose non-essentials subjects from international, criminal, public and private law. In addition, the program offers students to select English language subjects. In order to better understand these subjects, the course envisages enhanced teaching of English language and legal English. Part of the program is the interdisciplinary approach, which includes the study of neurological disciplines close to the law science or functionally related.

საბაკალავრო პროგრამა „სამართალმცოდნეობ”-ის მოკლე აღწერა

 

მათ, ვინც იურისტის პრესტიჟული პროფესიის დაუფლება გადაწყვიტა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა შესალებლობას აძლევს შეიძინოს ის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც დაეხმარება  წარმატებული იურიდიული კარიერის შექმნაში.

პროგრამის განხორციელებაში, ცნობილ ქართველ და უცხოელ თეორეტიკოს მოღვაწეებთან ერთად, ჩართულები არიან წარმატებული პრაქტიკოსი იურისტები,  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რაც საშუალებას აძლევს  სტუდენტს, უშუალო და პირდაპირი კონტაქტი  ჰქონდეს ადამიანებთან- რომლებიც განსაზღვრავენ და ქმნიან ქვეყნის სამართლებრივ სისტემასა და საფუძვლებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ ყველა იმ სასწავლო კურსის შესწავლასა და პრაქტიკული უნარის გამომუშავებას,  სამართლებრივი ტექნიკის ფუნდამენტური მეთოდებისა და სამართლებრივი     არგუმენტაციის პრინციპების, ასევე სამართლის ღირებულებითი და ეთიკური საფუძვლების შესწავლას. ამავდროულად, სწავლების სოკრატისეული მეთოდი ხელს უწყობს სტუდენტის მიერ სამართლებრივი საკითხების კარგად გააზრებას, კრიტიკული აზროვნების უნარების გამომუშავებას, სამართლებრივი არგუმენტების ჩამოყალიბებასა და დასაბუთებას.

სამართლის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია ეროვნულ სამართალზე. სავალდებულო საგნებთან ერთად, სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს არასავალდებულო საგნები საერთაშორისო, სისხლის, საჯარო და კერძო სამართლის სფეროებიდან. ამასთან ერთად, პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს ინგლისურენოვან არჩევით საგნებს. აღნიშნული საგნების უკეთ დაუფლების  მიზნით, კურსი ითვალისწინებს ინგლისური ენისა და იურიდიული ინგლისურის გაძლიერებულ სწავლებას. პროგრამის ნაწილია ინტერდისციპლინარული მიდგომა, რომელიც მოიცავს სამართლის მეცნიერებასთან ახლოს მდგომი ან ფუნქციურად  დაკავშირებული არაიურიდიული დისციპლინების შესწავლას.

 

ტელეკომპანიები სტუ-სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის მემორანდუმის გაფორმებას ეხმიანებიან

სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 22 დეკემბერს ფაკულტეტის სტუდენტთათვის გაიმართა ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლოთ სწავლების ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს.

თამაშმა საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში ჩაიარა, გუნდები წარმოდგენილები იყვნენ გუნდის კაპიტნებით, რომლებიც დაკომპლექტდა ყველა კურსის სტუდენტთაგან.  თამაში წარიმართა სატელივიზო ფორმატში, სულ წარმოდგენილი იყო ოთხი გუნდი, მოთამაშეებმა პასუხი გასცეს ბლიც, სუპერ ბლიც  და შავი ყუთის ფორმატში დასმულ შეკითხვებს.

თამაშის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული, გამარჯვება მოიპოვა  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსელთა გუნდმა „პანაცეა“-მ.

გამოცა მონოგრაფია „რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულობა- ფენომენი, დეტერმინაცია, პრევენცია“.

გამოიცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის და უკრაინის ზაპოროჟიეს ნაციონალურ-ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ ერთობლივად შემუშავებული მონოგრაფია  სახელწოდებით „რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულობა- ფენომენი, დეტერმინაცია, პრევენცია“.

მონოგრაფია მომზადდა ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას აქტიური მხარდაჭერით. ქართული მხრიდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო და ნაშრომის თანაავტორი არის სტუ-ს ასოცირებული პროფესორი მიხეილ გაბუნია.

 

ფაკულტეტის პროფესორ მარიამ ჯიქიამ პრემია „თამარი“ მოიპოვა

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია ულოცავს ფაკულტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მარიამ ჯიქიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ სამეცნიერო პრემია „თამარი“-ს მოპოვებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას პროფესიულ და სამეცნიერო მოღვაწეობაში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლებელში მოღვაწე მეცნიერთა სტიმულირებისათვის ყოველწლიური სამეცნიერო პრემიის „თამარი“ დაჯილდოების ცერემონია გამართა, რომელზეც კონკურსის წესით შერჩეული სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია წელს პირველად გაიმართა, I პრემიის მფლობელი კი, მანანა მარიდაშვილი გახდა. II პრემია სოფია კასრაძეს ერგო; III პრემია კი საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორ მარიამ ჯიქიამ მოიპოვა.  გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და კომპანია ზარაფხანას მიერ დამზადებული მედლები გადაეცათ.

პროფესორ მარიამ ჯიქიას ვიზიტი ბერლინში

სამოქალაქო განათლების სკოლისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ქ. ბერლინში, 2017 წლის 3-8 დეკემბერს ჩატარდა კონფერენცია-ფორუმი თემაზე: ევროპის გამოწვევები. აღნიშნულ კონფერენციაზე მიწვეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი მარიამ ჯიქია. კონფერენციაზე განხილული იყო ევროპის, უფრო კონკრეტულად კი ევროკავშირის როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ასპექტები, მათ შორის მისი გავლენა მსოფლიო პოლიტიკასა და საერთაშორისო სამართლებრივ მოვლენებზე. აღნიშნულ კონფერენციაზე ერთ-ერთ მთავარ თემად განხილული იქნა საბერძნეთის კრიზისის გამომწვევი მიზეზები და გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის საკითხი. აღნიშნული ვიზიტი დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

2017 წლის  შეჯამება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური ტელევიზია Stu Net-ის მიერ 29 დეკემბერს მოეწყო უნივერსიტეტის 2017 წლის შედეგების შემაჯამებელი გადაცემა, სადაც მიწვეული იყვნენ: რექტორი, კანცლერი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის უფროსი, ყველა ფაკულტეტის დეკანი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი და სტუდენტები.

შემაჯამებელ გადაცემაში მიწვეული იყო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც დამსწრე საზოგადოების წინაშე ისაუბრა ფაკულტეტის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა სახის აქტივობებზე, მათ შორის,  სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის  „საინჟინრო სამართლი“-ს, მედიასამართლის, ლინგვოკრიმინალისტიკის და სხვა პროექტების  შესახებ.

დეკანმა ყურადღება გაამახვილა ფაკულტეტის მიერ  საერთაშორისო დონის სპეცილისტების  მაიკლ გრანტის, ამერიკელი მოსამართლეების ანა ჰარისის, ბენ სტადარტის და მაიკლ კუკაროს,  პროფესორების  თეო კობუშის, ვალტერ იეშკეს, ელიკო წიკლაური-ლამიხის, ჰანს იორგ ალბრეხტის და სხვათა მოწვევაზე, რომლებმაც ფაკულტეტის სტუდენტებს არაერთი საჯარო ლექცია წაუკითხეს.

მნიშვნელოვანია რომ 2017 წლის განმავლობაში ფაკულტეტმა გააფორმა ისეთი მნიშვნელოვანი მემორანდუმი უცხოურ უნივერსიტეტთან, როგორიცაა მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი და საქართველოში არსებულ მნიშნელოვან სტრუქტურულ ერთეულებთან:  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროთან, სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში აპარატთან და სხვებთან.

დეკანმა გაიხსენა ფაკულტეტის მიერ ბოლო დროს ჩატარებული კონფერენციები: საერთაშორისო  კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები, ზღვარი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის“ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და გენდერი“-4.

პროფესორ ირაკლი გაბისონიამ  მიმოიხილა ფაკულტეტზე არსებული კვლევითი ცენტრების  მათ შორის,  პოლიტიკისა და სამართლის კვლევითი ცენტრის, საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ცენტრის, ჩინეთის კვლევითი ცენტრის, კულტუროლოგიის კვლევითი ცენტრის  საქმიანობა.

დეკანმა ხაზი გაუსვა ფაკულტეტის პრიორიტეტს, რომელიც მდგომარეობს ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისებაში, რისთვის ფაკულტეტი აქტიურად აფინანსებს აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს საერთაშორისო სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. მათ შორის, დაფინანსდა სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში, პროფესორთა ვიზიტი განათლების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, სტუდენტებისა და პროფესორების ვიზიტი ჩეხეთში კონფერენციაზე „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისათვის“ და სტუდენტების მონაწილეობა ჰააგაში სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში. ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩატარდა საზაფხულო  სკოლები ქ. ბათუმში  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ზუგდიდში, ასევე გაიმართა ზამთრის სკოლა ბაკურიანში.

საგულისხმოა, რომ გადაცემაში მონაწილე სხვა პირებმაც, მათ შორის, სტუ-ს რექტორმა, კანცლერმა, სპიკერმა და სხვა ფაკულტეტის დეკანებმა აღნიშნეს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საქმიანობის დადებითი ასპექტები. ხაზი გაუსვეს საინჟინრო სამართლის პროექტის მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილეს ფაკულტეტის ყოველდღიურ აქტიურობაზე, რაც გამოიხატება საჯარო ლექციების, სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარებაში, სხვადასხვა სტუმრების მოწვევაში, მემორანდუმების გაფორმებაში და სხვა.