II სტუდენტური კონფერენცია „ევროკონვენცია და ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი  აცხადებს II სტუდენტურ კონფერენციას

„ევროკონვენცია და ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა“

  კონფერენციის თარიღი: 30 აპრილი, 2020

კონფერენციის ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, საქართველო

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • კონფერენციის რეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 თებერვალი, 2020
  • კონფერენციის საბოლოო შედეგების ვადა: 16 თებერვალი, 2020
  • კონფერენციის თარიღი: 18 მარტი, 2020

 

მოთხოვნები:

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლისსპეციალობის სამივე საფეხურის სტუდენტებს;
  • ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარმოდგენა;
  • ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს ორი ავტორი.

 

წარმოდგენილი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

ნაშრომის მოცულობა – 7-10 გვერდი;

  • ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი – Sylfaen;
  • შრიფტის ზომა: ძირითადი ტექსტი -11; სქოლიო – 9
  • სტრიქონებს შორის დაშორება – 1.15;
  • მინდვრები – 1.9 სმ

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ნაშრომი და CV შემდეგ ელ-ფოსტაზე:marijiqia@gmail.com

 

ნაშრომის შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ნაშრომის სათაურისა და შინაარსის შესაბამისობა;
  • თემის მნიშვნელობა;
  • აზრის გამოხატვისა და არგუმენტაციის უნარი;
  • თემის ავტორისეული შეფასება;
  • ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • რელევანტური ციტირების ტექნიკა
  • ბიბლიოგრაფია.

შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის კრებულში. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას რედაქტირება გაუწიოს ნაშრომებს და გამოაქვეყნონ ავტორთან შეთანხმებით.

საორგანიზაციო კომიტეტი:

ირაკლი გაბისონია, სამართლის დოქტორი, პროფესორი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეკანი

ჯემალ გაბელია, სამართლის დოქტორი, პროფესორი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეკანის მოადგილე

მარიამ ჯიქია, სამართლის დოქტორი, პროფესორი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

ავთანდილ კალმახელიძე, საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი

სოფიო დემეტრაშვილი, სამართლის დოქტორი, ასისტენტი

მაკა აბულაძე, იურიდული კლინიკის ხელმძღვანელი

თამარ ბარამია, საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

 

 

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply