გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის ოფისის უფროსი კონსულტანტის, ზაზა ბეროზაშვილის საჯარო ლექცია

24 მარტს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში ფაკულტეტის სტუდენტებს ჩაუტარა ტრენინგი

, ბრატისლავის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, ბატონმა ზაზა ბეროზაშვილმა. შეხვედრაზე განხილული იყო ნარკოტიკის ტრაფიკის გამოძიების მეთოდები, ამ მიმართულებით მსოფლიო ვითარება და გაეორის საქმიანობა საერთაშორისო ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. ბატონი ზაზას პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ლექციამ პრაქტიკული სახე მიიღო. სტუდენტების მხრიდან დაისვა მრავალი კითხვა, რომლებზეც, ბატონი ზაზა, როგორც თეორიულ პასუხს სცემდა, აგრეთვე საკუთარი პირადი გამოცდილების მაგალითებით ავსებდა.
დიდ მადლობა ვუხდით ბატონ ზაზა ბეროზაშივლს ასეთი, ჭეშმარიტად, საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც გვექნება შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯემალ ჯანაშიამ.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply