დავით ნეფარიძის საჯარო ლექცია  

 

 2018 წლის 23 ივნისს სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა ორგანიზებით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში საჯარო ლექციათა ციკლის „ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა დავით ნეფარიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“

ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა  გიორგი მთიულიშვილმა, რომელმაც წარადგინა სტუმარი და ისაუბრა კლუბის საქმიანობის გარკვეულ ასპექტებზე.

მოხსენებისას დავით ნეფარიძემ ისაუბრა ნაფიც მსაჯულთა სისტემის საქართველოში დანერგვაზე, ყურადღება გაამახვილა პროცესუალურ მხარეზე, განუმარტა სტუდენტებს ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და უშუალოდ პროცესი.

საჯარო ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომელიც შეაჯამა  დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply