დამხმარე სახელმძღვანელო „ტურიზმის სამართალი“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ტურიზმის სამართლის“ ფარგლებში საქართველოში პირველად გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო „ტურიზმის სამართალი“.

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო არის ქართველი და უცხოელი პროფესორების კოლაბორაციის შედეგი, რომლის ავტორები არიან საფრანგეთის დიჟონის უმაღლესი სასამართლოს იურიდიული ექსპერტი, ტურიზმის სამართლის სპეციალისტი ნატო ტაბუცაძე, გერმანიის იენის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, უფროსი მასწავლებელი მაკა ტყებუჩავა.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტერდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსება შეწყდა პანდემიის გამო, თუმცა ავტორებმა პირნათლად შეასრულეს თავიანთი მოვალეობები და სრულიად უანგაროდ დაასრულეს სახელმძღვანელოზე მუშაობა.
„ტურიზმის სამართალი“ შეთავაზებული იქნება სამართლის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის, აისახება შესაბამის სასწავლო სილაბუსებში და ისწავლიან სისხლის, საჯარო და კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტები.
დიდ მადლობას ვუხდით ავტორებს: ნატო ტაბუცაძეს, ქეთევან მჭედლიშვილ-ჰედრიხს და მაკა ტყებუჩავას მათ მიერ გაწეული უანგარო შრომისა და ასეთი უნიკალური სახელმძღვანელოს გამოცემისათვის.
დამხმარე სახელმძღვანელოს რედაქტორი არის პროფესორი ირაკლი გაბისონია და რეცენზენტი ქეთევან ქოქრაშვილი.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply