ვორქშოფი საერთაშორისო ჰუმანიტარულ  სამართალში სტუდენტებისთვის  

 2019 წლის 30 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ვორქშოფი  სტუდენტებისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

ვორქშოფს ესწრებოდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის 40 სტუდენტი,  რომლებმაც მოისმინეს დავით ჯაიანისა და მარიამ აბულაძის ლექციები სამოქალაქო მოსახლეობის დაცვასა და  კონფლიქტის კლასიფიკაციაზე, ვორქშოფს უძღვებოდა,  პროფესორი მარიამ ჯიქია, რომელმაც ვორქშოფის დასასრულს სტუდენტებს  გადასცა წარმატებით მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ვორქშოფი დაეხმარა სტუდენტებს კონკრეტული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გაიღრმავეს  საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში მიღებული ცოდნა.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply