თამაზ აქუბარდიას საჯარო ლექცია

2019 წლის 4 მაისს   სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ორგანიზებით ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა  თამაზ აქუბარდიამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „სახელისუფლებო ძალაუფლების ანატომია“ .

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ. პროფესორმა თამაზ აქუბარდიამ  დამსწრე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარუდგინა საკუთარი სახელმძღვანელოების სამი ნაწილი, მათ შორის “სახელისუფლებლო ძალაუფლების ანატომია”. ლექციის მიმდინარეობისას პროფესორმა მიმოხილია სახელმძღვანელობში არსებული ძირითადი საკითხები, ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა ასპექტებზე და აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.

ლექციის დასასრულს ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ მადლობა გადაუხადა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს ასეთი საინტერესო და ინტერაქტიული ლექციისთვის.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply