მეოთხე კურსის სტუდენტი ანამარია ბაგალიშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ,  ანამარია ბაგალიშვილს, რომელიც სწავლობს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსზე

  1. მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენს შესახებ?

მოგესალმებით, მე ვარ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ანამარია ბაგალიშვილი.

  1. როგორი იყო თქვენი ბაკალავრიატის პერიოდი, გვიამბეთ სტუდენტური ცხოვრების შესახებ?

ბაკალავრიატის პერიოდი მუდმივ ბრძოლად მახსენდება, რადგან სტუდენტმა შეძლო დაიმკვიდრო საკუთარი თავი პროფესიული კუთხით ეს ყოველდღიურ ბრძოლას უკავშირდება და ვფიქრობ, რომ სტუდენტურ ცხოვრებას ზუსტად ეს ხდის განსაკუთრებულსა და საინტერესოს, განუწყვეტელი შრომისა და სწავლის პროცესი დასახული მიზნებისთვის.

  1. არაერთი პრაქტიკა გაგივლიათ და ამის შესახებაც მოგვიყევით?

ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა პირველი კურსიდან დაიწყო და მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანზე გავამახვილებ ყურადღებას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში გავიარე სტაჟირება, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ვიყავი სასწავლო პრაქტიკაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში“ გავდიოდი სტაჟირებას. ამის გარდა გავლილი მაქვს სასწავლო კურსი „მედიაცია და კონფლიქტის (მათ შორის რელიგიური) მოგვარება მოლაპარაკების გზით.“ ასევე ვმონაწილეობდი: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ორგანიზებულ  ლექციათა კურსში „ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მექანიზმები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.“;  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრისა და  HUMAN RIGHTS FOR ALL-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურსში „ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალური მექანიზმები“; ასევე ვმონაწილეობდი USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLOG), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტისა და United Nations Human Rights-ის მხარდაჭერით გამართულ საზაფხულო სკოლაში „ეკონომიკური და სოციალური უფლებების გამოწვევები“. დღეს კი სტაჟირებას გავდივარ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტში (ჰარმონიზაციის ცენტრში).

 რა როლი შეასრულა ფაკულტეტმა თქვენს განვითარებაში?

ჩემი აზრით, უნივერსიტეტის მთავარი როლია პიროვნების პროფესიული კუთხით განვითარებას შეუწყოს ხელი და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი უნივერსიტეტის ლექტორებმა ნამდვილად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ მხრივ. ამასთანავე გავიცანი საინტერესო ადამიანები, წარმატებული იურისტები, რომლებიც მათი პრაქტიკიდან გამომდინარე მაძლევდნენ მნიშვნელოვან რჩევებს.

 

  1. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება რომელსაც გამოყოფდით?

ფაკულტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამოვყოფდი ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეებთან შეხვედრას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. საკმაოდ საინტერესო იყო მათი ხედვები, დამოკიდებულებები და პრაქტიკული ცოდნა, რომლებიც სტუდენტებს გაგვიზიარეს. ასევე ბოლო პერიოდში ფაკულტეტმა დაიწყო პროექტი „შეხვდი დამსაქმებელს“, რაც ვფიქრობ საკმაოდ საინტერესოა სტუდენტებისთვის.

 რატომ აირჩიეთ სტუ.

ჩემი მეგობრები უკვე სწავლობდნენ ამ ფაკულტეტზე და მათგან მიღებულმა ინფორმაციამ და  დადებითმა შეფასებებმა განაპირობა ჩემი არჩევანი.

 7. რას გვეტყვით ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესახებ?

როგორც უკვე აღვნიშნე, ლექტორებმა დიდი როლი შეასრულეს ჩემი როგორც იურისტის ცხოვრებაში. ვფიქრობ, კარგი ლექტორი ეს საკმაოდ დიდი ფუფუნებაა სტუდენტისთვის. განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო მათი უშუალო დამოკიდებულება სტუდენტებთან, რაც აადვილებდა შემდგომ ურთიერთობებსა და  სწავლების პროცესს.

  1. როგორც ვიცით, ერთი წელზე ცოტა მეტია, რაც შეიქმნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით?

ვფიქრობ, რომ ეს ამ ფაკულტეტისთვის საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან აღნიშნულმა  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს დიდი გასაქანი მისცა განვითარებისა და დახვეწისთვის.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

მიმაჩნია, რომ თეორიულ ცოდნას ერთიორად განამტკიცებს პრაქტიკა, ამიტომ ვისურვებდი, რომ მეტი პრაქტიკული საქმიანობა ყოფილიყო მომავალი იურისტებისთვის.

  1. რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ფაკულტეტისთვის გაწეული შრომისთვის, შემდგომ კი არ შეეწყვიტა და გაეგრძელებინა ნაბიჯების გადადგმა განვითარებისათვის და მაქსიმალურად გაეზიარებინა სტუდენტების ახალი საინტერესო იდეები.

  1. რას ურჩევთ პირველკურსელებს?

გიყვარდეთ თქვენი პროფესია და არცერთი წამით არ გადაუხვიოთ თქვენს მიერ დასახული მიზნისკენ მიმავალი გზიდან. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ გახდეთ პროფესიონალები თქვენი საქმის და არასდროს დაგავიწყდეთ, რომ მონდომება ეს უკვე არის შესაძლებლობა.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply