2018-2019 წლის ახალგაზრდა ელჩების საჯარო ლექცია

📍2019 წლის 15 იანვარს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ახალგაზრდა ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში მარიამ თაყნიაშვილმა (2018-2019წწ) და საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ჰოლანდიაში ერეკლე კოპლატაძემ (2018-2019წწ) საჯარო ლექცია ჩაატარეს თემაზე: “საქართველოს პერსპექტივები და დამაბრკოლებელი ფაქტორები ნატოსა და ევროკავშირში”.
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.
📍📍ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სადაც განხილულ იქნა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივები და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები.
📍📍ლექცია შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply