გრაფიკოსანი სტუდენტების საყურადღებოდ

გრაფიკოსანი სტუდენტების საყურადღებოდ!

გთხოვთ, იხილოთ შუალედურისა და მიმდინარე სემესტრული აქტივობების აღდგენის განრიგი.

აღნიშნული ეხებათ იმ სტუდენტებს, ვინც სარგებლობს ინდივიდუალური სწავლების გრაფიკით.

Download (PDF, Unknown)

Download (PDF, Unknown)

 

საერთაშორისო სამეცნიერო-რეფერირებადი ჟურნალი “თემიდა” სტატიების მიღება დაიწყო

 სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო რეფერირებადი-პრაქტიკული ჟურნალი „თემიდას“ შემდეგი ნომრისთვის დაიწყო სამეცნიერო სტატიების მიღება. სტატიები უნდა გადმოაგზავნოთ  ელექტრონულ ფოსტაზე: I.Gabisonia@gtu.ge

ჟურნალ „თემიდა“_ში გამოსაქვეყნებელი სტატიის სტანდარტები

სტატიის მოცულობა: უნდა იყოს, როგორც წესი არანაკლებ 8 და არაუმეტეს 15 გვერდისა.
ენა: სტატია შესრულებული უნდა იყოს ქართულ, ან ინგლისურ ენაზე ორთოგრაფიული, სტილისტური და გრამატიკული შეცდომების გარეშე.
სტრუქტურა: სტატია უნდა შედგებოდეს ქართული და ინგლისური რეზიუმისგან, შესავალი ნაწილის, თავი(ები)სგან, ქვეთავებისა და დასკვნისგან.
მინდორი: მარცხენა მხარე – 38 მმ, დანარჩენი მხარეები – 25 მმ.
შრიფტი: ტექსტის ძირითადი ნაწილი უნდა შესრულდეს Sylfaen ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11. ხოლო სქოლიოში 9.
გვერდების ნუმერაცია: გვერდები ინომრება თანმიმდევრულად ძირითად ტექსტთან ერთად, თანმიმდევრობით. დაუშვებელია თავისუფალი სივრცის ან გვერდის დატოვება. ასევე დაუშვებელია გვერდების განმეორება. გვერდის ნომრების შრიფტის მინიმალური ზომა არის 9. პარაგრაფი -0.
სტრიქონებს შორის მანძილი: ძირითადი ტექსტისთვის ინტერვალი არის 1.15. მცირე ზომის სექციებისათვის (ცხრილებისა და ნახაზების ნუსხა, რეზიუმე, სქოლიო, შენიშვნა და სხვა) აიღება ინტერვალი 1.
ლიტერატურის ციტირება: ლიტერატურის ციტირება ძირითად ტექსტში უნდა იქნას გამოყოფილი ბრჭყალებით „“, აუცილებელია ციტირებული ფრაზა იყოს შესაბამისად დამოწმებული (სქოლიოში მიეთითოს წყარო). შრიფტი უნდა იყოს ტექსტის შესაბამისი ზომის.
რეზუმე – უნდა შესრულდეს ორ ენაზე ქართულად და ინგლისურად, მის ქვემოთ ასევე ორ ენაზე უნდა შესრულდეს საკვანძო სიტყვები. მოცულობა უნდა შედგებოდეს მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 150 სიტყვისგან.
სქოლიო: სქოლიო შეიძლება განთავსდეს გვერდის ბოლოს. შრიფტის ზომა – 9. სქოლიოს გვერდის ბოლოში განთავსებისას ნუმერაცია წარმოებს ციფრებით. ინტერვალი – 1. სქოლიო შესრულებული უნდა იქნეს ჰარვარდის სტილში (გვარი, ინიციალი. სრული სათაური. ჟურნალის სრული დასახელება ან აბრევიატურა. გამომცემლობა, გამოცემის ადგილი, წელი, ტომი, [ნომერი,].
მაგ: Xie W., Pu J., MacKerell A.D. Development of a Polarizable Intermolecular Potential Function (PIPF) for Liquid Amides and Alkanes. J. Chem. Theory Comput., 2007, 3, 6, 1878
ხოლო ელექტრონული ბმულებს წინ, უნდა მიეთითოს რას ეხება აღნიშნული ბმული, ასევე მითითებულ იქნეს ბოლოს შემოწმების თარიღი.
მაგ.: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 09/10/2009, იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/90034?publication=146 [10.02.2023]
Briand-Kellogg-Pact 1928 https://www.jura.uni-muenchen.de/fakultaet/lehrstuehle/satzger/materialien/kellogg1928e.pdf [10.02.2023]
ავტორთა კოლექტივის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს, ნაშრომის შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული თავები, ქვეთავები ან პარაგრაფები განაწილებულია ავტორებს შორის და გამოტანილი არაა ნაშრომის ავტორთა ვინაობა ყდაზე, ციტირება ხდება შემდეგი წესით: ნაშრომის სახელწოდება; ნაშრომის რედაქტორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გამოცემის ადგილი და წელი; შესაბამისი გვერდი.
Handbook of Polish Law, Edited by W. Dajczak, A.J. Szwarc, P. Wilinski, Poznan, 2011, 211.

თავებისა და ქვეთავების დასახელებები: იმ შემთხვევაში თუ სტატია შედგება თავებისგან/ქვეთავებისგან, შრიფტის ზომა არ შეიძლება აღემატებოდეს ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომას. თავები უნდა გაგრძელდეს იმავე გვერდიდან.
ზოგადი დებულებანი:
ნახაზებისა და ცხრილების შემცველობა, ადგილმდებარეობა და ფორმატირება განპირობებულია ნაშრომის სპეციფიკით. სხვა ლიტერატურული წყაროებიდან აღებული ნახაზებისა და ცხრილების გამოყენებისას არ უნდა იქნას დარღვეული საავტორო უფლებები. ნახაზები და ცხრილები აიგება შავ–თეთრად, ასევე დასაშვებია ფერადი ილუსტრაციების გამოყენება.

Download (PDF, 57KB)

სტუდენტების ვიზიტი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში

2023 წლის 30 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევროკავშირის პროექტის „საქართველოში უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა“ ერთობლივი ორგანიზებით, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, ლონდონის Kings College-სსტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ლექტორმა და საომარი მოქმედებების ექსპერტმა, დოქტორმა ოფერფრიდმანმა, სტუდენტებთან დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის თავისებურებებზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიდან შეხვედრას დაესწრო 6 სტუდენტი:გიორგისიმონიძე, ირმანადოევი, ლევან სულუხია, მარიამ ქავთარაძე, სალომე ჯოხთაბერიძე და ქეთევან ნიკოლაიშვილი.

აქტუალური საკითხების გაშუქებისა და მსჯელობის შემდეგ ლექციააქტიურიდისკუსიისრეჟიმშიგაგრძელდა.

წარჩინებულთა სია

Download (PDF, Unknown)

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

წარჩინებულ სტუდენტთა სია

(22-23 პირველი სემესტრი)

წარმოგიდგენთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტთა სიას.  გთხოვთ, დაუყოვნებლივ გადაამოწმოთ თქვენი საშუალო რეიტინგი. შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით თამარ ბარამიას, ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე- Law@gtu.ge.

 

საერთაშორისო სამეცნიეროკონფერენცია “მსოფლიო და გენდერი”

საერთაშორისო სამეცნიეროკონფერენცია

მსოფლიო და გენდერი

 ( საქართველო . თბილისი . კოსტავას ქ .77; ვებ – გვერდი : http://www.gtu.ge/ )

2023წლის 17 მარტსსაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ მსოფლიო და გენდერი ”

 

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული

 

კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ სექციებში:

  1. ქალი და პოლიტიკა;
  2. გენდერული თანასწორობა და კანონმდებლობა;
  3. გენდერი: პარადიგმები და დილემები.

 

კონფერენციაზე მუშაობის ფორმები:დასწრებული და დისტანციური (online) zoom-ის პლატორმით.

 

კონფერენციის მასალათა კრებული გამოქვეყნდება კონფერენციის დასრულების შემდეგ.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმააბსტრაქტიგამოაგზავნეთ 2023 წლის5 მარტამდე, ნაშრომი (სტატია) გამოაგზავნეთ 2023წლის15 მარტამდე, ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: kipianimaia@gmail.com, პროფესორ მაია ყიფიანის სახელზე.

 

 

აბსტრაქტისსტანდარტები – არაუმეტეს 300 სიტყვისა, უნდა შეესაბამებოდეს  კონფერენციის თემატიკას, ავტორის(ების)სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი და აკადემიური სტატუსი, აგრეთვე 5-7 საკვანძო სიტყვა. აბსტრაქტი უნდა ასახავდეს თემის რელევანტულობას, მნიშვნელობას, ორიგინალურობას და კვლევის მეთოდებს. აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ ან რუსულენებზე.

ყველა წარდგენილი აბსტრაქტი იქნება განხილული  კონფერენციის სარედაქციო კომიტეტის წევრების მიერ.

 

შერჩეული თემების ავტორებს შეტყობინება  მიუვათ28 თებერვლამდე.

 

მოთხოვნა:

სტატია გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით Microsoft Word –ის ფორმატით თქვენთვის სასურველ ენაზე. ქართულ და რუსულ  ენებზე წარმოდგენილ სტატიას უნდა ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 200 სიტყვისა.

 

სტატიის   მოცულობა – არაუმეტეს 9გვერდისა

 

შრიფტი (ფონტი)— Times New Roman, 12pt (ინგლისური და რუსული ენებისთვის),  Sylfaen  12 pt (ქართული ენისთვის).

მინდორი (Margins) — ზედა –  2 სმ,  ქვედა – 2,5 სმ, მარცხნივ –  3 სმ, მარჯვნივ –  2 სმ.

 

International Scientific Conference

“World and Gender”

(Georgia, Tbilisi, Kostavast. 77; web page www.gtu.ge)

On March 17, 2023, theInternational Scientific Conference “World and Gender”,will be held at the Technical University of Georgia.

Topic of the conference:“World and Gender”

Conference working language: Georgian, English, Russian

Conference will include the following fields:

  1. Woman and Politics
  2. Gender and Legislation
  3. Gender: Paradigms and Dilemma

 

Forms of participation: online via zoom

Conference proceedings will be published soon after finishing the conference.

 

Article (electronic version) should be sent to Professor Maia Kipiani.

E-mail: kipianimaia@gmail.com,.

Abstract submission policy:

Deadline:  March 15

Abstract must be up to 300 words, relating to the topic of conference, including the author(s) name, affiliation, the title and 5-7 key words. It must show the urgency, relevance, importance, originality and research methods. Submission can be in Georgia and English languages. On the following address:

All submissions will be peer reviewed by the program committee.

Selected abstracts for presentation will be notified by March 5

 

Request:

The article (electronic version) should be sent in Microsoft Word format. Georgian and Russian articles should have English resumes no more than 200 words.

 

The article – not more than 9 pages.

 

The article should be printed in Times New Roman, 12 pt (for English and Georgian), Sylfaen12 pt (for Georgian).

 

Margins:  upper – 2cent.; lower – 2.5cent.;left – 3cent.; right – 2cent.

 

სახელმძღვანელო “სამედიცინო სამართალი”

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამართლის” ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო “სამედიცინო სამართალი”.
გამოცემა მიეძღვნა სტუ-ს 100 წლის იუბილეს.
სახელმძღვანელოს ავტორები არიან პროფესორები ირაკლი გაბისონია, ციალა გლოველი და ბესიკ ტეტელოშვილი.

სტუ-ს საიუბილეო კრებული

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომთა კრებული გამოიცა, რომელშიც წარმოდგენილია ქართველი და უცხოელი მეცნიერების სამეცნიერო ნაშრომები.

Download (PDF, Unknown)

გიორგი ჩხიკვიშვილის საჯარო ლექცია

2022 წლის 17 დეკემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის „ზოგადი განათლების კურსის“ ფარგლებში სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა პროფესორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა.
ლექციის თემა იყო „პოლიტიკის არსი?!“
პროფესორმა სტუდენტებს ესაუბრა პოლიტიკის საფუძვლებზე, მის არსსა და დანიშნულებაზე.
ლექციამ ჩაიარა საინტერესოდ და ინტერაქტიულ რეჟიმში – გათამაშდა როლური თამაშები და გაიმართა დისკუსია.

რეზო მიშველაძის იუბილე

2022 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს სახალხო მწერლის, ნოველისტის, ჩვენი ფაკულტეტის პროფესორის, ბატონი რეზო მიშველაძის იუბილე.
ღონისძიების ფარგლებში პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს ბატონი რეზოს ღვაწლი, ისაუბრეს მის ფენომენზე და ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე.
საზეიმო ვითარებაში დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ ბატონ რეზოს გადასცა მადლობის სიგელი “ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”.
გვსურს კიდევ ერთხელ მივულოცოთ ბატონ რეზო მიშველაძეს დაბაღების დღე და ვუსურვოთ დღეგრძელობა, ჯანთა სიმრავლე და ბედნიერება.

საქპატენტის თავმჯდომარის, ბატონი სოსო გიორგაძეს ვიზიტი ფაკულტეტზე

2022 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის საკონფერენციო დარბაზში შედგა შეხვედრა სტუ-ს რექტორ, აკადემიკოს დავით გურგენიძესა და საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძეს შორის.
შეხვედრის შემდგომ სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ დაათვალიერეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორია.
საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განმარტა რომ დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების დარგში სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებას, ასევე, საგამომგონებლო საქმიანობის განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიების შექმნას.
შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და საინტერესო შეხვედრისათვის.