📌📌2020 წლის 19 თებერვალს ჩატარდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.
📌📌საბჭოს სხდომაზე მიმდინარე საკითხებთან ერთად იმსჯელეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პოსტკონფლიქტური სახელმწიფო მოწყობა, მართვა და მისი გამოყენების პერსპექტივების” დასრულების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ჯ.გახოკიძის, ი.გაბისონიასა და და ს. მიდელაშვილის ავტორობით გამოიცა მონოგრაფია “ბოსნია და ჰერცეგოვინა”.
📌📌საბჭომ დადებითად შეაფასა პროექტში ჩართულ პირთა საქმიანობა.