სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის 300 პირველკურსელს პროფესორმა ირაკლი კობახიძემ საჩუქრად საავტორო სახელძღვანელო – “კონსტიტუციური სამართალი” გადასცა.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა სახელმძღვანელოები გადასცეს სტუდენტებს და წარმატებები უსურვეს.
ასევე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელებს საჩუქრად გადაეცათ ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები და დამხმარე სახელმძღვანელოები.
Author Archives: gabela23
გიორგი მათიაშვილის ლექცია
2019 წლის 11 ოქტომბერს 15:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით კავკასიის სამართლის აკადემიის დირექტორი გიორგი მათიაშვილი დიპლაბში(915ა) ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: “დამნაშავის ფსიქოლოგია”.
შეხვედრის ფარგლებში გამორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტსა და კავკასიის სამართლის აკადემიას შორის.
სტუდენტთა საყურადღებოდ!
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებმა (გარდა პირველკურსელებისა) სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულება უნდა გააფორმონ 2019 წლის 10 ოქტომბრამდე.
ხელშეკრულების არ გაფორმების შემთხვევაში შეგიჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.
გარე მობილობით გადმოსულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
დაიწყო გარე მობილობითგადმოსულ სტუდენტებისათვის სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულების გაფორმება. გთხოვთ, მობრძანდეთ 910ა ოთახში.
საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია ,,მსოფლიო და გენდერი “
სტუ-ს სამართლისა და საერთასორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2019 წლის 28 ნოემბერს იმართება მე-5 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია ,,მსოფლიო და გენდერი ”
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
“მსოფლიო და გენდერი”
( საქართველო . თბილისი . კოსტავას ქ .77; ვებ – გვერდი : http://www.gtu.ge/ )
2019 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ მსოფლიო და გენდერი ”
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული
კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ სექციებში:
1. ქალი და პოლიტიკა;
2. გენდერული თანასწორობა და კანონმდებლობა;
3. გენდერი: პარადიგმები და დილემები.
კონფერენციაზე მუშაობის ფორმები:
· მოხსენებით გამოსვლა;
· დაუსწრებელი მონაწილეობა (სკაიპით ჩართვა).
კონფერენციის მასალათა კრებული გამოქვეყნდება კონფერენციის დასრულების შემდეგ.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი (სტატია) გამოაგზავნეთ 2019 წლის 2 ნოემბრამდე, ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: kipianimaia@gmail.com, პროფესორ მაია ყიფიანის სახელზე.
აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადა: 5 ოქტომბერი
აბსტრაქტის სტანდარტები – არაუმეტეს 300 სიტყვისა, უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას, ავტორის(ების) სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი და აკადემიური სტატუსი, აგრეთვე 5-7 საკვანძო სიტყვა. აბსტრაქტი უნდა ასახავდეს თემის რელევანტულობას, მნიშვნელობას, ორიგინალურობას და კვლევის მეთოდებს. აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე.
ყველა წარდგენილი აბსტრაქტი იქნება განხილული კონფერენციის სარედაქციო კომიტეტის წევრების მიერ.
შერჩეული თემების ავტორებს შეტყობინება მიუვათ 15 ოქტომბრამდე
მოთხოვნა:
სტატია გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით Microsoft Word –ის ფორმატით თქვენთვის სასურველ ენაზე. ქართულ და რუსულ ენებზე წარმოდგენილ სტატიას უნდა ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 200 სიტყვისა.
სტატიის მოცულობა – არაუმეტეს 7 გვერდისა
შრიფტი (ფონტი)— Times New Roman, 12pt (ინგლისური და რუსული ენებისთვის), AcadNusx 12 pt (ქართული ენისთვის).
მინდორი (Margins) — ზედა – 2 სმ, ქვედა – 2,5 სმ, მარცხნივ – 3 სმ, მარჯვნივ – 2 სმ.
International Scientific Conference
“World and Gender”
(Georgia, Tbilisi, Kostava st. 77; web page www.gtu.ge)
On 28 November, 2019 International Scientific Conference “World and Gender” , GTU.
Topic of the conference: “World and Gender”
Conference working language: Georgian, English, Russian
Conference will include the following fields:
1. Woman and Politics
2. Gender and Legislation
3. Gender: Paradigms and Dilemma
Forms of participation:
• Paper presentation
• Distant participation (via skype)
• Poster presentation
Conference papers will be published soon after finishing the conference.
Article (electronic version) should be sent to Professor Maia Kipiani.
E-mail: kipianimaia@gmail.com,.
Abstract submission policy:
Deadline: Octomber 5
Abstract must be up to 300 words, relating to the topic of conference, including the author(s) name, affiliation, the title and 5-7 key words. It must show the urgency, relevance, importance, originality and research methods. Submission can be in Georgia and English languages. On the following address:
All submissions will be peer reviewed by the program committee.
Selected abstracts for presentation will be notified by Octomber 5
Full paper submission deadline: 15 Octomber, 2019
Request:
The article (electronic version) should be sent in Microsoft Word format. Georgian and Russian articles should have English resumes no more than 200 words.
The article – not more than 7 pages.
The article should be printed in Times New Roman, 12 pt (for English and Georgian), Acad Nusx 12 pt (for Georgian).
Margins: upper – 2 cent.; lower – 2.5 cent.; left – 3 cent.; right – 2cent.
Международная научная конференция
«Мир и гендер»
(Грузия, Тбилиси, Костава, 77, www.gtu.ge)
28 Ноября 2019 года в Грузинском техническом университете проводится международная научная конференция «Мир и гендер».
Тема конференции: «мир и гендер»
Рабочие языки конференции: грузинский, английский, русский.
Планируется работа конференции по следующим секциям:
1. Женщина и политика;
2. Гендер и законодательство;
3 Гендер: парадигмы и дилеммы.
Форма участия в работе конференции:
• выступление с докладом;
• заочное участие
Материалы конференции будут опубликованы после завершения работы конференции. Желающие принять участие в работе конференции должны выслать статью до 2 Ноября 2019 года по электронной почте по адресу: kipianimaia@gmail.com на имя профессора Майи Кипиани.
Требования:
Желающие принять участие в конференции должны выслать статью не позднее 5 Октября 2019 года электронной почтой в формате Microsoft Word на одном из указанных рабочих языков конференции. Статьи, представленные на грузинском, русском языках, должны содержать резюме на английском языке объемом не менее 200 слов.
Объем статьи: не более 7 страниц.
Шрифт (фонты) – Times New Roman, 12 pt (для английского и русского языков), AcadNusx 12 pt (для грузинского языка).
Поля (Margins): верх – 2см, низ – 2,5 см, слева – 3 см, справа – 2 см.
შეხვედრა პირველკურსელებთან
2019 წლის 23 სექტემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველ კურსელებს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით შეხვდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და ფაკულტეტის ხელმძღვანელობა. შეხვედრისას დეკანმა მიულოცა სწავლის დაწყება და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ძირეულ საკითხებზე ესაუბრა სტუდენტებს. გააცნო მათ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს. დეპარტამენტსი ხელმძღვანელებმა და პროფესორებმა ისაუბრეს ფაკულტეტზე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
სამართლის კლინიკის სტაჟირება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის უფასო იურიდიული კონსულტაცია
აცხადებს საბუთების მიღებას პრაქტიკის გასავლელად. საბუთების მიღება იწარმოებს 28 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 აგრეთვე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
დარეგისტრირებული სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
კონკურსის გზით შერჩეული სტუდენტები გაივლიან 6 თვიან პრაქტიკას სამართლის კლინიკაში.
პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
პრაქტიკის გავლის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი: მაკა აბულაძე -595961900
პოლიტიკური პიარის პრაქტიკული კურსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით 28 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით ცხადდება აპლიკაციების მიღება პოლიტიკური პიარის პრაქტიკულ კურსზე.
კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს პოლიტიკური პიარის არსი, ძირითადი დებულებები და პრინციპები, საარჩევნო აგიტაცია/კამპანია და მისი დაგეგმარება, სამართლებრივი ნორმები და პრაქტიკა. პრაქტიკული კურსის მონაწილეები შეისწავლიან პოლიტიკური პიარის ძირითად ტექნოლოგიებსა (ამომრჩეველთან ურთიერთობა, სოციალური მედია როგორც პოლიტიკური პიარის ინსტრუმენტი და ა.შ.) და საარჩევნო პროცესში ჩართული იმ უწყებების ფუნქციებს, რომელთა კომპეტენციაა უკანონო აგიტაცია/კამპანიის მონიტორინგი და რეაგირება დარღვევებზე. კურსის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაერკვნენ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს აგიტაცია/კამპანიის რეგულაციებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას, მათ შორის ვენეციის კომისიის/ეუთოს სტანდარტებსა და რეკომენდაციებს.
კურსის მიზანია სტუდენტებს შეუქმნას წარმოდგენა თუ როგორ იგეგმება პოლიტიკური პიარი, რა რეგულაციები არსებობს საქართველოსა და განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში.
სასწავლო კურსის დასასრულს გაიმართება დისკუსია განვლილი მასალიდან სტუდენტების მიერ შერჩეულ თემატიკაზე.
კურსი განკუთვნილია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
კურსის ხანგრძლივობა– 12 საათი.
სასწავლო კურსს გაუძღვება – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადმინისტრაციული დირექტორი ირმა პავლიაშვილი.
კურსის გავლის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი: მაკა აბულაძე -595961900;
პროექტი „სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას ინიციატივითა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერით, სამართლის კლინიკა იწყებს ქართული საუნივერსიტეტო სივრცისთვის უპრეცედენტო პროექტს „სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“.
პროექტის უმთავრესი ამოცანაა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს აუმაღლონ ცოდნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მუშაობის სპეციფიკაზე. ამასთანავე, ბენეფიციარებთან კონსულტაციის გაწევისა და განაცხადების მომზადების განმავლობაში პრაქტიკული დავალებებით შეძლონ უფლებების დარღვევის იდენტიფიცირება, წინასწარი წერილებისა და განაცხადების მომზადება და საქმისწარმოების სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესწავლა.
კურსი ჩატარდება ორ ეტაპად. კურსის დასასრულს შეირჩევა 3 მონაწილე, რომლებიც გაივლიან 6 თვიან პრაქტიკას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდში სადაც პრაქტიკოსი იურისტების დახმარებით მოამზადებენ განაცხადებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად.
პროექტს გაუძღვება საიას საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი ნინო ჯომარჯიძე.
აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-3, მე-4 კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის.
კურსის ხანგრძლივობა – პრაქტიკული ტრეინინგები 2 თვე, სტაჟირება 6 თვე.
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
საბ
პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა 27 სექტემრიდან 15 ოქტომრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი: მაკა აბულაძე -595961900;
ბერგჰოფის ფონდის ვორქშოფი თემაზე “ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ესკალაციის სხვადასხვა პერიოდი”
გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის ბერგჰოფის ფონდისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები, რომელიც შეეხება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ესკალაციის სხვადასხვა პერიოდს.
კონკურსის საფუძველზე შერჩეულ მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ და განიხილონ ეთნიკურად ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები. ინტერვიუებში ადამიანები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ საქართველოში არსებულ ეთნო – პოლიტიკურ კონფლიქტებს, მოგვითხრობენ თავიანთ პირად ისტორიებს, მოგონებებს და აღწერენ მათი თვალით დანახულ წარსულში მომხდარ მოვლენებს.
მონაწილეების შერჩევა მოხდება აპლიკაციის საფუძველზე.
აპლიკაციების მიღება იწარმოებს 28 სექტემბრიდან და გაგრძელდება 9 ოქტომბრის 23:00 საათამდე. მონაწილეობის მიღება შეეძლებათ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველკურსელებს, როგორც სამართლის ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა ელექტრონულ მეილზე iuridiuliganatleba@yahoo.com უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისა და კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
საკონტაქტო პირი:
მაკა აბულაძე 595961900;
ბერგჰოფის ფონდი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წლებია მუშაობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საშვიდობო დიალოგის მიმართულებით. ამა წლის თებერვალში ფონდმა დაიწყო ახალი პროექტი “ისტორიის შესახებ დიალოგი როგორც საფუძველი ნორმალიზაციისთვის”, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში იმართება სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები სხვადასხვა ჯგუფებთან. ვორქშოფებზე გამოყენებულია ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენისა და განხილვა/დისკუსიის მეთოდოლოგია. განიხილება ეთნიკურად ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები.
აღნიშნული ბიოგრაფიული ინტერვიუები წარმოდგენილია აუდიოფაილების სახით, რომლებიც ჩაწერილია წლების მანძილზე ბერგჰოფის ფონდის მიერ. აღნიშნული პროექტი ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის ნაწილია, რომელიც ორივე საზოგადოებაში წარსულის გადააზრებას/გაანალიზებას შეეხება.