რიგით მეშვიდე კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია”

2019 წლის 21 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ინიციატივით ჩატარდა რიგით მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიო და კავკასია”.
კონფერენცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელიც მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და წარმატებები უსურვა მათ.
კონფერენციას უძღვებოდა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იგორ კვესელავა.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა წარმოადგინეს აქტუალური და პრობლემატური საკითხები განსახილველად. კონფერენცია დაყოფილი იყო რამდენიმე სესიად. კონფერენციის დასასრულს მომხსენებლებს გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები.

 

ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა სამართლის თნამედროვე ტენდენციები ევროპული სამართლისა და შედარებითსამართლებრივ ჭრილში

 

2019 წლის 5- ივლისიდან 11 ივლისამდე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით იტალიის რესპუბლიკის სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ საზაფხულო სკოლას სტუდენტებისათვის თემაზე: „სამართლის თნამედროვე ტენდენციები ევროპული სამართლისა და შედარებითსამართლებრივ ჭრილში“

  • ფედერიკა დე რობერტსი- ofNavigation Law, “Gabriele D’Annunzio” University of Pescara, Department of Economy,
  • ანდრეა ბორონი- of International Commercial Law ,“Luigi Vanvitelli” University of Campania, “Jean Monnet” Department of Political Sciences,
  • მარკო სეჯესიო- Professor of Comparative Analysis of Law, Economics and Institutions“Amedeo Avogadro” University of Piemonte Orientale, Department of Law and Political, Economic, and Social Sciences,
  • ალესანდრე სენერელი- of Public Compatative Law University of Campania “Luigi Vanvitelli”, “Jean Monnet” Department of Political Sciences,
  • ედუარდო განდინი- Professor of Comparative Commercial Law, University of Milan, State University of Milan

სკოლის სალექციო თემები შეეხება:შედარებითი კორპორაციული სამართალი, შედარებითი შრომის სამართალი, ევროკავშირის სამართალი, საერთაშორისო საჯარო სამართალი, შედარებითი კომერციული სამართალი.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამისა და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს.

სამუშაო ენა: ინგლისური

მსურველებმა უნდა გაიაროთ სავალდებულო რეგისტრაცია 2019 წლის 25 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd9FyYQm4Iplkfc03mcUa-EnpMUNymGD6WaeToSL-ytgQGRuA/viewform?fbclid=IwAR2Jgfs9nxkNrtCOSBKTiVPqDqapYRtvKjw2H_q5V-nVfaZYQ_V5hee0if4

სკოლის წარმატებით დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი  სერტიფიკატი.

მოკლე ინფორმაცია სამეცნიერო-კვლევით პროექტებთან დაკავშირებით

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2016 წლიდან ხორციელდება ინოვაციური, ისეთი ინტერდისციპლინარული სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, როგორიცაა ენერგეტიკის სამართალი, სატრანსპორტო, სამშენებლო, კულტურის სამართალი, სპორტის სამართალი, განათლების სამართალი, ჯანდაცვის სამართალი და სხვა.

საქართველოში პირველად გამოიცა სახელმძღვანელოები საპროკურორო სამართალი და საგამოძიებო სამართლის ორი ნაწილი. ასევე გამოიცა სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები მტკიცებითი სამართლის, სისხლის სამართლისა და სამართლის ფილოსოფიის მიმართულებით. ლინგვოკრიმინალისტიკის პროექტში ჩართულია ისეთი მეცნიერ-მკვლევარი, როგორიცაა პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი.

კვლევით პროექტებში  ჩართულნი არიან როგორც ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, მაგისტრები, ბაკალავრები, ასევე სხვა ფაკულტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები.

კვლევითი პროექტების პარალელურად განხორციელდა უნიკალური-სასწავლო სამეცნიერო პროექტი „პოლიტიკა სამსჯავროზე“,რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები; ამ პროექტის განხორციელება მოხდა სკოლის მოსწავლეების დონეზეც.

სასწავლო-პრაქტიკუი პროექტებიდან აღსანიშნავია„კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში“,რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გადიან თეორიულ კურსსა  და პრაქტიკას როგორც ჩვენს ფაკულტეტზე არსებულ კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ეროვნულ ბიუროში, სადაც წამყვანი პრაქტიკოსების დახმარებით სტუდენტები გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული პროექტის დასრულების შემდგომ სტუდენტები დამოუკიდებლად შეძლებენ  ყოველგვარი საექსპერტო მოქმედების შესრულებას.

ფაკულტეტზე განხორციელებული პროექტების ფარგლებში გამოიცა ილუსტრირებული, ორენოვანი საბავშვო კონსტიტუცია; პროექტების ფარგლებში ჩატარდა ბავშვთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, სამშენებლო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვორქშოფები, კონფერენციები, ტრეინინგები სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

საინტერესო და მნიშვნელოვანია პროფესორ მარიამ ჯიქიას საქმიანობა, რომლის ხელმძღვანელობით ითარგმნა კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნი „საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები; ,ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სახელმძღვანელოებზე საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით.

შეუფასებელია პოლიტიკისა და სამართლის კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობა კვლევითი პროექტების განხორციელების კუთხით, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი ჯემალ გახოკიძე. აღნიშნული მიმართულებით პროექტებში ჩართულნი არიან ავთანდილდემეტრაშვილი, ქეთევანჯინჭარაძეს, სოფომიდელაშვილი, ნონა ლომიძე,, გიორგი კალანდაძედა თამარ კუპრეიშვილი. პროექტებიდან აღსანიშნავია „აფხაზეთი განსაკუთრებული სტატუსით საქართველოს სახელმწიფოში“, ბოსნია და ჰერცოგოვინას პოსტკონფლიქტური სახელმწიფო მოწყობა და მართვა და მისი გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“. აღნიშნული პროექტების საფუძველზე იქმნება სრულიად ახალი მოდელი ქართულ სინამდვილეში ქვეყნის ტერიტორიულ მოდელთან და ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მიმდინარე პროეტებიდან მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტი „ბლოქჩეინის ტექნოლოგიების გამოყენების სამართლებრივი ასპექტები ელექტრონულ მმართველობაში“, რომელსაც ხელმძღვანელობს  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია.

მიმდინარე პროექტები ნათელი მაგალითია გამოჩენილი, ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერთა ურთიერთთანამშრომლობისა, კერძოდ, ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი რევაზ მიშველაძე, კრიტიკოსი, სოსო სიგუა და ახალბედა მკვლევარები ხატია ვასაძე, სოფო დემეტრაშვილი, ნანა როსეფაშვილი, თამარ ბარამია და სხვები გაერთიანებული არიან  ერთი მიზნით შექმნან და განახორციელონ ინტერდისციპლინარული, ინოვაციური პროექტები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევის პროცესში აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის ჩართულობა, რომლის ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად ვიწყებთ პროექტის „ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულაციება“ განხორციელებას. ასევე, საგულისხმოა  პროფესორ ქეთევან ქოქრაშვილის ჩართულობა განათლების,  ჯანდაცვის და საინჟინრო სამართლის ახალი დარგების შექმნაში.

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში”

2019 წლის 24-26 მაისს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში”, რომელიც მიეძღვნა ფრანგი ექიმი-ანთროპოლოგის – პოლ ტოპინარის მიერ ტერმინ „კრიმინოლოგიის“ შემოღების 140 წლისთავს.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და აშშ-ის კრიმინოლოგიური საზოგადოების მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

24 მაისს აშშ-ის კრიმინოლოგიური საზოგადოების წევრები: სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერთანამშრომელი, ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრი, პროფესორი, დოქტორი ვიტალი კვაშისი,   (აშშ), ტეხასის  უნივერსიტეტი, ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრი  პროფესორი, დოქტორი მიანჰუნ რო, პროფესორი, (აშშ)ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი, ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრი დოქტორი ჯი-სან ლი  სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ.

25 მაისს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში კონფერენციაზე განიხილეს კრიმინოლოგიის სხვადასხვა ასპექტები, კერძოდ: „აქსიოლოგიისა და კრიმინოლოგიის ურთიერთმიმართების საკითხები“; „ნულოვანი ტოლერანტობის“, როგორც სისხლის სამართლის პოლიტიკის გავლენა გამოძიების ფორმებსა და მეთოდიკაზე“; „კრიმინოლოგიასა და მართლმსაჯულებაში სამხილებზე დაფუძნებული პრაქტიკის ცვლილების მოდელი“; „კრიმინოლოგიის თეორიის ზოგიერთი პრობლემა“; „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის კრიმინოლოგიური ასპექტები“; „ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია: სამართლებრივი მიდგომები და შედარებითი ანალიზი“; „კრიმინოლოგიური აზროვნება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ჭრილში“; „მართლმსაჯულება და მართლმსაჯულების სისტემა აშშ-ში“; „ტრანსნაციონალური დანაშაულობის განვითარების ძირითადი ტენდენციები“ და სხვ.

 

 

პროექტის “პოლიტიკა სამსჯავროს” პირველი სეზონი დასრულდა

📍📍📍 2019 წლის 8 ივნისს, გაიმართა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მულტი და ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ პირველი სეზონის ფინალური სამსჯავრო და დაჯილდოვების ცერემონია.
📍📍📍სწავლების სხვადასხვა საფეხურისა და სპეციალობების სტუდენტების ერთობლივი სასწავლო კურსი „პოლიტიკა სამსჯავროზე“ მოიცავს სამართლის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობების თეორიულ-პრაქტიკული სინთეზის საფუძველზე, ცნობილი პოლიტიკური ფიგურების (პოლიტიკური პარტიების) მიერ წარმოებული პოლიტიკის ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობის სასწავლო-სამეცნიერო კვლევას და მისი შედეგების იმიტირებულ სამსჯავროზე შეჯამებას.
📍📌პროცესის დასრულების შემდგომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა,პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა და ჟიურის წევრებმა დაასახელეს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სტუდენტები. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და ფაკულტეტის მიერ დაწესებული საჩუქრები.
პროექტის პირველი სეზონი საზეიმო ვითარებაში დაიხურა

პროექტის “სტუდენტი სტუდენტისთვის” დაჯილდოვება გაიმართა

მევარპროფესორი #სტუდენტისტუდენტისთვის
🛑2019 წლის 6 ივნისს სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროექტის „სტუდენტი სტუდენტისთვის“ სლოგანით „მე ვარ პროფესორი“ დაჯილდოვება გაიმართა.
პროექტში 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა და თითოეულმა მათგანმა წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, კერძოდ კი ჩაატარეს ლექცია-სემინარები და შეეჯიბრნენ ერთმანეთს. პროექტმა მათ შესძინა არაერთი უნარ-ჩვევა, რომლებსაც სამომავლოდ გამოიყენებენ.
📌გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და პროექტში ჩართულმა პროფესორებმა.
კონკურსის წესით ჟიურის მეშვეობით სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ქართულ და რუსულ სექტორებში გამოვლინდა ყველა კურსის გამარჯვებული:
📍სამართლის სპეციალობით პირველი კურსი- ანუკი აბაშიძე
📍სამართლის სპეციალობით მეორე კურსი- თათია კანკია
📍სამართლის სპეციალობით მესამე კურსი- ლაშა ძაგანიშვილი
📍სამართლის სპეციალობით მეოთხე კურსი- ანა ტაკაშვილი
📍საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით პირველი კურსი–რამინი ყულოშვილი
📍საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით მეორე კურსი-მაიკო თევზაძე
📍საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით მესამე კურსი-ანა ნაკაშია
📍საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით მეოთხე კურსი- ირინა მიქავა
📍საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით რუსული სექტორი- პირველი კურსი- ვანო ღლონტი
📍საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით რუსული სექტორი- მეორე კურსი- ლია ღვინჯილია
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით რუსული სექტორი- მესამე კურსი- ნიკა გელაშვილი
📍საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით რუსული სექტორი- მეოთხე კურსი -ალექსანდრა ზამულა.
🌎პროექტის გამარჯვებული გახდა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ირინა მიქავა.
📣📣ასევე, ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ დაასახელა თავისი რჩეული მესამე კურსის სტუდენტი-ნიკოლოზ წერეთელი.
📜გამარჯვებულ სტუდენტებს დაენიშნათ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობისა და პროფესორ ზიგფრიდ ლამიხის სახელობის სტიპენდია. ასევე, გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, საჩუქრები და წიგნები.📚📙🗂🧲
#სტუდენტისტუდენტისთვის

თენგიზ ფხალაძეს საჯარო ლექცია

2019 წლის 3 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში თენგიზ ფხალაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „მსოფლიო წესრიგის თანამედროვე გამოწვევები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები”.

ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის  ფარგლებში ბატონმა თენგიზ ფხალაძემ ამომწურავად ისაუბრა მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე მოვლენებზე. ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობაზე და ხაზი გაუსვა პრობლემატურ საკითხებს.

ლექციას ესწრებოდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ვორქშოფი სკოლის მოსწავლეებისთვის ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით

2019 წლის 4 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ბავშვთა უფლებების“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ვორქშოფი.

ვორქშოფი გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა.

პროექტის „ბავშვთა უფლებების“ ხელმძღვანელმა სოფო დემეტრაშვილმა და წევრმა ხატია ვასაძემ  მოსწავლეებს ჩაუტარეს მასტერკლასი, რომელიც შეეხებოდა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ კანონმდებლობას და სხვა აქტუალურ საკითხებს.

სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვიდეორგოლი ბავშვთა უფლბებზე, რომელიც ეხებოდა ოჯახურ ძალადობას, დისკრიმინაციას, განათლების ხელმისაწვდომობას.

ვორქშოფის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ  წარმატებით დასრულების სერტიფიკატი.

 

 

 

 

 

ტრენინგი სტუდენტებისთვის-სამშენებლო სამართალში

2019 წლის 22 მაისს- 3 ივნისს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სამეცნიერო პროექტის ,,საინჟინრო სამართლის’’ ფარგლებში ჩატარდა   ტრენინგი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის როლი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაში’’

ტრენინგს უძღვებოდა  სამეცნიერო პროექტის ,,საინჟინრო სამართლის’’  ,,სამშენებლო სამართლის’’ დარგის მიმართულების მკვლევარი, სტუსამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი თეიმურაზ ბეჟოშვილი.

 ტრენინგის თემატიკა შეადგენდა:   საინჟინრო სამართლის, როგორც დარგობრივი მეცნიერების შექმნისა და ჩამოყალიბების კონცეფცია,  საინჟინრო როგორც დარგობრივი მეცნიერება:

  • სამშენებლო სამართალი;
  • ენერგეტიკის სამართალი;
  • სატრანსპორტო სამართალი;
  • ტექნოლოგიური უსაფრთხოების სამართალი.

 ადგილობრივი თვითმმართველობის როლი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაში;  რას ვაშენებთრატომ ვაშენებთ და როგორ ვაშენებთ? რით რეგულირდება საქართველოში სამშენებლო საქმიანობა? რა არის საჭირო იმისათვის რომ განვახორციელოთ სამშენებლო საქმიანობა?  მშენებლობის სახეები და სანებართვო პირობები,  ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის მისაღებად;  სამშენებლო სამართლის როლი სახელმწიფოს მდგრადი განვითარების პროცესში და არსებული სამართლებრივი გარემოს კრიტიკული ანალიზი;  ტექნოლოგიური უსაფრთხოების ნორმებიობიექტის ექსპლუატაციაში მიღების სამართლებრივი რეგულირება სამშენებლო სამართალში.

 ტრენინგის დასრულების შემდეგ ტრენერმა და ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ სტუდენტებს გადასცეს  სერთიფიკატები.

პროექტი “სტუდენტი სტუდენტისთვის”-გამარჯვებული გამოვლინდა

2019 წლის 2 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მიმდინარე პრაქტიკული პროექტის “სტუდენტი სტუდენტისთვის” ფინალი გაიმართა და   სლოგანით “მე ვარ პროფესორი”   პროექტის გამარჯვებულად საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ირინა მიქავა გამოვლინდა. ფინალის ჟიურის თავმჯდომარეობდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

პროექტში თავდაპირველად ფაკულტეტის ორივე სპეციალობის 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა და კონკურსის ფარგლებში თითოეული მათგანი  კურსების მიხედვით სხვადასხვა ჟიურიმ შეაფასა. სტუდენტებს ევალებოდათ ნებისმიერი სასწავლო სილაბუსიდან მათთვის საინტერესო სალექციო თემა მოემზადებინათ  და ლექციის ფორმატში დამსწრე საზოგადოებისათვის წაეკითხათ.

ფინალში როგორც დებულებით იყო განსაზღრული 5 სტუდენტი მონაწილეობდა, 2 სამართლიდან, 2 საერთაშორისო ურთიერთობებიდან და 1 საერთაშორისო ურთიერთობების რუსული სექტორიდან.

პროექტში გამარჯვებულს, ფინალისტებს, კურსების მიხედვით გამარჯვებულებს და მონაწილეებს ფაკულტეტის ორგანიზებით გადაეცემათ სხვადასხვა პრიზები და საჩუქრები.