სტუდენტთა საყურადღებოდ!
სტუდენტები, რომლებიც არ წარმოადგენენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას არ დაიშვებიან გამოცდაზე
სტუდენტთა საყურადღებოდ!
სტუდენტები, რომლებიც არ წარმოადგენენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას არ დაიშვებიან გამოცდაზე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ბავშვთა უფლებების“ ფარგლებში 2019 წლის 1 ივნისს ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „ბავშვთა უფლებები“.
კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებები შეიძლება ეხებოდეს ბავშვთა უფლებები საქართველოში, ადამიანის ძირითადი უფლებები და ბავშვთა უფლებები, ბავშვთა უფლებების კონვეცნია, ბავშვთა უფლებების დაცვა სასამართლო გადაწყვეტილებებში, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმები, ბავშვთა დისკრიმინაცია, ოჯახური ძალადობა და ალტერნატიული მზრუნველობა, ბავშვთა სიღარიბე, ბავშვთა უფლებები და სოციალური ქსელები, ბულინგი, „ბავშვი ჯარისკაცები“, ბავშვთა ადრეული განვითარება საქართველოში, ფიზიკური აღზრდა და სპორტული ცხოვრება, ბავშვთა იძულებითი შრომა, ბავშვთა უფლებები სკოლამდე დაწესებულებებში, ბავშვთა პირადი, სოციალური, კულტურული, პოლიტიკური უფლებები და სხვა.
მონაწილეობის მიღება შეუძლია აკადემიურ პერსონალს და აკრედიტირებული უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.
წარმოდგენილი საკონფერენციო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მონაცემებს:
წარმოდგენილი ნაშრომები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
შერჩეული საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება საკონფერენციო ნაშრომთა კრებულში; შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, მოახდინოს ნაშრომის კორექტირება ავტორთან შეთანხმებით.
საკონფერენციო მასალების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2019 წელი
დაინტერესებულმა პირებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: law@gtu.ge
მეილში მიუთითეთ ავტორის სახელი და გვარი, სტატუსი (თუ რომელი უსდ-ს სტუდენტია), საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტა.
The International Scientific Conference – “Children’s Rights” is held on June 1, 2019 within the framework of the scientific-research project “Children’s Rights”, Faculty of Law and International Relations of Georgian Technical University.
Conference presentations must be applied to children’s rights, basic human rights and children’s rights, convention about children’s rights, rights of the child in judicial decisions, Children’s Rights Protection Mechanisms, and discrimination of children, domestic violence, and alternative care, child poverty, children’s rights and social networks, bullying, “child soldiers”, children’s early development in Georgia, physical education and sports, children’s forced labor, the rights of children to school facilities, children’s personal, social, cultural, political and other rights.
The academic personnel and students of the accredited University Master and Doctoral Program can participate.
The present conference paper must satisfy the following technical data:
√The volume of the work: 8-10 pages;
√English and Georgian Summary: no more than 250 words;
√Main text and footnotes font: Sylfaen;
√Font size of main text – 11, text of footnotes – 9;
√Interval between lines – 1.15;
√Borders boundaries – 1.9 cm;
The presented works will be evaluated by the following criteria:
*Content Compliance with Title;
*Actuality of the topic;
*The idea of forming and expression of thought;
*Author’s assessment of the issue (individual view);
*Technical characteristics compliance;
*Citation technology;
*Diversity of literature used.
Selected conference reports will be published in the collection of conferences; Accordingly, Georgian Technical University reserves the right to correct the work in agreement with the author.
Deadline for submission of conference materials: April 10, 2019.
Interested persons should present the work on the following e-mail address: law@gtu.ge
Enter the name and last name of the author in the mail, the status (which is the HEI student), contact telephone and e-mail.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა 15 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით იწყებს საბუთების მიღებას კონსტიტუციური სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესისათვის მოსამზადებელ სასწავლო კურსზე.
კურსის თემატიკა:
კურსის გავლის შემდგომ სტუდენტებს ექნებათ ცოდნა საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებზე.
ლექციების კურსი პროპორციულად პრაქტიკულ კომპონენტს უფრო მეტად მოიცავს, ვიდრე თეორიულს. პრაქტიკულ ნაწილში მოიაზრება კონკრეტული კაზუსების ამოხსნა ზეპირი მსჯელობითა და წერითი დავალებებით.
კურსის დასასრულს გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი.
კურსს გაუძღვება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი ეკა მამრიკიშვილი.
კონსტიტუციური სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მე-2 მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს.
მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნონ 15 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com;
დარეგისტრირებული სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი: მარიამ აბულაძე – 595961900
საქართველოს პირველი პარლამენტის არჩევის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება სტუდენტური კონკურსი თემაზე: ,,პარლამენტარიზმი დამოუკიდებელ საქართველოში (1919-1921; 1992-2019 წწ.)“
თეზისი უნდა შედგებოდეს 500-დან 700 სიტყვამდე, რომლის წარმოდგენის ვადაა 18.02.2019 – დან 23.02.2019 – ის ჩათვლით.
კომისიის მიერ მოწონებული ორი ნაშრომი გადასული იქნება საქართველოს პარლამენტში კონკურსის შემდგომ ეტაპზე.
თესიზების წარმოდგენა შესაძლებელია მისამართზე: მ. კოსტავას 77, სტუ-ს მე- 6 კორპუსის მე-6 სართული, ოთახი 617, 11:00 საათიდან 17:00 სთ-მდე, ან გადმოაგზავნეთ ელ. მისამართზე : Giorgikalandadze1986@gmail.com
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული სასწავლო კრიმინალისტიკის ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთობლივი შეთანხმებით იწყება პროექტი ,,კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში დღემდე არ არსებობს პროექტი, რომლის საფუძველზე ნაჩვენები იქნება, თუ როგორ რეალიზდება და ინტეგრირდება თანამედროვე პირობებში კრიმინალისტიკური ტექნიკის თეორული საკითხები და პრაქტიკული ასპექტები.
აღნიშნული პროექტი წარიმართება ორი მიმართულებით − აკადემიური (საგანმანათლებო) და პრაქტიკული, რაც გულისხმობს კომპლექსურ მუშაობას და განხორციელდება ორ ეტაპად.
პირველი ეტაპი − აკადემიური (საგანმანათლებო) კურსი მოიცავს: სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებულ სასწავლო კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვალიფიციური პრაქტიკოს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ კრიმინალისტიკური ტექნიკის ისეთი მნიშვნელოვანი დარგების თეორიული საკითხების შესწავლას, როგორებიცაა: დაქტილოსკოპია, ტრასოლოგია, ბალისტიკა, დოკუმენტებისა და ხელწერის კრიმინალისტიკური გამოკვლევა, ჰაბიტოსკოპია, ფონოსკოპია, ბიოლოგიორი, ნარკოლოგიური და სამედიცინო ექპერტიზები.
მეორე ეტაპი განხორციელდება თეორიული კურსის დასრულების შემდგომ და მოიცავს პრაქტიკოს ექსპერტ-კრიმინალსიტების მიერ პირველი ეტაპისათვის განსაზღვრული თეორიული საკითხების ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში არსებულ ლაბორატორიებში პრაქტიკული კომპონენტების ადეკვატურად შესწავლასა და ანალიზს.
პროექტის ბოლო ეტაპზე ჩატარდება დასკვნითი გამოცდა, რომელიც ითვალისწინებს პირველი და მეორე ეტაპების მიხედვით შესწავლილი კრიმინალისტიკური ტექნიკის თეორიულ თუ პრაქტიკულ საკითხების ცოდნას. გამოვლინდება პროექტის გამარჯვებული მონაწილე, რომელსაც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დააჯილდოებს წამახალისებელი პრიზებით. ასევე, გაიმართება კონკურსი სხვადასხვა სახის ნომინაციაში და გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურების ნებისმიერ სტუდენტს.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ 2019 წლის 14 თებერვლიდან 28 თებერვლის 18:00 საათამდე(903ა). გასაუბრება გაიმართება 1-2 მარტს 12:00-იდან 16:00მდე (კრიმინალისტიკის ლაბორატორია).
გაცნობებთ, რომ 107750a ჯგუფს სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილში დასკვნითი გამოცდა გექნებათ 27 თებერვალს 10:00 საათზე კომპიუტერულ ცენტრში(პირველი კორპუსი).
107650b ჯგუფს საფინანსო სამართალში დასკვნითი გამოცდა გექნებათ 21 თებერვალს 17:30 საათზე კომპიუტერულ ცენტრში (პირველი კორპუსი).
ყურადღება
გრაფიკოსანი სტუდენტებისათვის: დამატებითი გამოცდების დღეებია: მაგისტრებისათვის საგანი: პოლიტიკის ფილოსოფია, ჯგ. 707885 და 707886, ჩატარდება 14 თებერვალს, ხუთშაბათს, 17.00 საათზე მე-6 კორპუსის მე-6 სართულზე საგანი: საერთაშორისო უშიშროების თანამედროვე გამოწვევები, ჯგ. 707885 და 707886, ჩატარდება 16 თებერვალს, შაბათს 11 საათზე, მე-6 კორპუსის მე-6 სართულზე ბაკალავრი – გრაფიკოსნებისათვის ჯგუფები: 107850-ის ( K, J, L, N, M, O, P, I, H, G) ყველა ერთად, ასევე მობილობით გადმოსულთათვის!!! საგანი: შესავალი პოლიტიკურ მეცნიერებაში, ჩატარდება 15 თებერვალს, პარასკევს, 17.00 საათზე, მე-6 კორპუსის მე-9 სართულზე, 902 – ბ აუდიტორიაში, ასევე 16 თებერვალს, შაბათს, 14.00 საათზე, მე-6 კორპუსის მე-9 სართულზე, 912 – ა აუდიტორიაში
პროფესორ ქეთევან ჯინჭარაძესთან ინდივიდუალურად არსებული სტუდენტებისთვის ყველა საგანში გამოცდა ჩატარდება შაბათს 16:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში.