ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა

2018 წლის 9 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა,  რომელსაც უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

დეკანმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ფაკულტეტის სტუდენტთა დაფინანსების შესახებ,  ფაკულტეტის სოციალური პროგრამით ისარგებლა 100-მა სტუდენტმა და მათ ჯამურად დაუფინანსდათ  62 000 ლარი, ასევე 250-მდე სტუდენტს  მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა ინდივიდუალური გადახდის გრაფიკი. რაც შეეხება პროფესორ-მასწავლებლებს მათთვის გაწეულმა დახმარებამ შეადგინა 30 000 ლარი.

ირაკლი გაბისონიამ საბჭოს წინაშე ასევე  დააყენა შუამდგომლობა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.

საბჭომ დაადგინა, რომ ფაკულტეტის შემდგომი განვითარებისთვის და ხარისხის სამსახურში არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით  მნიშვნელოვანია პროფესორ-მასწავლებლებმა აირჩიონ პროფესიონალი, ღირსეული პიროვნება, სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით. საკუთარი კანდიდატურის წამოყენება შეუძლია ფაკულტეტის ნებისმიერ   პროფესორსა და ასოცირებულ პროფესორს.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია გამოხატავს სრულ მზაობას არჩევნები ჩატარდეს ღიად და გამჭვირვალედ.

ინგლისურენოვანი შემოდგომის სკოლა ,,XXI საუკუნე და ევროკავშირის გამოწვევები“

2018 წლის 18-21 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და რომის ლა-საპიენცას უნივერსიტეტის ორგანიზებით ფაკულტეტზე ჩვენი სტუდენტებისთვის ტარდება ინგლისურენოვანი შემოდგომის სკოლა ,,XXI საუკუნე და ევროკავშირის გამოწვევები“.

საშემოდგომო სკოლის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ: მარკო ვალიჯი-საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბოლონიის, ვენეციის კა-ფოსკარისა და მილანის კათოლიკური უნივერსიტეტების პროფესორი;ნენო გაბელია-რომის ლა-საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი.

შემოდგომის სკოლა ,,XXI საუკუნე და ევროკავშირის გამოწვევები“ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. მსურველები უნდა დარეგისტრირდით https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe4pOzI8eTHDOkLTLb8yeIF361du05nRwSNlSAeVoQB1sHg6A/viewform  გაიცემა სერტიფიკატი

ნინო ბოლქვაძეს საჯარო ლექცია

2018 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორის გოჩა ოჩიგავას ინიციატივით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში შედგა სტუდენტების შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის   დირექტორთან ევროკავშირის საჯარო პოლიტიკაში მაასტრიხტის უნივერსიტეტის მაგისტრთან, ქალბატონ ნინო ბოლქვაძესთან, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექციას თემაზე: “საქართველო – ევროპული ინტეგრაციის გზაზე”.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელიც მიესალმა სტუმარს  და მადლობა გადაუხადა მოწვეულ პროფესორ გოჩა ოჩიგავას აქტიურობისთვის.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, დადებითი პროპაგანდისა და ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობაზე, ასევე განმარტა საქართველოს ვალდებულებები უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით.

შეხვედრა შეაჯამა მოწვეულმა პროფესორმა გოჩა ოჩიგავამ, რომელმაც ასევე აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს

 

გეორგ ლომანის მეორე საჯარო ლექცია  

  2018 წლის 8 ნოემბერს  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში  ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა  გეორგ ლომანმა ჩაატარ საჯარო ლექცია თემაზეჰაბერმასიკანონის უზენაესობა (სამართლებრივი სახელმწიფოდა დემოკრატია

საჯარო ლექცია გახსნა სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც ისაუბრა ფაკულტეტის აქტივობებზე და წარუდგინა სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის თანახელმძღვანელი, გერმანელი პროფესორი გეორგ ლომანი.

სტუდენტებმა სპეც კურსისსახელმწიფოსა და სამართლის თეორიის სწავლებისფარგლებში პროფესორ გეორ ლომანისგან მოისმინეს კონკრეტული თეზისები კანონის უზენაესობასა და სამართლებრივი სახელმწიფოს შესახებ. პროფესორმა განმარტა  სამართლებრივი სახელმწიფოს ასპექტები და მიმოხილა მასთან დაკავშირებული ფილოსოფიური შეხედულებები.
შეხვედრა გაგრძელდა ხანგრძლივად და წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში , სტუმარმა აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.

 

დიტერ ბოდენის საჯარო ლექცია

 2018 წლის 8 ნოემბერს სტუ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ცნობილმა გერმანელმა დიპლომატმა, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა საქართველოში დიტერ ბოდენმა, ჩაატარსაჯარო ლექცია თემაზე: „კონფლიქტების დარეგულირების პერსპექტივები საქართველოში

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელიც მიესალმა სტუმრებს წარუდგინა ისინი დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა მათ მობრძანებისათვის.

ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) თავმჯდომარე, პროფესორი ჯემალ გახოკიძე.

გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა საქართველოში, დიპლომატმა დიტერ ბოდენმა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ისაუბრა კონფლიქტების გადაჭრის გზებზე, მიმოიხილა წარსული და ყურადღება გაამახვილა არსებული კონფლიქტების დარეგულირების პერსექტივებზე საქართველოს მაგალითზე. სტუმარმა ასევე აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს. მათ შორის, „ბოდენის გეგმის“ შესახებ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფილმა ანალიტიკოსმა, რომის გეოპოლიტიკისა და დამხმარე მეცნიერებების ინსტიტუტის მკვლევარმა ფაბრიციო ვილინმა მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის ადმინისტრაციას მოწვევისათვის და მის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იგორ კვესელავა, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, პროფესორი მაია ყიფიანი, მენეჯერი ანა ფუტკარაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ღონისძიება შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ.

ნინო ბოლქვაძეს საჯარო ლექცია

2018 წლის 8 ნოემბერს, 14:00საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორის გოჩა ოჩიგავას ინიციატივით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში შედგება სტუდენტების შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის   დირექტორთან ევროკავშირის საჯარო პოლიტიკაში მაასტრიხტის უნივერსიტეტის მაგისტრთან, ქალბატონ ნინო ბოლქვაძესთან, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “საქართველო – ევროპული ინტეგრაციის გზაზე”.  დასწრება თავისუფალია.

მარკ ლის მასტერკლასი “როგორ გავხდეთ მოთხოვნადი იურისტი საერთაშორისო ბაზარზე?!”

2018 წლის 6 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში შანხაის (ჰაიევის) იურიდიული კომპანიის მმართველმა, პარტნიორმა, იურისტმა, ექსპერტმა საერთაშორისო ბიზნეს სამართალში მარკ ლიმ ჩაატარა მასტერკლასი თემაზე: „როგორ გავხდეთ მოთხოვნადი იურისტი საერთაშორისო ბაზარზე?!

მასტერკლასი გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა,პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც ისაუბრა ფაკულტეტის აქტივობაზე და  წარუდგინა  სტუდენტებს მარკ ლი.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, მენეჯერი და აკადემიური პერსონალი, ასევე ორივე მიმართულების სტუდენტები.

საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ექსპერტმა მარკ ლიმ ისაუბრა წარმატების მიღწევის გზებზე, ამ კუთხით სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და აუხსნა მათ თუ რა ნიშან-თვისებებია საჭირო იმისთვის, რომ მოიპოვო ადგილი საერთაშორისო შრომის ბაზარზე.  მასტერკლასის შემდგომ იურისტმა მარკლ ლიმ ასევე უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს და გარკვეული სამართლებრივი შედარებები გააკეთა საქართველოსა და ჩინეთის კანონმდებლობას შორის.

მასტერკლასი შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მენეჯერმა, ასისტენტ-პროფესორმა ანა ფუტკარაძემ და სტუდენტებს გააცნო იმ სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის განხორციელებაც იგეგმება შანხაის იურიდიულ კომპანიასთან ერთად, რაც გულისხმობს სტუდენტთა დაფინანსებას სასწავლო და პრაქტიკული ვიზიტისთვის ჩინეთში.

პროფესორ გეორგ ლომანის საჯარო ლექცია

2018 წლის 6 ნოემბერს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გერმანიის, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა გეორგ ლომანმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „კანტი და კანონის უზენაესობა (სამართლებრივი სახელმწიფო)“.
მასტერკლასი გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც ისაუბრა ფაკულტეტის აქტივობებზე და წარუდგინა სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის თანახელმძღვანელი, გერმანელი პროფესორი გეორგ ლომანი.
სტუდენტებმა სპეც კურსის „სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის სწავლების“ ფარგლებში პროფესორ გეორ ლომანისგან მოისმინეს კონკრეტული თეზისები კანტის პოლიტიკურ-სამართლებრივ შეხედულებებზე. პროფესორმა განმარტა კანტისეული სამართლებრივი სახელმწიფოს ასპექტები და მიმოხილა მასთან დაკავშირებული ფილოსოფიური შეხედულებები.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და სტუმარმა აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.

საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში ნენო გაბელიას საჯარო ლექცია

2018 წლის 17 ნოემბერს 12:00საათზე  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი ნენო გაბელია ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „სამოქალაქო უფლებები და სიძულვილის ენა თანამედროვე ეპოქაში“