Author Archives: gabela23
მიხეილ ჯიბუტის საჯარო ლექცია
ჯემალ გაბელიას საჯარო ლექცია
საკვირაო სკოლა
პროფესორ ზურაბ აბაშიძის საჯარო ლექცია
პროფესორ ავთანდილ დემეტრაშვილის საჯარო ლექცია
სტუდენტების სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების მოდელირება
სასწავლო კურსის საფინანსო სამართლის ფარგლებში, რომელსაც უძღვება პროფესორი ირაკლი გაბისონია და ასისტენტი თამარ ბარამია, ჩატარდა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების მოდელირება. მესამე კურსის სტუდენტებს გადანაწილებული ჰქონდათ მინისტრებისა და პარლამენტის წევრების როლები, მთავრობამ წარადგინა პარლამენტის წინაშე ბიუჯეტი, დაასაბუთეს ბიუჯეტის პრიორიტეტები და ამომწურავად გასცეს პასუხი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს. პროცესი იყო ძალიან საინტერესო, დინამიური, სტუდენტები შეეხნენ საინტერესო საკითხებს, წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ეკონომიკის განვითარების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროს, განათლების და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირებას და სხვას. მოდელირებას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, ჩვენდა სასიხარულოდ ეს არის სასწავლო კურსის მეოთხე ლექციისა და სასემინარო მეცადინეობის შედეგი, ბიუჯეტის დამტკიცების მოდელირებამ ჩაიარა წარმატებულად, სტუდენტებმა შეიძინეს სხვადასხვა უნარ-ჩვევები და მიიღეს გამოცდილება. წარმატებები თამარ ბარამიას და ჩვენს ნიჭიერ სტუდენტებს.