ინგლისურენოვანი საგაზაფხულო სკოლის დახურვა

2018 წლის 16-18 მაისს ინგლისურენოვანი საგაზაფხულო სკოლა ჩატარდა სტუდენტებისათვის თემაზე: „International Relations, Governance and Society”. სკოლის სემინარებს უძღვებოდნენ იტალიელი და ქართველი პროფესორები: რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეი კარტნეი, რომის ლინქ ქამფუს უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელ ნატალიცია, რომის ლა საპიენცას დოქტორი ნენო გაბელია, სტუ-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი კალანდაძე და სტუ-ს დოქტორანტი ლევან ანთია. სპიკერებმა სტუდენტებს ორი სასესიო დღის განმავლობაში გააცნეს არაერთი მნიშვნელოვანი თემა და შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა ჩაატარეს პრეზენტაციები, რითიც წარმოაჩინეს სკოლის შედეგად მიღებული ცოდნა. მნიშვნელოვანია რომ ინგლისურენოვან სკოლას 40-მდე სტუდენტი ესწრებოდა და ისინი სამი დღის მანძილზე აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიაში. საგაზაფხულო სკოლა დახურა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც სპიკერებთან ერთად სკოლის მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა

გეორგ ლომანის საჯარო ლექცია

2018 წლის 17 მაისს სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში მაგდებურგის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორმა გეორგ ლომანმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე:”ჯონ როულსის სამართლიანობის თეორიები”. შეხვედრას ესწრებოდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, ასვეე, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ემერიტუს-პროფესორმა გეორგ ლომანმა თავდაპირველად ისაუბრა ჯონ როულსის ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ, შემდგომ განმარტა მისი შეხედულებები ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით და ძირითადი ყურადღებაა გაამახვილა ჯონ როულსის სამართლიანობის თეორიებზე და მათ განამარტებაზე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომელიც შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთირთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.

იტალიელი პროფესორების მონაწილეობით საგაზაფხულო სკოლის მეორე დღე

2018 წლის 17 მაისს ინგლისურენოვანი საგაზაფხულო სკოლის მეორე დღე ჩატარდა, რომელსაც უძღვებოდა ანდრეა კარტნეი-რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის რექტორის დელეგატი – საერთაშორისო სტუდენტურ მობილობაში, CEMAS-ის კვლევითი ცენტრის დირექტორი, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ისტორიის პროფესორი, ევრაზიის ისტორიის დოცენტი. ნენო გაბელია-რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი, მკვლევარი სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებში და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორანტი ლევან ანთია. აღნიშნული პროფესორების მონაწილეობით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 16-18 მაისს ჩატარდება საგაზაფხულო სკოლა თემაზე: „საერთაშორისო ურთიერთობები, მმართველობა და საზოგადოება“. რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორმა ნენო გაბელიამ სკოლის მსმენელებთან პირველი სამუშაო დღე შეაჯამა, გააცნო საკუთარი მოხსენება, სტუდენტებს გადაუნაწილა პრეზენტაციები. რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეი კარტნეიმ თავისი მოხსენება მიუძღვნა ევრაზიის ქვეყნებს. ასევე, სტუ-ს დოქტორანტმა ლევან ანთიამ მიმოიხილა საბჭოთა კავშირის პერიოდი და დაშლასთან დაკავშირებული ასპექტები. აღსანიშნავია რომ საგაზაფხულო სკოლა ჩატარდა ინგლისურ ენაზე და მას ფაკულტეტის 40-მდე სტუდენტი ესწრებოდა, რომლებიც ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. სკოლა ხვალ საზეიმოდ დაიხურება, მას შემდეგ რაც სტუდენტები წარმოადგენენ საკუთარ პრეზენტაციებს მომხსენებლების წინაშე.

პროფესორ ირაკლი გაბისონიას პავლე ინგოროყვას სახელობის პრემია გადაეცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორს ირაკლი გაბისონიას პავლე ინგოროყვას სახელობის პრემია გადაეცა.
აღნიშული ჯილდო მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, პროფესორმა რევაზ მიშველაძემ ირაკლი გაბისონიას გადასცა ნაშრომის
საგადასახადო სამართლისთვის
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ულოცავს დეკანს კიდევ ერთ წარმატებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას.

იტალიელი პროფესორების საგაზაფხულო სკოლა  სტუდენტებისთვის

 

2018  წლის 16 მაისს გაიხსნა  ინგლისურენოვანი საგაზაფხულო სკოლა სტუდენტებისათვის, რომელსაც ჩაატარებენ ანდრეა კარტნეი-რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის რექტორის დელეგატი – საერთაშორისო სტუდენტურ მობილობაში, CEMAS-ის კვლევითი ცენტრის დირექტორი, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი,  საერთაშორისო ისტორიის პროფესორი, ევრაზიის ისტორიის დოცენტი. გაბრიელ ნატალიციარომის ლინქ-ქამფუს უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი,  პოლიტიკურ მეცნიერებებში, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის და პოლიტიკური მეცნიერებების ლექტორი, პროფესორი.ნენო გაბელიარომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი,  მკვლევარი სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებში.

აღნიშნული პროფესორების მონაწილეობით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 16-18 მაისს ჩატარდება საგაზაფხულო სკოლა თემაზე: „საერთაშორისო ურთიერთობები, მმართველობა და საზოგადოება“.

სკოლა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, როგორც მან აღნიშნა:  ფაკულტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს  სტუდენტებისთვის უცხოელი პროფესორების გაცნობა და მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების საფუძველზე სტუდენტთა თვალსაწიერის გაღრმავება.

რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორმა  ნენო გაბელიამ სკოლის მსმენელებს გააცნო საკუთარი მოხსენება თემაზე: „„Global conflicts and South Caucasus“, რომის ლინქ ქამფუს უნივერსიტეტის პროფესორმა გაბრიელ ნატალიციამ ისაუბრა თემაზე: Gabriel Natalizia ,,The International Stance of Russia. Restoring the great power ასევე, სტუ-ს ასოცირებულამ პროფესორმა გიორგი კალანდაძემ განიხილა თემა: ,, Peculiarities of Information Wars “. აღსანიშნავია რომ საგაზაფხულო სკოლა   ჩატარდა ინგლისურ ენაზე და მას ფაკულტეტის 40-მდე სტუდენტი ესწრებოდა, რომელიც ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა.

იტალიელი პროფესორის ანდრეი კარტნეის საჯარო ლექცია

2018 წლის  16 მაისს სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის რექტორის დელეგატმა – საერთაშორისო სტუდენტურ მობილობაში, CEMAS-ის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, საერთაშორისო ისტორიის პროფესორმა, ევრაზიის ისტორიის დოცენტმა ანდრეი კარტნეიმ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ევრაზიის პროექტი: მითი თუ რეალობა“.

შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებს მიულოცა მსგავსი შესაძლებლობა რომის უნივერსიტეტის პროფესორისგან მიოსმინონ მათთვის საინტერესო თემები და ამით გაიღრმავონ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა.

რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეი კარტნეიმ გაანალიზა  რუსეთის გავლენა პატარა სახელმწიფოებზე, ასევე, მიმოიხილა ნაციონალიზმი. ჩამოაყალიბა სახელმწიფოთა ურთიერთობების ასპექტები ევრაზიის კავშირთან მიმართებაში.  სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები განსახილველ საკითხთან მიმართებაში და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს პროფესორისგან

შეხვედრა შეაჯამეს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა და პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იგორ კვესელავამ.

  

საერთაშორისო სამეცნიერო-კონფერენცია თემაზე: „საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის და ნარკომანიის გავრცელების საწინააღმდეგო თანამედროვე სამართლებრივი მექანიზმების და რეგულაციების შედარებითი ანალიზი.

2018 წლის 16 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით  და გერმანიის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის და ნარკომანიის გავრცელების საწინააღმდეგო თანამედროვე სამართლებრივი მექანიზმების და რეგულაციების შედარებითი ანალიზი.

კონფერენცია გახსნა და სტუმრებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც  მადლობა გადაუხადა გერმანელ დელეგაციას ჩამობრძანებისათვის.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანიის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტიდან პროფესორი, სტუ-ს საპატიო დოქტორი ჰანს იორგ ალბრეხტი,  ფრაიბურგის მაქს-პლანკის   საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის  ყოფილი საბჭოთა ქვეყნების განყოფილების ხელმძღვანელი,  პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი, ბურიატსკის (ულან უდე) სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ელვირა რადნაევა, ისტამბულის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სელმან დურსუნი,     ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კარიმ სალიმოვი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს  და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და სტუ-ს პროფესორები, მათ შორის, ჯემალ გახოკიძე, ირაკლი გაბისონია, ჯემალ ჯანაშია, ბესო კვირიკაშვილი და სხვები.

კონფერენციის მოხსენებები შეეხებოდა თემებს: რას გვეუბნება კანონები ნარკოტიკების შესახებ  მსოფლიოს მასშტაბით?- ახალი რეგულაციები და მათი შედარებითი მიმოხილვა, საერთაშორისო ნარკოპოლიტიკის და საქართველოს ნარკოსტრატეგიის შედარებითი ანალიზი,   ნარკოტიკულ დანაშაულთა ბრძოლის თანამედროვე ტენდენციები ყოფილ  საბჭოთა კავშირში (რუსეთის მაგალითზე),    ნარკოტიკული საშუალებების ან სტიმულანტების მოხმარების   წესების რეგულაციები თურქეთის სისხლის  სამართალში-დეკრიმინალიზაცია და დივერსიფიცირება“,      პრევენციის როლი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში, საქართველოში ნარკოტიკების მოთხოვნის  შემცირებაზე გამიზნული   სამედიცინო სერვისების პროგრამა, ნარკოლიბერალიზაციის შედეგების ზოგიერთი ასპექტი ჰოლანდიის    მაგალითზე,   ნარკოპოლიტიკა ყოფილ საბჭოთა კავშირში. აწმყო და მომავალი, საქართველოს და გერმანიის საკონსტიტუციო   სასამართლოების     გადაწყვეტილებები კანაბისის შესახებ –  შედარებითი ანალიზი, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი და სხვა.

კონფერენცია შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპიკერმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ, რომელმაც დადებითად შეაფასა კონფერენციის შედეგად გაჟღერებული რეკომენდაციები  და  მადლობა გადაუხადა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებულ სტუმრებს ასეთი ნაყოფიერი კონფერენციის ჩატარებისთვის.       

      

 

 

 

 

 

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „„სამხრეთ კავკასია საერთაშორისო არენაზე, რეგიონში არაფრის მომცემი თამაშის გადალახვის გზები“ ჩატარდა

2018  წლის 15 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტთან და რომის ლინქ ქამფუს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჩატარდა  ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სამხრეთ კავკასია საერთაშორისო არენაზე, რეგიონში არაფრის მომცემი თამაშის გადალახვის გზები“.

კონფერენცია გახსნა  სტუ-ს ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, სტუმრებს მიესალმა სტუ-ს სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

კონფერენციას ესწრებოდა, სტუმრებს მიესალმა და მოხსენება გააკეთა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ, რომელმაც უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნია მსგავსი კონფერენციების ჩატარება და ისეთი თემების განხილვა, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაახლოებს იტალია-საქართველოს ურთიერთობებს. საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ასევე, ხაზი გაუსვა ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რომი ლა საპიენცას უნივერსიტეტების თანამშრომლობას და წარმატებები უსურვა მათ საერთო საქმეში.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ რომის ლა საპიენცას და რომის ლინქ ქამფუს უნივერსიტეტების დელეგაციის წევრები: ანდრეა კარტნეი, გაბრიელ ნატალიცია და ნენო გაბელია, რომლებმაც მიმოიხილეს თემები: „ეთნიკურობა და ნაციონალიზმი  დასავლეთსა  და აღმოსავლეთს შორის, ინტეგრაცია და დეგრარირება ევროპასა და ევრაზიაში“ „საერთაშორისი  პოსტ-საბჭოთა ცვლილები, დროში და სივრცეში:  რუსეთის  და სამხრეთ კავკასიის აუტორიტეტის დაბრუნება” „ფედერალიზმი, როგორც აფხაზურ-ქართული კონფლიქტის მოგვარების საშუალება“.

კონფერენციის მონაწილეებმა ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს,მათ შორის,  „მშვიდობიანი ეკონომიკა კონფლიქტების დარეგულირებისათვის“, „გლობალური და ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები სამხრეთ კავკასიაში“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი საფუძვლები და დეოკუპაციის პერსპექტივები“სამხრეთ კავკასია, როგორც  საერთაშორისო ინტერესების გზაჯვარედი“ და სხვ.

კონფერენცია შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და  ასეთი საინტერესო მოხსენებებისთვის.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 2018  წლის 15 მაისს  საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით სტუმრად  ეწვია რომის ლა საპიენსას და რომის ლინქ ქამფუს უნივერსიტეტებიდან დელეგაცია.

დელეგაცია წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით:

ანდრეა კარტნეი-რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის რექტორის დელეგატი – საერთაშორისო სტუდენტურ მობილობაში, CEMAS-ის კვლევითი ცენტრის დირექტორი, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი,  საერთაშორისო ისტორიის პროფესორი, ევრაზიის ისტორიის დოცენტი. გაბრიელ ნატალიციარომის ლინქ-ქამფუს უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი,  პოლიტიკურ მეცნიერებებში, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის და პოლიტიკური მეცნიერებების ლექტორი, პროფესორი. ნენო გაბელიარომის ლა საპიენსას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი,  მკვლევარი სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებში.

ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას სტუ-სა და რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტს შორის.

სტუმრებს მადლობა გადაუხადა ჩამობრძანებისათვის სტუ-ს სპიკერმა პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა სტუ-ს ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა და  რომის ლა საპიენსას  CEMAS-ის კვლევითი ცენტრის დირექტორმა ანდრეა კარტნეიმ, მათი მხრიდან აღინიშნა, რომ მემორანდუმი ითვალისწინებს  სამეცნიერო თანამშრომლობის განხორციელებას, ერთობლივი კვლევითი საქმიანობის ფარგლებში და აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის გაცვლით-პრაქტიკულ პროგრამებს.

მემორანდუმის გაფორმებას დაესწრო იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, რომელმაც ორივე მხარეს მადლობა გადაუხადა მსგავსი თანამშრომლობის დამყარებისათვის და ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას.

ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ აღნიშნა რომ რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს  საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარება და რექტორის სახელით კიდევ ერთხელ დაადასტურა მზად ყოფნა სამომავლო ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის.

 

ფაკულტეტის სტუდენტებმა რეგიონალურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთასორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებითა და დაფინანსებით ფაკულტეტის 14 სტუდენტი  და 2 პროფესორი 2018 წლის 11-13 მაისს იმყოფებოდნენ ქალაქ ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც  გაიმართა რეგიონალური კონფერენცია  „ევროპული სტუდენტები თავისუფლებისათვის“.  კონფერენციაზე უცხოელმა და ქართველმა მეცნიერებმა წაიკითხეს მოხსენებები შემდეგ თემებზე : სახელმწიფოს როლი თავისუფალ საზოგადოებაში, ინდივიდუალური თავისუფლება და სპონტანური წესრიგი, თავისუფალი ბაზარი, კრიპტოვალუტები, ტექნოლოგია და თავისუფლება, თავისუფლების იდეების გაგება თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსში და სხვა. მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორები  დაფინანსდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.