“გაიცანი შენი ლექტორი” – მალხაზ ჩიტაია

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე დაიწყო პროექტი წარმოგიდგენთ ასოცირებულ პროფესორს, ბატონ მალხაზ ჩიტაიას, რომელიც ასწავლის სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის საგანს “კრიმინალისტიკა”.

ბატონი მალხაზის ლექცია-სემინარები ტარდება თეორიული საკითხების შესაბამისად ფაკულტეტის კრიმინალისტიკურ ლაბორატორიში პრაქტიკული კომპონენტების გათვალისწინებით.
ბატონი მალხაზ ჩიტაია იმავდროულად გახლავთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთ-ერთი კვალიფიციური ექსპერტი თავისი კომპეტენციითა და პროფესიონალიზმით.

.

ლენა კაპანაძის საჯარო ლექცია

2022 წლის 11 ნოემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ფრანსუა ვიდოკის სახელობის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და პერსონალური უსაფრთხოების ლაბორატორიის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია ჩაატარა ყოფილმა პროკურორმა, ქალბატონმა ლენა კაპანაძემ თემაზე: “დანაშაულის გახსნის მეთოდიკა”.
ქალბატონმა ლენამ განიხილა ქეისი, განხილვაში მონაწილეობა მიიღეს დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ, იურისტმა და ექსპერტმა ზაალ სარაჯიშვილმა და გია გვასალიამ. შეხვედრას ესწრებოდა აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი ნინო ნიშნიანიძე, რომელსაც სტუდენტებმა და დამსწრე საზოგადოებამ მიულოცა სტუ-ს საპატიო დიპლომის გადაცემა.
დიდი მადლობა ქალბატონ ლენა კაპანაძეს ასეთი საინტერესო დღისთვის.

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის საჯარო ლექცია

2022 წლის 15 ნოემბერს 13:00 საათზე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში ჩვენი ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ბატონი ვიქტორ ყიფიანი.

ლექციის თემა იქნება: “თანამედროვე უსაფრთხოების დილემა: ქართული მრავალწახნაგა”

ლექციის დრო 15 ნოემბერი, 13:00 სთ.

ჩატარების ადგილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსი, მე-9 სართული, აუდიტორია 915ა (დიპლომატიური ლაბორატორია)

კონფუცის ინსტიტუტის დირექტორის, ბატონი ვენგანგ ჭანგის სტუმრობა ფაკულტეტზე

2022 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს პროფესორ ავთანდილ კიკნაძის და ასოცირებული პროფესორის მიხეილ კიკნაძის ორგანიზებით სტუმრად ეწვია კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი ვენგანგ ჭანგი და კონფუცის ინსტიტუტის ჩინური ენის პედაგოგი გუო იანანი.

ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ სტუმრებს გააცნო ფაკულტეტის ისტორია და სასწავლო-სამეცნიერო პროგრამები. ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე, ფაკულტეტზე ჩინური ენის შესწავლის კურსებზე და ერთიან სასწავლო პროგრამებზე.

ჩინელმა სტუმრებმა დაათვალიერეს ჩვენი ფაკულტეტი – ჩინური ენის კაბინეტი, ფაკულტეტის სამკითხველო და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.
ჩვენთვის საამაყოა რომ შეხვედრაზე ჩინური ენიდან ქართულად თარგმნიდა საერთაშორისო
ურთიერთობების პროგრამის კურსდამთავრებული ლია ღვინჯილია.

დამხმარე სახელმძღვანელო „ტურიზმის სამართალი“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ტურიზმის სამართლის“ ფარგლებში საქართველოში პირველად გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო „ტურიზმის სამართალი“.

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო არის ქართველი და უცხოელი პროფესორების კოლაბორაციის შედეგი, რომლის ავტორები არიან საფრანგეთის დიჟონის უმაღლესი სასამართლოს იურიდიული ექსპერტი, ტურიზმის სამართლის სპეციალისტი ნატო ტაბუცაძე, გერმანიის იენის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, უფროსი მასწავლებელი მაკა ტყებუჩავა.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტერდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსება შეწყდა პანდემიის გამო, თუმცა ავტორებმა პირნათლად შეასრულეს თავიანთი მოვალეობები და სრულიად უანგაროდ დაასრულეს სახელმძღვანელოზე მუშაობა.
„ტურიზმის სამართალი“ შეთავაზებული იქნება სამართლის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის, აისახება შესაბამის სასწავლო სილაბუსებში და ისწავლიან სისხლის, საჯარო და კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტები.
დიდ მადლობას ვუხდით ავტორებს: ნატო ტაბუცაძეს, ქეთევან მჭედლიშვილ-ჰედრიხს და მაკა ტყებუჩავას მათ მიერ გაწეული უანგარო შრომისა და ასეთი უნიკალური სახელმძღვანელოს გამოცემისათვის.
დამხმარე სახელმძღვანელოს რედაქტორი არის პროფესორი ირაკლი გაბისონია და რეცენზენტი ქეთევან ქოქრაშვილი.

ირინა აქუბარდიას საჯარო ლექცია

2022 წლის 13 იანვარს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს პროფესორმა ირინა აქუბარდიამ თემაზე: „არასრულწლოვანის მიმართ პროცესის თავისებურებები”.

ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, ქალბატონმა ირინამ ამომწურავად გასცა სტუდენტების შეკითხვებს პასუხები, ლექცია იყო დინამიური და საინტერესო. დიდი მადლობა ქალბატონ ირინას ლექციის ჩატარებისთვის და მეგობრობისთვის.
ასევე მადლობა პროფესორებს ჯემალ გაბელიას და ჯემალ ჯანაშიას ასეთი საინტერესო ლექციის ორგანიზებისთვის.

თათია დოლიძის საჯარო ლექცია

 

წარმატებული კურსდამთავრებულის თათია დოლიძის საჯარო ლექცია
2022 წლის 3 ოქტომბერს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა საერთაშორისო კომპანია Business Consulting Centre-ის იურიდიული სამსახურის უფროსმა, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა თათია დოლიძემ თემაზე: „მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების კვალიფიკაციის თავისებურებები სისხლის სამართალში“
ლექცია გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა,პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც სტუდენტებს წარუდგინა წარმატებული ფაკულტეტის კურსდამთავრებული თათია დოლიძე და წარმატებები უსურვა მას.
პროფესორმა თათია დოლიძემ სტუდენტებს გაუზიარა პირადი გამოცდილება და ესაუბრა წარმატების ფორმულაზე.

გიორგი გოგიაშვილის საჯარო ლექცია

2022 წლის 4 ოქტომბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა გიორგი გოგიაშვილმა, თემაზე: “სამოსამართლო სამართლის აქტუალური პრობლემები”.
მადლობას ვუხდით ბატონ გიორგი გოგიაშვილს საინტერეს საინტერესო საჯარო ლექციის ჩატარებისთვის და პროფესორ ნინო ნიშნიანიძეს ლექციის ორგანიზებისთვის.

ეკატერინე ბარათაშვილის და ნინო ბულაშვილის საჯარო ლექცია

2022 წლის 19 ოქტომბერს ტრეფიკინგთან ბრძოლის ევროპულ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს სტუმრად ეწვია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს იურისტი ეკატერინე ბარათაშვილი და სოციალური მუშაკი ნინო ბულაშვილი.
სტუმრებმა ისაუბრეს ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების ტექნიკაზე, ოჯახში ძალადობისა პრევენციის პროგრამებზე და სახელმწიფოს მხრიდან გატარებული მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებები. სტუდენტები გაეცნენ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს საქმიანობას და სამომავლო გეგმებს .

იოსებ ბარათაშვილის საჯარო ლექცია

2022 წლის 21 ოქტომბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში ადვოკატმა, იურიდიული კომპანია „პროცესის“ პარტნიორმა, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრმა, ბატონმა იოსებ ბარათაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ტრადიცია და სამართლებრივი სახელმწიფო“.
საჯარო ლექციაზე განხილულ იქნა სამართლის ფილოსოფიის აქტუალურ საკითხები. შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში. დიდ მადლობას ვუხდით ბატონ იოსებ ბარათაშვილს საინტერესო საჯარო ლექციის ჩატარებისათვის და ჩვენი ფაკულტეტის პროფესორს, სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრს, ქალბატონ ნინო ნიშნიანიძეს საჯარო ლექციის ორგანიზებისთვის.