2022 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს სტუმრად ეწვივნენ ადვოკატები: ნინო ლომინაძე, ნინო ამაღლობელი, სოფიო დარჩია, მზია კუპატაძე და თამარ გაგუა. შეხვედრა გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ, რომლებმაც სტუდენტებს წარუდგინეს ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები და წარმატებები უსურვეს ადვოკატებს.
მომხსენებლებმა სტუდენტებს გაუზიარეს პირადი გამოცდილება და ესაუბრნენ პროფესიული წარმატების ფორმულაზე.
შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით ფაკულტეტის ასისტენტს თორნიკე გვენეტაძეს და მთავარ სპეციალისტს ლიკა ნახუცრიშვილს.
Author Archives: gabela23
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “თანამედროვე მსოფლიო წესრიგი-პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები” თეზისების კრებული
გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “თანამედროვე მსოფლიო წესრიგი – პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები” თეზისების კრებული.
სტატუსის აღდგენის და სემესტრის დამატების მსურველთათვის
გაცნობებთ რომ 2022-2023 სასწავლო წელს სტატუსის აღდგენა და სემესტრის დამატება შეგიძლიათ 28 აგვისტოსდან 20 სექტემბრის ჩათვლით.
განცხადებით უნდა მიმართოთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტუ-ს რექტორის ბრძანება.
https://gtu.ge/News/20183/?fbclid=IwAR3F1z3rXVzuuUhH7J3deTqFWFhl3r7lRcNYmWrTh4kg98lYTYGPxj3unI8
პროფესორ ირაკლი ბურდულის საჯარო ლექცია
2022 წლის 10 მარტს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში სანოტარო სამართლის ლაბორატორიის ეგიდით, პროფესორმა
ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ეკონომიკური სამართლის რეცეფცია – საკორპორაციო სამართლის რეფორმა საქართველოში“ სალექციო პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ლექციის ბოლოს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა დისკუსია რაზეც ბატონმა ირაკლიმ ამომწურავი პასუხები გასცა.
ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბატონ ირაკლის ასეთი შთამბეჭდავი ლექციისათვის, ასევე დიდ მადლობას ვუხდით ირინა ბათიაშვილს ლექციის ორგანიზებისათვის.
გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის ოფისის უფროსი კონსულტანტის, ზაზა ბეროზაშვილის საჯარო ლექცია
24 მარტს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში ფაკულტეტის სტუდენტებს ჩაუტარა ტრენინგი
, ბრატისლავის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, ბატონმა ზაზა ბეროზაშვილმა. შეხვედრაზე განხილული იყო ნარკოტიკის ტრაფიკის გამოძიების მეთოდები, ამ მიმართულებით მსოფლიო ვითარება და გაეორის საქმიანობა საერთაშორისო ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. ბატონი ზაზას პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ლექციამ პრაქტიკული სახე მიიღო. სტუდენტების მხრიდან დაისვა მრავალი კითხვა, რომლებზეც, ბატონი ზაზა, როგორც თეორიულ პასუხს სცემდა, აგრეთვე საკუთარი პირადი გამოცდილების მაგალითებით ავსებდა.
დიდ მადლობა ვუხდით ბატონ ზაზა ბეროზაშივლს ასეთი, ჭეშმარიტად, საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც გვექნება შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯემალ ჯანაშიამ.
საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, პროფესორ კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია
2022 წლის 31 მარტს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი დაგეგმილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია ჩაატარა საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, პროფესორმა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელმაც მიმოიხილა 31 მარტს საქართველოში ჩატარებული დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმთან დაკავშირებული საინტერესო ასპექტები.
მადლობას ვუხდით ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას ასეთი საინტერესო ლექციის ჩატარებისთვის, ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობისთვის.
ასევე, მადლობა აკადემიური საბჭოს წევრს, ფაკულტეტის პროფესორს ნინო ნიშნიანიძეს ლექციის ორგანიზებისთვის.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დირექტორის მოადგილის, პროფესორ გიორგი მურვანიძის საჯარო ლექცია
2022 წლის 1 აპრილს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი “100 საჯარო ლექციის” ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხეს
და ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა გური მენაბდიშვილმა თემაზე: ექსპრეტიზის აქტუალური საკითხები.
მოდერატორი: კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფესორი მალხაზ ჩიტაია.
გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ კოლეგიალობისთვის, თანამშრომლობისთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, პროფესორ ლალი ფაფიაშვილმა საჯარო ლექცია
2022 წლის 6 აპრილს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში
ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „საკასაციო წარმოება: ტენდენციები და გამოწვევები“.
მადლობას ვუხდით ქალბატონ ლალის ასეთი საინტერესო ლექციის ჩატარებისათვის და პროფესორ შოთა ფაფიაშვილს ლექციის ორგანიზებისათვის.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის, ნინო ყოჩიაშვილის საჯარო ლექცია
2022 წლის 8 აპრილს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ორგანიზებით, სტუ-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი “- 100 საჯარო ლექციის” ციკლის ფარგლებში, მეორე შეხვედრა გაიმართა
საჯარო ლექციის თემა იყო: “ექსპერტიზის აქტუალური საკითხები”. საჯარო ლექციას მოდელირება გაუწია კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფესორი მალხაზ ჩიტაია.
მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინო ყოჩიაშვილს საინტერესო საჯარო ლექციის ჩატარებისთვის და ბატონ მალხაზ ჩიტაიას ლექციის ორგანიზებისათვის.