ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების ნაშრომების დაცვის განრიგი !

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების საყურადღებოდ!

 

ფინანსური დავალიანების მქონე

სტუდენტები არ დაიშვებიან დაცვაზე.

 

 

ბაკალავრიატი

სისხლის სამართლის მიმართულების საბაკალავრო ნაშრომის დაცვა გაიმართება 10 ივლისს (ორშაბათს) 10:00 სთ-ზე.

კერძო მიმართულების საბაკალავრო ნაშრომის დაცვა გაიმართება 11 ივლისს (სამშაბათს) 10:00 სთ-ზე .

საჯარო და საერთაშორისო მიმართულების საბაკალავრო ნაშრომის დაცვა გაიმართება 11 ივლისს (სამშაბათს) 15:00 სთ-ზე.

 

 

მაგისტრატურა:

სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართება :

 712550ა ჯგუფი 11ივლისს სამშაბათს  11:00სთ-ზე

  712550ა1  ჯგუფი  12 ივლისს  ოთხაშაბათს 11:00სთ-ზე.

  712550ბ  ჯგუფი 13 ივლისს  ხუთშაბათს 11:00 სთ-ზე

712550 ბ1 -ბ2 ჯგუფები 14 ივლისს პარასკევს 11:00 სთ-ზე

712550ც-ჯგუფი 15 ივლისს   შაბათს  11:00სთ-ზე

 

                  

საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო და უსაფრთხოება“

2017 წლის 29 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლაშა დარსალია.

შეხვედრა წარიმართა თემაზე: „საქართველო და უსაფრთხოება“, რომელიც გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.  დამსწრე საზოგადოებას გაახსენა, რომ ფაკულტეტი აგრძელებს საჯარო ლექციათა ციკლს და სტუდენტებს აძლევენ შესაძლებლობას სხვადასხვა საჯარო მოხელეებთან ერთად განიხილონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

სტუმარმა მადლობა გადაუხადა პროფესორ ირაკლი გაბისონიას მოწვევისთვის და სტუდენტებს დაინტერებისა და მობრძანებისათვის.  თავდაპირველად, ისაუბრა  უსაფრთხოების გარემოზე, შეეხო საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებს, აღნიშნა  რუსეთის როლი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში, ირანისა და თურქეთის მაგალითზე განიხილა სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო პოტენციალი, ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ სივრცეში წარმოშობილ პრობლემებზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, დაზვერვის ძირითად საქმიანობებზე, განხოციელებულ რეფორმებზე,სტრუქტურულ ცვლილებებზე და დაზვერვის სამსახურის თანამშრომელთა  სოციალურ გარანტიებზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი გამოეხმარა სტუმრის შეხედულებებს, ყურადღება გაამახვილა ტერმინზე „უსაფრთხოება“ და „უშიშროება“, დაუსვა რამდენიმე შეკითხვა, მათ შორის, ინფორმაციულ  ომზე.

სტუდენტებისა და პროფესორი მასწავლებლების მიერ დაისვა არაერთი შეკითხვა, კერძოდ, დაზვერვის სამსახურის სტატუსზე, უფლებამოსილებებზე, საქმიანობის ძირითად სფეროებზე, მიზნებსა და პრინციპებზე.

დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური მიმართულების  ხელმძღვანელი ლაშა დარსალია კმაყოფილი დარჩა  ლექციის მსვლელობისას სტუდენტების ჩართულობით და გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი ლექციის ჩატარებისთვის. აღნიშნა, რომ დაზვერვის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს, რის გამოც, გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სხვა სასწავლო დაწესებულებთან.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და გამოთქვა იმედი, დაზვერვის სამსახურთან, როგორ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესების გამტარ ორგანოსთან თანამშრომლობისთვის.

ფაკულტეტის სტუდენტი ლორენა შამათავა სტუ-ს ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტთა პრეზიდენტია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და  საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ლორენა შამათავა  სტუ-ს ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტთა პრეზიდენტია. იგი 2017 წელს ჩაირიცხა ლიტვის საუკეთესო უნივერსიტეტში, რომელიც საუკუნოვან ისტორიას ითვლის, ვილნიუსის უნივერსიტეტში (1579 წ.) სამაგისტრო პროგრამაზე “ევროკავშირის ბიზნეს სამართალი”.  მან მიიღო მონაწილეობა ლიტვის სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან მეორე ეტაპზე გადავიდა მხოლოდ 46 აპლიკანტი, ხოლო მათ შორის საუკეთესო შედეგით, პირველ ადგილზე გავიდა.

მნიშვნელოვანია, რომ ლორენა შამათავამ ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარისგან ბ.-ნ ვიქტორას პრანცკიეტისისგან მიიღო მადლობის წერილი, ქართულ ლიტვური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ლიტვური კულტურის საქართველოში პოპულარიზაციისთვის და ახალგაზრდული თანამეგობრობის შექმნისთვის.

2014 წელს ლიტვაში ახალგაზრდა ელჩების სამიტზე საქართველოს წარმომადგენელი იყო, ვიზიტის ფარგლების დროს, პირადად შეხვდა ლიტვის პარლამენტის ტავმჯდომარეს. სამჯერ (2014,2015,2016 წწ.) მოიპოვა ლიტვის სახელმწიფო დაფინანსება და გაემგზავრა ლიტვაში საზაფხულო სკოლებში. 2016 წელს გახდა გერმანული ასოციაციის START Stiftung გამარჯვებული, იმყოფებოდა გერმანიაში სტაჟირებით 2 თვით. ბერლინში “მრავალფეროვნების სკოლის” ტრენერ-ფასილიტატორი. 2015 წელს გახდა გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის MitOst  სტიპენდიანტი და პროექტის “აქტიური მოქალაქეობა” ავტორი და კოორდინატორი. 2016 წელს, მე-2 ადგილი დაიკავა მის მიერ დაწერილმა სიმღერამ “Lietuva-širdis mana”, მუსიკალურ ფესტივალზე. 2014 წელს Theodor Hauss KOleg-გერმანული ორგანიზაციის მიერ კავკასიის რეგიონში განხორციელებული პროგრამის კურსდამთავრებულია.

ფლობს 3 უცხო ენას (ინგლისური, ლიტვური, რუსული) და სექტემბრის თვეში მიწვეულია თარჯიმნების საერთაშორისო სემინარზე.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია ამაყობს ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტების წარმატებებით და მოხარულია, რომ თითოეული სტუდენტი აქტიურად არის ჩართული როგორც სასწავლო ღონისძიებებში,  ასევე სამეცნიერო-შემეცნებით პროგრამებში.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ნიკოლოზ ფიფია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ნიკოლოზ ფიფია 2015-2016 წლებში Erasmus Mundus BACKIS-ის მობილობის ფარგლებში კვლევითი პროგრამის იმყოფებოდა ბასკეთის უნივერსიტეტში (ესპანეთი), სადაც გაიარა პოსტ დოქტორანტურა. კვლევის სფეროს წარმოადგენდა ფუნდამენტური უფლებები და ხელისუფლება. აღნიშნული კვლევის პერიოდში, 2015 წლის 30 ნოემბერს მან ესპანელ პროფესორებთან ერთად internetkonferencia (webinar): ”usafrTxoeba Tavisuflebis winaaRmdeg, monacemTa dacvis perspeqtividan“, san sebastiani (espaneTi) 2015 weliმონაწილეობა მიიღო ინტერნეტკონფერენციაში (webinar) სახელწოდებით „უსაფრთხოება თავისუფლების წინააღმდეგ, მონაცემთა დაცვის პერსპექტივიდან“ (სან სებასტიანი, ესპანეთი).

საქარველოში დაბრუნების შემდეგ ნიკოლოზ ფიფიამ ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის Erasmus Mundus BACKIS-ის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგებს მიუძღვნა რამდენიმე სამეცნიერო სტატია, რომლებიც გამოქვეყნდა სხვადასხვა  საერთაშორისო რეცენზირებად და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში. ნიკოლოზ ფიფიას აქტიურობით და  მხარდაჭერით 2017 წლის თებერვალ-მაისში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მობილობის პროგრამით იმყოფებოდა ბასკეთის უნივერსიტეტის დოქტორანტი დავიდ რუანო დელგადო, რომლის კვლევის სფეროს წარმოადგენდა ადამიანის უფლებები.

ნიკოლოზ ფიფია დღემდე ინარჩუნებს ურთიერთობას ბასკეთის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან. იგი არის ავტორი ერთი მონოგრაფიის და რამდენიმე სამეცნიერო სტატიის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია მიესალმება ფაკულტეტის ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლების მსგავს აქტიურობას და მოუწოდებს სხვებსაც   ენთუზიაზმით ჩაებან სტუ-ს მიერ განხორციელებილ სამეცნიერო კვლევით პროექტებში და  სხვადასხვა სასწავლო გაცვლით პროგრამებში.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, პროფესიული სწავლების მე-4, მე-3 და გაზაფხულის მიღების საფეხურების სტუდენტთა საყურადღებოდ!!!!

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, პროფესიული სწავლების მე-4, მე-3 და გაზაფხულის მიღების საფეხურების სტუდენტთა საყურადღებოდ, სასწავლო პროცესი განახლდება 29 ივნისს 15:00 საათზე. გთხოვთ გამოცხადდეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის Iკორპუსში, მეხუთე სართულზე N545  ოთახში.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ კიკნაძე Erasmus+ ს სტიპენდიანტია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა მარიამ კიკნაძემ არაერთი წარმატება მოიპოვა. მან 2013 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის 24-ე საჯარო სკოლა და ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. 2015/2016 წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus+ – ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იყოფებოდა ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებების ფაკულტეტზე, კერძოდ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ Middle East Technical University თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტია და მსოფლიოს 85 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის არის შესული. Erasmus+-ს გაცვლითი პროგრამა იყო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და გამოცდილება აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. პირველ რიგში, მან შეიძინა მრავალი მეგობარი და გაეცნო მსოფლიოს კულტურას, ისწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება და სირთულეების გადალახვა. 2017 წლის მარტში სტამბულში მონაწილეობა მიიღო ბილგესამის სტრატეგიული კვლევითი ცენტრის, პირველი ზამთრის საგარეო პოლიტიკურ სკოლაში, (Wise Men Center For Strategic Studies (Bilgesam)Foreign Policy Winter School) . საგარეო პოლიტიკურ სკოლაში მისი ლექტორები იყვნენ თურქეთის ყოფილი ელჩები სირიასა და ერაყში, ალჟირსა და საბერძნეთში. საინტერესო სემინარებს თან ერთვოდა, დისკუსია სადაც 14 ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთს უზიარებდა გამოცდილებასა და ხედვებს. ასევე, იმყოფებოდა Kadir Has University, Co-opinion II.Annual Youth Summit “Youth Empowerment: Socio-Economic Inclusion of Young People” 2500 აპლიკანტს შორის აირჩიეს 70 აპლიკანტი და მათ შორის საქართველოდან მხოლოდ მარიამ კიკნაძე იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია მხარს უჭერს სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში. იგი გამოთქვამს  მზადყოფნას  ყველა სტუდენტს მისცეს შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში.

საჯარო ლექცია “ორატორული ხელოვნება და დიპლომატია”

 

2017 წლის 25 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის ორგანიზებით   საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საჯარო ლექცია ორატორული ხელოვნება და დიპლომატია“.

ლექციას უძღვებოდა ორატორული ხელოვნების აკადემიის დირექტორი, პროფესორი დავით ჩომახაშვილ-ორბელიანი, რომელმაც სალექციო დრო დაუთმო სტუდენტებისათვის პრაქტიკული და თეორიული ინფორმაციის გაზიარებას. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო საჯარო გამოსვლის მთავარი ასპექტები, მეტყველების კულტურის ამაღლება, ღია საჯარო გამოსვლების წარმართვის ხერხები და მეთოდები, მსმენელზე ზეგავლენის მოხდენის ეფექტური ინტონაციები. კამათსა და პოლემიკაში წარმატების მიღწევის ფორმალურ-ლოგიკური გარანტიები, ეთიკა და პიარი.  ასევე ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მეტყველების კულტურის ამაღლება, ადამიანის დათანხმება და კრიზისულ სიტუაციებში გამართულად მოქმედება. შეეხო ადამიანისთვის დამახასიათებელ შიშებს და ემოციებს, რომელიც ხელს უშლის თითოეულ ჩვენგანს წარმატების მიღწევაში.

შეხვედრის მეორე ნაწილი წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა არაერთი შეკითხვა დაუსვეს პროფესორ დავით ჩომახაშვილ-ორბელიანს, რომელმაც  პრაკტიკული მაგალითებით გააცნო სტუდენტებს მათთვის საინტერესო ყველა დეტალი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის დამფუძნებლები მადლობას უხდიან ორატორული ხელოვნების აკადემიის დირექტორს, პროფესორს დავით ჩომახაშვილ-ორბელიანს ერთობ საინტერესო საჯარო ლექციის ჩატარებისათვის და გამოთქვამენ იმედს,  რომ  სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება მათი თანამშრომლობა.

საჯარო ლექცია თემაზე – “საქართველო და უსაფრთხოება”

ხუთშაბათს, 29 ივნისს, 12 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის,შეხვედრებიის ოთახში (meeting room), სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე – „ საქართველო და უსაფრთხოება“.

ლექციას წაიკითხავს საქართველოს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლაშა დარსალია.

შეხვედრას დაესწრებიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

საჯარო ლექცია თემაზე: „დამოუკიდებელი ყაზახეთი, ისტორია და თანამედროვეობა“

2017  წლის 23 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზში გაიმართსაჯარო ლექცია თემაზე: დამოუკიდებელი ყაზახეთი, ისტორია და თანამედროვეობა,რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტისსაგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი მაია ყიფიანი, სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების  მიმართულების რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პოლიტიკურ მეცნიერებათადოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნონა ლომიძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორიასისტენტ პროფესორი ემილია ალავერდოვი,  და ამავე ფაკულტეტის  ქართული და რუსული სექტორის სტუდენტები.

საჯარო ლექცია წაიკითხა   ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პროფესორ ერმუჰამეტ ერტისბაევმა.

 საჯარო ლექციაზე განიხილა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის,  საქართველოყაზახეთის პოლიტიკურ, სავაჭროეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.

დეტალურად მიმოიხილა ყაზახეთის  რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის  ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა სახელწოდებით ,,ყაზახეთის მესამე მოდერნიზაცია: გლობალური კონკურენტუნარიანობა’’რომლის განხორციელება იგეგმება   ყაზახეთის რესპუბლიკაში  2025 წლისთვის.  მომხსენებელმა ასევე გამოყო ქვეყნის განვითარების ხუთი ძირითად პრიორიტეტი.

 პირველი პრიორიტეტი–ეს ეკონომიკის დაჩქარებული ტექნოლოგიური მოდერნიზაციაა.

მეორე პრიორიტეტი– ბიზნესგარემოს კარდინალური გაუმჯობესება და გაფართოება.

მესამე პრიორიტეტი– მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

მეოთხე პრიორიტეტი– ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესება.

მეხუთე პრიორიტეტი– ინსტიტუციური გარდაქმნა, უსაფრთხოება და კორუფციასთან ბრძოლა.

აღნიშნული საკითხები სტუდენტებისთვის ერთობ საინტერესო აღმოჩნდა, დაისვა მრავლი შეკითხვა.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების, რუსული სექტორის  მესამე კურსის  სტუდენტმა სპარტაკ  ბეკვერიამ  გამოთქვა ინიციატივა  სამომავლო ერთობლივი პროექტის შესახებ  ტელეხიდების ფორმატში  ქართველ და ყაზახ სტუდენტებს შორის, რაზედაც ელჩი სიამოვნებით დათანხმდა.

სტუ  პროფესორებმა მადლობა გადაუხადეს  ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პროფესორ ერმუჰამეტ ერტისბაევ საინტერესო ლექციის ჩატარებისათვის და მიიწვიეს 2017 წლის სტუ–ს კურსდამთავრებულების გამოსაშვებ  ცერემონიალზე.

“სტუ-ს სტუდენტური დღეები 2017”-ს გრანპრის მფლობელი – სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი გახდა

2017 წლის 21 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი „სტუდენტური დღეები 2017“-ს გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი გახდა.

2017 წლის მარტში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო პროექტი სტუდენტური დღეები 2017“. პროექტს ჰქონდა  კონკურსის სახე და მასში მონაწილეობდა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 11 ფაკულტეტი და ყველა სასწავლო საფეხურის სტუდენტ.
პროექტი მიზნად ისახავდა  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების ინტეგრაციასა და სტუდენტებში კულტურის, საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის ამაღლება.

პროექტის ფარგლებში გაიმართა მრავალი კულტურული, სპორტული და ინტელექტუალური ატივობა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სტუ-ს ყველა ფაკულტეტი.

2017 წლის 21 ივნისს „სტუდენტური დღეები 2017“ საზეიმოდ დაიხურა, გაიმართა გალა კონცერტი და საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდა გამარჯვებული ფაკულტეტი.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი და მთლიანად ფაკულტეტი ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს და წაახალისოს მსგავსი აქტივობები და სიამაყით ულოცავს სტუდენტებს გამარჯვებას.