ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პროფესორ ერმუჰამეტ ერტისბაევის საჯარო ლექცია თემაზე : „დამოუკიდებელი ყაზახეთი, ისტორია და თანამედროვეობა“.

 

 2017 წლის, 23 ივნისს, 12:00 საათზე  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზში გაიმართება  ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პროფესორ ერმუჰამეტ ერტისბაევის საჯარო ლექცია.

თემაზე :  „დამოუკიდებელი ყაზახეთი, ისტორია და თანამედროვეობა“.

ლექციის მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია ყაზახეთის რესპუბლიკის ისტორიაზე, ეკონომიკასა და პოლიტიკურ სისტემაზე. ყაზახეთი,  არის  საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი, რომელიც განუხრელად და პრინციპულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ ორიენტაცას. საგულისხმოა,რომ ყაზახეთის რესპუბლიკას საქართველოში განხორციელებული აქვს მრავალ მილიონიანი ინვესტიციები.  დღესაც საქართველო ერთადერთი  ქვეყანაა, სადაც ყაზახეთი, მიუხედავად მსოფლიოში არსებული კრიზისებისა, ახალ სერიოზულ ინვესტიციებს გეგმავს.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართება, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტსა და ყაზახეთის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტს შორის  დადებული   მემორანდუმის ეგიდით, რომელსაც დაესწრებიან  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები,  პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მიწვეული სტუმრები.

მრგვალი მაგიდა თემაზე „ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები — კრიზისი სირიაში”

18 ივნისს თბილისში, ქართულ-რუსულ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები — კრიზისი სირიაში”. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის,  სამართლისა და საერათაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის,საერთაშორისო ურთიერთობების რუსულ ენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნონა ლომიძე, ასისტენტ პროფესორი ემილია ალავერდოვი,  და ამავე პროგრამის მე–4 კურსის სტუდენტები: რიჩარდ გოიჩევსი, არტურ ლუკავა, დავიდ ბაბაევი, ნინა ფოფხაძე და მანანა ფიფია.  აგრეთვე შეხვედრას ესწრებოდნენ ექსპერტები და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტები.

შეხვედრაზე განიხილეს რელიგიური კონფლიქტები თანამედროვე სამყაროში, ინტერესთა კონფლიქტი სირიაში, “ისლამური სახელმწიფოს” არსი, საერთაშორისო სამართლის დარღვევის პრეცედენტები და სხვა საკითხები. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებმაც სირიის კონფლიქტის მოგვარების საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. შეხვედრა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. დასასრულს ორგანიზატორებმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

 

სტუდენტების თვალით დანახული ალტერნატიული რეალობა

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია  მსოფლიო პროცესების ალტერნატიულ რეალობაზე, კერძოდ: რა მოხდებოდა რომ არ დადებულიყო გეორგიევსკის ტრაქტატი და როგორი იქნებოდა სამყარო მეორე მსოფლიო ომში გერმანიას რომ გაემარჯვა.

აღნიშნული პრეზენტაცია ორგანიზებული იყო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტის თორნიკე გვენეტაძის მიერ.

პრეზენტაციის მიზანი იყო იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც   დღემდე არსებობს. რა პროცესები უძღოდა გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას? რა მოლოდინი ჰქონდა ქართველ ერს,  საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იყო თუ არა გეორგიევსკის ტრაქტატი არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. სტუდენტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და მოიყვანეს მსოფლიო ისტორიიდან კონკრეტული ფაქტები, რომლებმაც  მათი აზრით გავლენა იქონია გეორგიევსკის ტრაქტატის დადებაზე.

აგრეთვე წარმოადგინეს ალტერნატიული რეალობა , თუ “ როგორი იქნებოდა სამყარო მეორე მსოფლიო ომში გერმანიას რომ გაემარჯვა“. განიხილეს უშუალოდ ის პროცესები, რომელიც წინ უძღოდა მეორე მსოფლიო ომს, შეაფასეს  იმის ალბათობა თუ რა მოხდებოდა გერმანიას რომ  გაემარჯვა. ძალზე საინტერესო აღმოჩნდა მათი ხედვა, ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. და ბოლოს შემოგვთავაზეს  ისტორიულად  მოვლენების შესაძლო განვითარების ასპექტები.

 

 

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტების კიდევ ერთი გამარჯვება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა გურამ მაღულარიამ, სანათა ჩანგელიამ და  თინათინ დადუნაშვილმა გაიმარჯვეს შეჯიბრში „იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა“, რომელიც ორგანიზებული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის მიერ.
შეჯიბრში მონაწილეობდა  საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამი სტუდენტისგან  დაკომპლექტებული ჯგუფები. თითოეულმა ჯგუფმა გაიარა გასაუბრება და საბოლოოდ  მონაწილეობისათვის შეირჩა ოცი ჯგუფი. შეჯიბრის დაწყებამდე მათ ჩაუტარდათ ტრენინგი იურიდიული დოკუმენტების შედგენაში.

შეჯიბრი შედგებოდა სამი ეტაპისაგან. ნახევარ ფინალში გავიდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები.

შეჯიბრში გაიმარჯვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდმა, მათ გადაეცათ სერტიფიკატები და წიგნის სახლის ლიგამუსის ვაუჩერები.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია ულოცავს ამ გამარჯვებას სამართლის დეპარატამენტის სტუდენტებს: გურამ მაღულარიას, თინათინ დადუნაშვილს და სანათა ჩანგელიას.  იგი მიესალმება ჩვენი  სტუდენტების მსგავს აქტიურობას და მოუწოდებს ყველას ჩაერთონ საქართველოს ტექნიკური  და სხვა უნივერსიტეტების მიერ  ორგანიზებულ პროექტებში, შეჯიბრებებში და მსგავს ღონისძიებებში, რათა გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და მოიპოვონ გამარჯვება.

სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცის სამართლის სექციის მუშაობა

2017 წლის 16 ივნისს  სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცის სამართლის სექციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის დეპარატემენტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები.

სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტმა ანა ტაკაშვილმა გააკეთა მოხსენება თემაზე: “ცალმხრივი გარიგების და ცალმხრივი ხელშეკრულების სამართლებრივი გამიჯვნა“, რომლის ხელმძღვანელი  სტუ-ს პროფესორი მზია დუნდუა. ხოლო, ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტმა ანამარია ბაგალიშვილმა ისაუბრა თემაზე: „კანონიერი ქურდი, კანონიერი ქურდობა“, ხელმძღვანელისამართლი დოქტორი თემურ დარსანია.

ბაკალავრიატის პირველ კურსელმა ლაშა ძაგანიშვილმა, რომელსაც დამთავრებული აქვს კრიმინალისტიკის პროფესიული კურსი გააშუქა თავის გამოსვლაში“ პრობლემები თანამედროვე კრიმინალისტიკაში“. ხელმძღვანელი სტუ-ს ასოცირებული პროფესორი ლევან ქობულაშვილი.

ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტებმა  ნანა გოგიამ და  ლოლიტა კაროუკინამ წარმოადგინეს მოხსენებები „ჰუმანიტარულ ინტერვენცია“-ზე და „შეურაცხაობა-ბრალის გამომრიცხველი გარემოება“-ზე. ხელმძღვანელი   პროფესორი ჯემალ გაბელია.

სამართლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტმა თამარ ბარამიამ წარმოადგინა თემა “საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მიზანშეწონილობის ასპექტები“,  ხელმძღვანელი  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია.

მომხსენებლებს, ჟიურის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის გაიმართა დისკუსია თითოეულ წარმოდგენილ მოხსენებაზე.

სამართლის სექციას ხელმძღვანელობდა შესაბამისი ჟიური, რომელთა ინდივიდუალური შეფასებების თანახმად გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ I , II, III, საპრიზო ადგილები.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია მადლობას უხდის სტუდენტებს 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისათვის, გამოთქვა კმაყოფილება ერთობ პრობლემატური და საინტერესო მოხსენებების წარმოდგენისთვის. მიულოცა საპრიზო ადგილის მფლობელებს და სამომავლოდ უსურვა წარმატებები თითოეულ მონაწილეებს ფაკულტეტის მიერ დაგეგმილ სხვა კონფერენციებში და ღონისძიებებში.

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილის და წარმომადგენლის შეხვედრა

2017  წლის  15 ივნისს პროექტის “შეხვდი დამსაქმებლის ” ფარგლებში  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და ამავე ცენტრის წარმომადგენელი გიორგი  ცქიტიშვილი.

შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ პროფესორმა ჯემალ გაბელიამ, ხოლო შეხვედრას უძღვებოდა ამავე ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი იგორ კვესელავა.

თავდაპირველად სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე წარსდგა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს, როგორც ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე. ევროინტეგრაციის  დადებით და უარყოფით ასპექტებზე და საერთო ეროვნული კონსესუსის აუცილებლობაზე. მოუწოდა ახალგაზრდობას მიიღონ ყოველმხრივი ინფორმაცია ევროპული ინტეგრაციის შესახებ  და ამის შემდგომ ჩამოიყალიბონ სწორი ხედვა ევროპული ღირებულებების, კულტურისა და ტრადიციებთან დაკავშირებით. გაითავისონ ყველა ის მითი, რომელიც მომდინარეობს პრორუსული გზიდან და არგუმენტების საშუალებით დაუპირისპირდნენ მათ. გიორგი ფარეშიშვილმა სიტყვის  დასასრულს გამოთქვა იმედი, რომ სწორედ თქვენ იქნებით პირველები, რომლებიც ევროპულ გზაზე წამყვან როლს შეასრულებთ.

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ცქიტიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ყველა ის  საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც განხორციელდა საქართველოში ევროკავშირისკენ სწრაფვის გზაზე. გამახვილდა ყურადღება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმაზე, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებების დაცვაზე და იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებულ სხვა არაერთ ცვლილებაზე. მიმოიხილა 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია, მის მიზნები და სტრატეგიის სამიზნე ჯგუფები.

სტუმრებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი ეპიფანე გვენეტაძე, რომელმაც სტუდენტებს მოუწოდა  ევროპული გზით იარონ ქართული ტრადიციების და კულტურის  გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული მოხსენებების შემდგომ სტუმრებს შეკითხვებით მიმართეს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებმა. მათი შეკითხვები შეეხებოდა ევროული და ქართული კულტურის, ტრადიციის სამომავლო განვითარებას, ჩარევას ევროპული სახელმწიფოებისგან, სამომავლო გეგმებს, პრიორიტეტებს, ტოლერანტობას, რეადმისიის პროცესს, ემიგრაციას  და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

საჯარო ლექცია თემაზე: „ფემიციდი- გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა“

2017  წლის 15 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის  სამართლის კლინიკისა და გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა  საჯარო ლექცია თემაზე: „ფემიციდი- გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა“, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

საჯარო ლექცია წაიკითხა   საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა თამარ დეკანოსიძემ. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ღონისძიების ორგანიზატორები  სტუ-ს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი მაია ყიფიანი და სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის  სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი მაკა აბულაძე.

თამარ დეკანოსიძემ საჯარო ლექციაზე განიხილა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის,  განსხვავება მკვლელობასა და ფემიციდს შორის, სახელმწიფოს ვალდებულებები ფემიციდთან ეფექტური ბრძოლისთვის, როგორ შეიძლება თავიდან ავირიდოთ ფემიციდი და რა საშუალებებით უნდა მოვახდინოთ პრევენცია.

მომხსენებელმა თამარ დეკანოსიძემ მოიყვანა კონკრეტული  ფაქტები, კერძოდ, ყურადღება გაამახვილა სალომე ჯორბენაძის მკვლელობისა და ხანუმ ბაირამოვას თვითმკვლელობის საქმეებზე, დაასახელა ის მიზეზები, რამაც გამოიწვია უმძიმესი დანაშაული. ნაჩვენები იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი სალომე ჯორბენაძეს მკვლელობის შესახებ. აღნიშნა, რომ ამ საქმეზე საია-მ არაერთი პროცესი მოიგო.

დეტალურად მიმოიხილა ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სახეები, სასჯელთა დადგენის პროცედურები, სახელმწიფოში არსებული დანაშაულის შემაკავებელი მექანიზმების ჯეროვნად ვერ გამოყენების შესახებ, აგრეთვე პრევენციისა და არასრულწლოვანთა ქორწინების პრობლემატიკა. აღნიშნული საკითხები სტუდენტებისთვის ერთობ საინტერესო აღმოჩნდა, დაისვა მრავლი შეკითხვა.

სტუ-ს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ყიფიანმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო ლექციის ჩატარებისათვის და სტუდენტებს აქტიური  ჩართულობისთვის.

სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი ზაზა ოქროცვარიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა

 

14-21 მაისს პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.

შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ნაკრებები. ოქროს მედლებით დაბრუნდნენ საქართველოში პარა-მკლავჭიდელთა ნაკრების წევრები. სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი ზაზა ოქროცვარიძე  გახდა ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში და კიდევ ერთხელ ასახელა ჩვენი უნივერსიტეტი. მას გადაწყვეტილი აქვს მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო ჩემპიონატში და იბრძოლოს საპრიზო ადგილისათვის.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მიულოცა ზაზა ოქროპირიძეს ევროპის ჩემპიონატში მოპოვებული წარმატება და გამოთქვა იმედი რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი გამარჯვების მოწმენი გავხდებით.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა

2017 წლის 14 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  ვიქტორ დოლიძემ  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანთან ირაკლი გაბისონიასთან ერთად გახსნა  ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია.

ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია მოეწყო სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას ინიციატივით. სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს შესანიშნავი აუდიტორიის მოწყობისათვის.

აუდიტორიის გახსნის შემდგომ სახელმწიფო მინისტრმა დაათვალიერა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სასწავლო აუდიტორიები, მათ შორის, კრიმინალისტიკის ლაბორატორია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ამიერკავკასიაში. მინისტრმა სასამენარო პროცესში იხილა თითის კვლების ამოღების მეთოდი, აღნიშნულთან დაკავშირებით პროფესორისგან მიიღო განმარტებები და ფრიად კმაყოფილი დარჩა ლაბორატორიის ტექნიკური საშუალებებით. მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ირაკლი გაბისონიას საგანმანათლებლო პროცესში გაწეული ღვაწლისთვის და სურვილი გამოთქვა სტუ-სთან აქტიური სამეცნიერო და პრაქტიკული თანამშრომლობის.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია გამოთქვამს მზად ყოფნას  დააფუძნოს მსგავსი სახის თანამშრომლობა ყველა სახელმწიფო სტრუქტურასთან, რათა ფაკულტეტის სტუდენტებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა

14 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის. ყურადღება გაამახვილა მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე, რის შემდგომაც სიტყვა გადასცა ბატონ ვიქტორ დოლიძეს.
სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა ასეთი დაინტერესებისთვის. დეტალურად მიმოიხილა უვიზო მიმოსვლის შედეგები, საზღვრის გადალახვისას შექმნილი სირთულეები და მოიშველია სტატისტიკა. ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ურთიერთობის გაძლიერებას, ახალი პროექტების შემუშავებას, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვსა და ნატოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას. ყურადღება გააამხვილა ნატოსა და ევროკავშირის სარგებლიანობაზე ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, გაიხსენა ყველა ის აქტივობა, რომელიც განახორციელეს რეგიონებში, ნატოსა და ევროკავშირის დღეები და სხვა. მადლობა გადაუხადა სტუ-ს ადმინისტრაციას მსგავსი სახის შეხვედრების ორგანიზებისათვის, ასევე სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. ისაუბრა მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე, ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორიის შექმნა ერთობ სასიხარულო ფაქტად მიიჩნია და გამოთქვა იმედი, რომ ეს დაეხმარებათ სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებაში.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სტუ-ს სპიკერი პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რომელმაც ისაუბრა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მიღწევებზე. გამოთქვა სურვილი აქტიური თანამშრომლობის როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, ასევე მის სსიპ-თან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია მიესალმა სტუმრებს და ისაუბრა უნივერსიტეტის მიზნებსა და პროგრამებზე. აღნიშნა რომ საქართველოს ინტეგრაციაზე დიდაა დამოკიდებული ჩვენი ახალგაზრდობის მომავალი. ყურადღება გაამახვილა იმ ევროპულ პროგრამებზე, რომელიც აქტიურად ისწავლება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
სტუმრებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი პროფესორი იგორ კვესელავა, რომელმაც საკანონმდებლო პროცესში მეცნიერების აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.
სტუდენტებმა არაერთი შეკითხვა დაუსვეს სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორს ნინო ბოლქვაძეს, რომლებმაც ამომწურავად უპასუხეს თითოეულ მათ შეკითხვას.