2022 წლის 28 აპრილს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიასთან ერთობლივათ ჩაატარა ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „იურიდიული მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალური საკითხები“.
კონფერენცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ. კონფერენციას უძღვებოდა პროფესორი შოთა ფაფიაშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორებმა და ასოცირებულმა პროფესორებმა, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
კონფერენციას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
Category Archives: Uncategorized
საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად
2022 წლის 29 აპრილს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად, სადაც მოეწყო ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში და პროფესორ-მასწავლებლების ავტორობით გამოცემული წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
წიგნის ფესტივალი გახსნა სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა.
წიგნების რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხა გადაირიცხა უკრაინის დახმარების ფონდში.
მადლობას ვუხდით სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისთვის.
წარჩინებულთა სია
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!
გთხოვთ, დაუყოვნებლივ გადაამოწმოთ თქვენი საშუალო რეიტინგი. შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით თამარ ბარამიას, ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე- Law@gtu.ge
მონოგრაფია “სამართალი სოციალურ ნორმათა სისტემაში”
დღეს მთელი იურიდიული საზოგადოებისათვის სასიხარულო დღეა.გამოვიდა ცნობილი მეცნიერის, სახელმწიფოსა და სამართლის თეორიტიკოსის, ჩვენი თანამშრომლის პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილის ახალი მონოგრაფია “სამართალი სოციალურ ნორმათა სისტემაში”. ნაშრომში განხილულია სამართლის თეორიის ერთ-ერთი ურთულესი და უმნიშვნელოვანესი პრობლემა სამართლისა და სხვა სოციალურ (მორალურ, ადათობრივ, რელიგიურ, პოლიტიკურ და სხვა) ნორმათა ურთიერთშესაბამისობა და ურთიერთმოქმედება როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის რეალიზაციის პროცესში.
საამაყოა რომ ნაშრომი შესრულებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორუსო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის” ფარგლებში.
“დეკანის საათი”
2022 წლის 28 მარტს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის საათი ჩატარდა.
დეკანის საათზე ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ სტუდენტებს გააცნო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის, სწავლების გაგრძელების ფორმატთან დაკავშირებით.
პირველი კურსის სტუდენტებს ასევე შეხვდა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ბარამია და ამომწურავად უპასუხა მათ შეკითხვებს.
დეკანის საათი და შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან კვლავ გაგრძელდება და ჩატარდება ყველა კურსის სტუდენტთან ონლაინ პლათფორმის მეშვეობით.
ირინა ბათიაშვილის საჯარო ლექცია
2022 წლის 11 მარტს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში სამართალმცოდნემ, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ირინა ბათიაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექციას თემაზე: “საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი ეროვნული კანონდებლობის და ევროპული კონვენციის კონტინუუმში”
ირაკლი ბათიაშვილის საჯარო ლექცია
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში ეროვნული მოძრაობის ლიდერმა, ფილოსოფოსმა, საზოგადო მოღვაწემ, პროფესორმა ირაკლი ბათიაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე:„ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში“.
ირაკლი ბურდულის საჯარო ლექცია
2022 წლის 10 მარტს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში სანოტარო სამართლის ლაბორატორიის ეგიდით, პროფესორმა ირაკლი ბურდულმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ეკონომიკური სამართლის რეცეფცია – საკორპორაციო სამართლის რეფორმა საქართველოში“ სალექციო პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ლექციის ბოლოს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა დისკუსია რაზეც ბატონმა ირაკლიმ ამომწურავი პასუხები გასცა.
ნიკოლაი პოლევოის საჯარო ლექცია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უკრაინის მხარდამჭერი საქველმოქმედო აქციისა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განხორციელებული სხვა აქტივობების ფარგლებში, 2022 წლის 3 მარტს ფაკულტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისთვის დონეცკის ვასილი სტუსის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორმა – ბატონმა ნიკოლაი პოლევოიმ ჩაატარა საჯარო ლექცია.
უნივერისტეტისა და ფაკულტეტის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ ნიკოლაი პოლევოის, რომ უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხისთვის ასეთ მძიმე ვითარებაში, მან გამონახა დრო ქალაქ ოდესიდან ჩაეტარებინა ჩვენთვის საჯარო ლექცია და სრულყოფილად მოეწოდებინა ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ნონა თოდუას საჯარო ლექცია
2022 წლის 2 მარტს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში ფაკულტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეხვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი, ქალბატონი ნონა თოდუა. ლექციის თემა იყო: „ქმედების ჯგუფურ დანაშაულად კვალიფიკაციის საკითხები“.
შეკრებილ აუდიტორიას მიესალმა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია. ლექციის დასასრულს გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია.
მადლობა ქალბატონ ნონას ასეთი შინაარსიანი და უაღრესად საინტერესო ლექციისათვის.