🛑🛑2019 წლის 23 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “მტკიცებითი სამართლის” ფარგლებში გამოცემული უნიკალური მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს “ციფრული დანაშაულის გამოძიების ტექნიკა და მეთოდიკა” პრეზენტაცია.
📌📌სახელმძღვანელოს ავტორია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტი ირაკლი მინაშვილი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროექტის “მტკიცებითი სამართლის” მონაწილე პირები და დამსწრე საზოგადოება.
✔✔აღსანიშნავია რომ საქართველოში პირველად დამუშავდა და გამოიცა მსგავს თემაზე ნაშრომი, რომლის სქოლიოები გადმოცემულია QRCoder-ის მეშვეობით.
Category Archives: Uncategorized
“პოლიტიკა სამსჯავროზე” მეორე სეზონი დაიწყო
📣📣📣 2019 წლის 22 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სასწავლო-პრაქტიკული პროექტის “პოლიტიკა სამსჯავროს”ფარგლებში ჩატარდა მეორე სეზონის პირველი პროცესი.
სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით სამსჯავროზე წარსდგა ვახტანგ VI-ის მიერ განხორციელებული პოლიტიკა.
👉 მხარეები: ბრალდების მხარე, 166-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელთა გუნდი „მნემოსინე“, 👉 დაცვის მხარე, 178-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელთა გუნდი.
პროცესის ჟიურის თავმჯდომარეობდა სტუ-ს კანცლერი, პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი.
პროცესის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.
შეხვედრა რიგის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან
🔺️🔺️🔺️2019 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით შედგა შეხვედრა რიგის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან იზე არკლინასთან ტექნოლოგიური სამართლის გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით .
📜შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ერთობლივად განხორციელებადი საქმიანობის სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის, განისაზღვრა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სფერო და დაიგეგმა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩართვა ტექნოლოგიური სამართლის შესაბამის გაცვლით პროგრამებში.
კაუპო კანდის საჯარო ლექცია
2019 წლის 9 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას და ადამიანის ძირითადი უფლებების სასწავლო კურსის ლექტორის ირინა ბათიაშვილის ორგანიზებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელმა და ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში;
ასევე, ბრიტანეთის ვორვიკის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორმა კაუპო კანდმა ჩაატარა საჯარო ლექცია.
ლექციაზე განხილულ იქნა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ასპექტები და ჰააგის სასამართლო სამართალწარმოება, ძირეული პრინციპები და მიდგომები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, კაუპო კანდმა ამომწურავად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
ზაზა ცოტნიაშვილის საჯარო ლექცია
2019 წლის 12 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: “განათლება წარმატებისთვის”.
საჯარო ლექცია გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა პროფესორი.
დამსწრე საზოგადოებას საინტერესო საჯარო ლექციის ჩატარება უსურვეს სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა და პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა იგორ კვესელავამ.
ლექციაზე განხილულ იქნა განათლების აქტუალური საკითხები და გაიმართა დისკუსია პრობლემატურ ასპექტებზე.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში.
გიგი ლილუაშვილის მასტერკლასი
2019 წლის 15 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით დოქტორმა, ბატონმა გიგი ლილუაშვილმა პროექტის “იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევების” ფარგლებში როგორც წარმატებულმა საჯარო მოხელემ ჩაატარა მასტერკლასი.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა მოწვეული საჯარო მოხელე და წარმატებები უსურვა პროექტის მონაწილეებს.
დოქტორმა გიგი ლილუაშვილმა ისაუბრა საჯარო და კერძო სფეროში იურისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე. მოახდინა შედარებითი ანალიზი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საჯარო სამსახურის ძირეულ ასპექტებზე. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში.
აღსანიშნავია, რომ ბატონმა გიგი ლილუაშვილმა 2005 წელს წარჩინებით დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი და სწავლა გააგრძელა ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯში – JD, ხოლო 2006 წლიდან რიგის უმაღლეს იურიდიულ აკადემიაში ლატვიაში სადაც 2007 წელს მიიღო საერთაშორისო და ევროპის სამართლის მაგისტრის ხარისხი LLM. 2018 წელს დაიცვა დისერტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი PhD.
2007 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე განათლების სისტემაში, იყო იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელი.
2012 წელს დაინიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად.
2015 წლიდან დღემდე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ოპერატიულ და ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
შიდასაფაკულტეტო ტურნირი მინიფეხბურთში
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას თაოსნობით ფაკულტეტის სტუდენტების, აკადემიური, სამეცნიერო და დამხმარე პერსონალის სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობის ასამაღლებლად ამოქმედდა საფაკულტეტო პროექტი „ვარჯიში და თამაში გვეხმარება სწავლასა და შრომაში“, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი სპორტსმენი, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი.
წამოწყებამ ხელი უნდა შეუწყოს ფაკულტეტზე სულიერად, გონებრივად და ფიზიკურად ჯანსაღი მომავალი სპეციალისტის აღზრდის საქმეს.
სტუდენტური თვითმართველობის (თავმჯდომარე თომა ხაბეიშვილი) და სოციალური განყოფილების (ა/პროფ. გიორგი კალანდაძე) აქტიური მხარდაჭერით გაიმართა შეჯიბრება მინიფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ ფაკულტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისაგან დაკომპლექტებული 6 გუნდი, „მეგრე“, „შერლოკი“, „პუარო“ და „ბარბაროსა“, „რიშელიე“ და „ტალეირანი“.
6-7 ნოემბერს გამართული ჯგუფური ტურნირის შემდეგ გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები: „მეგრე“ – „რიშელიე“ და „შერლოკი“ – „ბარბაროსა“.
8 ნოემბერს უკომპრომისო ბრძოლამ გაარკვია ფინალისტებიც: „მეგრე“– „შერლოკი“ (გუნდის კაპიტანი ა/პროფ. კობა ჩიხლაძე).
ფინალი გაიმართა ლისის ტბის მინისტადიონზე, სადაც ჩემპიონს სტატუსი მოიპოვა გუნდმა „შერლოკმა“. გამარჯვებულ გუნდს თასი, მედლები და სერტიფიკატები გადასცეს პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა, ფაკულტეტის მენეჯერმა ანასტასია ფუტკარაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი კალანდაძემ და სტუდენტური თვითმართველობის თავმჯდომარემ თომა ხაბეიშვილმა.
ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს გუნდ „მეგრეს“ გამთამაშებელი ასისტენტ-პროფესორი მალხაზ ჩიტაია, ხოლო 7 გატანილი გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ლუკა კვანტალიანი.
ბექარ მიქაბერიძეს საჯარო ლექცია
2019 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩინეთში ბექარ მიქაბერიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“.
ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და წარადგინა სტუმარი.
ბექარ მიქაბერიძემ ისაუბრა ჩინეთ–საქართველოს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, განვითარების სტრატეგიებსა და სამომავლო გეგმებზე. .ასევე, უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს ჩინეთში სწავლის გაგრძელების, დასაქმების, სამუშაო ვიზების მიღების შესაძლებლობებზე და ჩინეთის საკანონმდებლო ბაზის საკითხებზე.
საჯარო ლექცია შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ. საინტერესო ლექციის ჩატარებისთვის ბექარ მიქაბერიძეს მადლობა გადაუხადა საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სამომავლო თანამშრომლობაზე.
სუნჯანა როქსანდიჩ/ვილდიჩკას საჯარო ლექცია
📌📌2019 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით ზაგრების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მაქსპლანკის ინსტიტუტთან ერთობლივი პროექტის ხელმძღვანელმა სუნჯანა როქსანდიჩ/ვილდიჩკმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე – „ხელოვნური ინტელექტი და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“.
🔺️🔺️ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და წარადგინა სტუმარი.
🔺️🔺️პროფესორმა ანიტა უშაცკამ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე გამოწვევებზე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის რეგულაციებზე და აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს. ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში.
შეხვედრა თემაზე: „საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები“
📍📍❗️❗️❗️2019 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და მაქს/პლანკის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან თემაზე: „საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები“.
📍📍შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, სტუმრებს მიესალმა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე.
📍📍მაქს/პლანკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჰანს იორგ ალბრეხტმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები“
კიოლნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაცის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა როფ პიტერ ვილკიცკიმ ისაუბრა თემაზე- „საერთაშორისო სისხლის სამართლის პრინციპები“.
📍📍პროფესორმა ელიკო წიკლაური/ლამმიხმა, რომელიც არის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის საქართველოსთან და დსთ ქვეყნებთან პარტნიორული თანამშრომლობის პროექტის ხელმძღვანელი მოხსენებისას ყურადღება გაამახვილა თეთრსაყელოვანთა დანაშაულებზე.
📍📍ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სააპელაციო პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ, (2011-2012) პროფესორმა ანიტა უშაცკამ ისაუბრა თემაზე – „სისხლის სამართლის საერთაშორისო (ICC ) სასამართლოს – საქმიანობის ასპექტები“.
📍📍ზაგრების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მაქსპლანკის ინსტიტუტთან ერთობლივი პროექტის ხელმძღვანელმა სუნჯანა როქსანდიჩ/ვილდიჩკ ისაუბრა თემაზე: “კორუფცია და ფულის გათეთრება, როგორც ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები“.
📍📍ბაქოს უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის გამგემ კამილ სალიმოვმა გაამახვილა ყურადღება აზერბაჯანის რესპუბლიკაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი გეგმასა და მიდგომებზე, ხოლო აზერბეჯანის ფინანსთა და საგადასახადო სამინისტროს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, დოქტორმა მირალ კიაზიმოვმა ისაუბრა საბანკო სისტემის სამართლებრივი პრობლემების შესახებ.
📍📍 შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს კანცლერი, პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. 👩⚖️👩⚖️