გივი მიქანაძის საჯარო ლექცია

2022 წლის 6 დეკემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა გივი მიქანაძემ თემაზე “ღია მმართველობა პარლამენტში და საარჩევნო კანონმდებლობის რევიზია”.
საჯარო ლექციამ ჩაიარა ინტერაქციულ რეჟიმში, ბატონმა გივიმ ამომწურავად გასცა პასუხი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შეკითხვებს. დიდი მადლობა ბატონ გივი მიქანაძეს ასეთი საინტერესო ლექციის ჩატარებისათვის და ჩვენს პროფესორს ალექსანდრე ჩხიტაურს ლექციის ორგანიზებისათვის.

თეა ძიმისტარაშვილის საჯარო ლექცია

2022 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ, ქალბატონმა თეა ძიმისტარაშვილმა.
საჯარო ლექციის თემა იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა“.
ლექციამ ჩაიარა საინტერესოდ და ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმ ა დასვეს არაერთი კითხვა, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.
გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ თეას, ასეთი საინტერესო ლექციისთვის და ჩვენს ლექტორს ქალბატონ მანანა ბაწელაშვილს ლექციის ორგანიზებისათვის.

მორის შალიკაშვილის საჯარო ლექცია

2022 წლის 9 დეკემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა თსუ-ს პროფესორმა მორის შალიკაშვილმა თემაზე: “სისხლის სამართლის სასჯელის პოლიტიკა“.
ლექციამ ჩაიარა საინტერესოდ და ინტერაქციულ რეჟიმში. ბატონმა მორის შალიკაშვილმა ამომწურავად გასცა პასუხი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტთა შეკითხვებს. მადლობას ვუხდით ბატონ მორის საინტერესო საჯარო ლექციის ჩატარებისთვის და თანამშრომლობისათვის.

კახა ძაგანიას საჯარო ლექცია

7 დეკემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, ბატონი კახა ძაგანია შეხვდა ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტური „დებატების კლუბის“ წევრებს და ჩაუტარა სემინარი-ტრენინგი „პოლიტიკური დებატების“ საკითხებზე.
შეხვედრამ ჩაიარა უაღრესად საინტერესოდ. სტუდენტების მხრიდან იყო მაღალი აქტივობა და ინტერესი საკითხისადმი.
მადლობას ვუხდით ბატონ კახას ფაკულტეტის სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობისთვის.

საკვირაო სკოლის მოსწავლეები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ესტუმრნენ

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით საკვირაო სკოლის მოსწავლეები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ, სადაც მართლმსაჯულების სასახლე დაათვალიერეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისგან მოისმინეს ისტორიული ფაქტების შესახებ. მოსწავლეებმა მუზეუმში ის ნივთები და ატრიბუტები ნახეს, რომელიც საქართველოში სამართლის განვითარებასთან ისტორიულადაა დაკავშირებული.
„მართლმსაჯულების მუზეუმი“ ორი დარბაზისგან შედგება: საექსპონატო დარბაზში გამოფენილია ძველი ქართული სამართლის ძეგლები, ასევე განთავსებულია ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ისტორიისა და იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული სამართლის განვითარებაში.
მოსწავლეების აღფრთოვანება გამოიწვია მუზეუმის მეორე ნაწილში პირვანდელი სახით შენარჩუნებულმა ისტორიულმა „N1 დარბაზ“-მა , სადაც იმართებოდა გახმაურებული პროცესები, მათ შორის ე.წ. „თვითმფრინავის გამტაცებელთა“, მხედრიონელთა და სხვათა საქმეები.
მსგავსი შემეცნებითი ექსკურსიები მომავალშიც განხორციელდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით.

პროფესორების და სტუდენტების გამარჯვება საგრანტო კონკურსში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორებმა სოფიო დემეტრაშვილმა და კახა ძაგანიამ, აგრეთვე ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებმა გიულჩინა ახმედოვამ და თამუნა ბოლოთაურმა გაიმარჯვეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში და მოიპოვეს პროექტის – „იცოდე შენი უფლების შესახებ“ საგრანტო დაფინანსება.
გვსურს მივულოცოთ და ვუსურვოთ სამომავლო წარმატებები ჩვენი ფაკულტეტის პროფესორებს და სტუდენტებს.

დათა ხუფენიას საჯარო ლექცია

2022 წლის 9 დეკემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის „ზოგადი განათლების კურსის“ ფარგლებში ლექცია წაიკითხა ასისტენტ-პროფესორმა დათა ხუფენიამ.
ლექციის თემა იყო „პრაქტიკული ფილოსოფია ანტიკურ საბერძნეთში“.
სპიკერმა სტუდენტებს ესაუბრა ანტიკური ფილოსოფოსების შეხედულებებზე თვითგანვითარებასა და ეთიკაზე. ლექციამ ჩაიარა საინტერესოდ, სტუდენტებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები.

ბესიკ ქარცივაძის საჯარო ლექცია

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ეჟენ ფრანსუა ვიდოკის სახელობის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და პერსონალური უსაფრთხოების ლაბორატორიის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში, 13 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის ადვოკატთა ლიგის თავმჯდომარემ, ბატონმა ბესიკ ქარცივაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “დაცვის მხარე და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა”. ლექციამ ჩაიარა ინტერაქტიულ რეჟიმში, ბატონმა ბესიკმა ამომწურავად გასცა პასუხი სტუდენტთა შეკითხვებს. მადლობას ვუხდით ბატონ ბესიკ ქარცივაძეს ასეთი საინტერესო საჯარო ლექციის ჩატარებისთვის და ჩვენს მეგობარს, ბატონ ზაალ სარაჯიშვილს ლექციის ორგანიზებისთვის.

თეიმურაზ მალანიას საჯარო ლექცია

2022 წლის 14 დეკემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა კომპანია „იურიდიული კვლევის ცენტრის“ დირექტორმა თეიმურაზ მალანიამ თემაზე: “საარჩევნო სისტემები და აფსენტეიზმის პრობლემატიკა“.
საჯარო ლექციამ ჩაიარა ინტერაქციულ რეჟიმში, ბატონმა თეიმურაზ მალანიამ ამომწურავად გასცა პასუხი სტუდენტთა შეკითხვებს.
დიდ მადლობას ვუხდით ბატონ თეიმურაზ მალანიას ასეთი საინტერესო საჯარო ლექციის ჩატარებისთვის.

ირაკლი გაბისონიას საჯარო ლექცია

2022 წლის 16 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ თემაზე:”პოლიტიკა, სამართალი და ეკონომიკა”. საჯარო ლექციამ ჩაიარა საინტერესოდ და ინტერაქტიულ რეჟიმში, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა დასვეს არაერთი შეკითხვა, რომელსაც ამომწურავი პასუხები გასცა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.