გია ვოლსკის საჯარო ლექცია

2022 წლის 24 თებერვალს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დიპლომატმა გია ვოლსკიმ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო საერთაშორისო ფორმატებში, შიდა და საგარეო გამოწვევები“.
საჯარო ლექცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. საჯარო ლექციის მოდერატორი იყო ასოცირებული პროფესორი კახა ძაგანია. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
დიდი მადლობა ბატონ გიორგი ვოლსკს საინტერესო საჯარო ლექციისათვის.

გიორგი ამირანაშვილის საჯარო ლექცია

2022 წლის 22 თებერვალს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სანოტარო ლაბორატორიის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა სამართლის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ამირანაშვილმა თემაზე: „სახელშეკრულებო სამართლის ევროპეიზაცია და საქართველო“.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: კერძო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ციალა გლოველი, ასოცირებული პროფესორები ნინო ხოლუაშვილი, ნანა როსეფაშვილი ლევან დუნდუა და უფროსი მასწავლებელი ანა ტაკაშვილი.
მადლობა ბატონ გიორგის ასეთი საინტერესო და შინაარსიანი საჯარო ლექციისათვის ასევე სანოტარო ლაბორატორიის ხელმძღვანელს ორგანიზებისთვის.

ლაშა პატარაიას საჯარო ლექცია

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა აკადემიის CASE-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ლაშა პატარაიამ თემაზე „კიბერ უსაფრთხოების აქტუალური საკითხები“, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულები სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ნორმან პატერსონის და ევგენია გაბერის საჯარო ლექცია

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი “100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში” 10 თებერვალს საჯარო ლექცია ჩაატარეს უკრაინის პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, კარლტონის უნივერსიტეტის, ნორმან პატერსონის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის უფროსმა მკვლევარმა, პროფესორმა ევგენია გაბერმა და საქართველოში უკრაინის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, დიპლომატმა, ბატონმა ანდრეი კასიანოვმა.
ლექციას ესწრებოდნენ ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ლექცია ჩატარდა თემაზე „შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება: უკრაინისა და საქართველოს საერთო გამოწვევები და შესაძლებლობები“. ქალბატონი ევგენიას მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში. დაისვა მრავალი კითხვა და გაიმართა საინტერესო დისკუსია.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დიდ მადლიერებას გამოხატავს საქართველოში უკრაინის საელჩოს მიმართ, განსაკუთრებით, მისი აღმატებულება, ბატონი ელჩის და მისი პირველი მოადგილის, ბატონი ანდრეი კასიანოვის მიმართ. აგრეთვე, დიდ მადლობას ვუხდით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორს, ბატონი კახა ძაგანიას, აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისათვის.

კახა კუკავას საჯარო ლექცია

2022 წლის 4 თებერვალს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ, ცნობილმა იურისტმა, კახა კუკავამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: “პოლიტიკური პარტიების საქმიანობის სამართლებრივი რეგულაცია”.
ლექცია ჩატარდა ინტერაქტიულ რეჟიმში, ბატონმა კახამ ამომწურავად უპასუხა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შეკითხვებს. დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობა.

ალუდა ღუდუშაურის საჯარო ლექცია

2022 წლის 26 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი ფაკულტეტის ორგანიზებით მიძღვნილ 100 საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ალუდა ღუდუშაური ჩაატარა პირველი საჯარო ლექცია თემაზე: „საკანონმდებლო ხელისუფლება თანამედროვე საქართველოში“.
საჯარო ლექცია გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ. ლექციას ესწრებოდნენ ყველა საფეხურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. გაიმართა დისკუსია სამართლისა და პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, ბატონმა ალუდა ღუდუშაურმა ამომწურავად და სირღმისეულად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.

წარჩინებულ სტუდენტთა სია

წარმოგიდგენთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტთა სიას. გთხოვთ, დაუყოვნებლივ გადაამოწმოთ თქვენი საშუალო რეიტინგი. შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით თამარ ბარამიას, ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე- Law@gtu.ge

Download (PDF, Unknown)

დეკანის საათი

2021 წლის 5 ნოემბერს 20:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელი სტუდენტებისათვის ჩატარდა დეკანის საათი.
შეხვედრაზე განიხილეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტუალური და პრობლემური საკითხები.
ესეთი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

2021 წლის 6 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებისათვის ჩატარდა დეკანის საათი.
შეხვედრაზე განიხილეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტუალური და პრობლემური საკითხები.

სახელმძღვანელო “საგადასახადო სამართალი (ზოგადი ნაწილი)”

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “საგადასახადო და საფინანსო სამართლის” ფარგლებში პროფესორ ირაკლი გაბისონიას და პროფესორის ასისტენტის თამარ ბარამიას ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო “საგადასახადო სამართალი (ზოგადი ნაწილი) “.