საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვეტერანთა კავშირის გამგეობის წევრის, ზაალ სარაჯიშვილის საჯარო ლექცია

2022 წლის 30 აპრილს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში თადარიგის ოფიცერმა, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვეტერანთა კავშირის გამგეობის წევრმა ზაალ სარაჯიშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „უკრაინაში რუსეთის აგრესიის პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები”.
ლექცია დაგეგმილი ერთი საათის ნაცვლად გაგრძელდა სამი საათი, ბატონმა ზაალმა ამომწურავი პასუხი გასცა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს. დამსწრე აუდიტორია აქტიურად იყო ჩართული სალექციო პროცესში.
მადლობას ვუხდით ზაალ სარაჯიშვილს და გიგა გვასალიას თანამშრომლობისათვის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის საჯარო ლექცია

2022 წლის 5 მაისს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში

ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „არჩევნები და ელექტრონული ტექნოლოგიები“.
საჯარო ლექცია ჩატარდა დინამიურად და საინტერესოდ, ბატონმა გიორგიმ ამომწურავად გასცა პასუხი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.
დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. უღრმესი მადლობა ბატონ გიორგის საინტერესო ლექციის ჩატარებისათვის.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, გიორგი ჭიქაბერიძის საჯარო ლექცია

2022 წლის 10 მაისს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა გიორგი ჭიქაბერიძემ და

ჩაატარეს საჯარო ლექციას თემაზე “საარჩევნო დავის განხილვის თავისებურებები”.
ლექციის მოდერატორი იყო პროფესორი ნანა ლომაია.
მადლობა ბატონ გიორგი ჭიქაბერიძეს და ბატონ გიორგი სანტურიანს საინტერესო საჯარო ლექციისათვის.
ასევე, ქალბატონ ნანა ლომაიას დაუღალავი შრომისათვის.

ადვოკატ ნუგზარ წერეთელის საჯარო ლექცია

2022 წლის 13 მაისს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა იურიდიული ფირმის „სვანიძე და პარტნიორების“


ლექციის თემა იყო „აღკვეთი ღონისძიება სისხლის სამართლის პროცესში“, ბატონმა ნუგზარმა სტუდენტებს გააცნო სამართალწარმოების პრაქტიკული ელემენტები, წინასასამართლო პროცედურები, გირაოს შეფარდების და სხვა აღკვეთი ღონისძიებების სასამართლო გადაწყვეტილების მიღების ასპექტები.
მადლობას ვუხდით ბატონ ნუგზარ წერეთელს ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის, აგრეთვე, ჩვენი ფაკულტეტის სპეციალისტს ვიქტორ ჯაფარიძეს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ტალიაშვილის

2022 წლის 19 მაისს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში

, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა თამარ ტალიაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ახალგაზრდების განათლება და დასაქმება ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში“.
ლექციამ საინტერესოდ ჩაიარა რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი ქალბატონ თამარს. ასევე დიდ მადლიბას ვუხდი პროფესორ ბატონ ალექსანდრე ტალიაშვილს საჯარო ლექციის ორგანიზებისათვის.

დიპლომატ კახი ქენქაძის საჯარო ლექცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს უაღრესად საინტერესო ლექცია წაუკითხა ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, დიპლომატმა, ბატონმა კახი ქენქაძემ.
ლექციამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში. დიდი მადლობა ბატონ კახის ასეთი საინტერესო ლექციისთვის აგრეთვე დიდ მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ მაია მანჩხაშვილს ლექციის ორგანიზებისთვის.

საქართველოს კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, მიხეილ გიორგაძის საჯარო ლექცია

2022 წლის 27 მაისს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ფარგლებში საჯარო ლექცია ჩაატარა


ლექცია საინტერესოდ და დინამიურად წარიმართა.
მადლობა ბატონ მიხეილ გიორგაძეს ლექციის ჩატარებისათვის და პროფესორ კახა ძაგანიას ლექციის ორგანიზებისა და მოდერატორობისათვის.

სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ბატონ ბაკურ გულუას საჯარო ლექცია

2022 წლის 2 ივნისს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრმა (პირველი პარლამენტი), მეორე პარლამენტის წევრმა, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა,

.
საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე : „ქართული კონსტიტუციონალიზმის 100 წლისთავი – სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა და ახალი კონსტიტუციის მიღებისა და ცვლილებების პერიპეტიები“
ძალიან საინტერესო იყო ბატონი ბაკურის, ასეთი განსწავლული და ენციკლოპედიური ცოდნის მქონე პირის
მოსმენა.
ლექცია დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, ბატონმა ბაკურ გულუამ ყველა შეკითხვას ამომწურავად გასცა პასუხი და დამსწრე საზოგადოებას საინტერესო და ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს სისხლის სამართლის ადვოკატთა ლიგის თავმჯდომარის, ადვოკატ ბესიკ ქარცივაძის საჯარო ლექცია

2022 წლის 3 ივნისს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა

თემაზე: „ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში – აღმკვეთი ღონისძიება”.
უღრმეს მადლობას ვუხდით ბატონ ბესიკ ქარცივაძეს საინტერესო ლექციისათვის და ბატონ ზაალ სარაჯიშვილს ლექციის ორგანიზებისთვის.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის, გური მენაბდიშვილი საჯარო ლექცია

2022 წლის 8 ივნისს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექციას წაიკითხა

და სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯემალ ჯანაშიამ თემაზე: „ნარკოდანაშაულის კრიმინალისტიკა და კრიმინოლოგია“.
აღსანიშნავია, რომ პროფესორ ჯემალ ჯანაშიას ინიციატივით სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ჩართულები არიან სპეციალურ სასწავლო კურსში „ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიებისა და პრევენციის მეთოდიკა“, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს კურსის ხელმძღვანელ ჯემალ ჯანაშიასთან ერთად ლექციებს უტარებენ პრაქტიკოსი სპეციალისტები ისეთ სპეციფიკურ თემებზე რომელიც სპეციფიკურია და საჭიროებს პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდილებას.
აღნიშნული მეთოდით სასწავლო კურსის დაუფლება წარმოადგენს ინოვაციას და ფაკულტეტი სამომავლოდ აქტიურად დაგეგმავს მსგავს სწავლებას კონკრეტულ საგნებზე.