პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილის საჯარო ლექცია პირველკურსელთათვის

2017 წლის 11 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის პირველკურსელთათვის გაიმართა  საჯარო ლექცია  სტუ-ს პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილის მიერ  თემაზე: „სამართლის არსი და მნიშვნელობა“ .

საჯარო ლექცია გახსნა და პროფესორი წარადგინა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ. პირველ რიგში, მიესალმა პირველკურსელებს და წარმატებები უსურვა მათ. დეკანმა გააცნო დამსწრე საზოგადოებას პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილის  დამსახურებანი ფილოსოფიის განხრით.

შეხვედრას ესწრებოდა ბაკალავრიატის 70-მდე სტუდენტი, მათ შორის, ღონისძიებით დაინტერესდნენ მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებიც.

პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილმა მარტივად აღსაქმელად ისაუბრა სამართლის არსსა და მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა სამართლის ფილოსოფიურ შეხედულებებს. სტუდენტებთან აქტიური დისკუსიით გასცა პასუხები მათთვის სასურველ კითხვებზე.

ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას ინიციატივით საჯარო ლექციები კვლავ გაგრძელდება და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ პირველკურსელებს, რათა საჯარო ლექციის სახით მოისმინონ მათთვის საინტერესო საკითხები.

 

პროფესორ ჯემალ ჯანაშიას კვლევა საქართველოს პარლამენტში.

საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის საქმიანობის განხილვის მიზნით თბილისში, საქართველოს პარლამენტის ძველ შენობაში გაიმართა შეხვედრა კვლევითი ნაშრომის „ნარკოტიკების მოხმარებაზე სასჯელი საზღვარგარეთის ქვეყნებში (ევროპის კანონმდებლობის მიხედვით)“ შეფასებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული მიზნით შეხვედრას ესწრებოდნენ მოწვეული ექსპერტები, რომლებმაც წამოაყენეს საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორ ჯემალ ჯანაშიამ კვლევის შეფასების მიზნით წარმოადგინა მოხსენება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენმა პროფესორმა წარმოადგინა ნარკოგანვითარების და ნარკოლოგიური სერვისების განვითარების ტენდენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით, მათ შორის, პორტუგალია, შვედეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ფინეთი, დიდ ბრიტანეთი.
შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები და შეფასებები.

კონფუცის ინსტიტუტის ჩინელი მოხალისეები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში    

 

 8 ნოემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს სტუმრობდნენ  კონფუცის ინსტიტუტის ჩინელი მოხალისეები და ქართველი ჩინური ენის პედაგოგები,რომლებიც მომავალი კვირიდან ჩინურ ენას შეასწავლიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის 30 სტუდენტს. აღსანიშნავია, რომ ჩინელი მოხალისეები ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ჩინეთის მთავრობის პროგრამის ფარგლებში. დაიგეგმა მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის. ერთობლივი პროექტი ხორციელდება ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას ინიციატივით და მხარდაჭერით. ჩინელმა სტუმრებმა თავიანთი გემოვნებით მოაწყვეს ჩინური ენის კაბინეტი, სადაც ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები. ჩინელ მოხალისეებს შეხვდა და თანამშრომლობის პირობები და მომავლის გეგმები გააცნო ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ.

 

სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები

სტუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) ვაკანტურ ადგილებზე  დარჩენილი უფლებამოსილების ვადით  ასარჩევ წევრთა არჩევნები დაინიშნა 2017 წლის 14 ნოემბერს.

სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ყველა სტუდენტს, მათ შორის დოქტორანტსაც.

კანდიდატთა  რეგისტრაცია დაიწყო 2017 წლის 1 ნოემბერს და დამთავრდება 7 ნოემბერს.

რეგისტრაციისთვის მიმართეთ საარჩევნო კომისიის მდივან ქალბატონ მაია ყიფიანს, ოთახი 913ა.

 

სტუ-ს  აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნები .

სტუ-ს  აკადემიური საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილებზე  4 (ოთხი)წლის უფლებამოსილების ვადით წარმომადგენლების ასარჩევად არჩევნები დაინიშნა 2017 წლის 14 ნოემბერს.

აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელსაც სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე უკავია პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობა და აკმაყოფილებს უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო 2017 წლის 1 ნოემბერს და დამთავრდება 7 ნოემბერს.

რეგისტრაციისთვის მიმართეთ საარჩევნო კომისიის მდივან ქალბატონ მაია ყიფიანს, ოთახი 913ა.

„საინჟინრო სამართლის“ განხილვა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სენატის წინაშე გაიმართა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ 2017 წლის 8 ნოემბერს სტუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს სენატის წინაშე სპიკერ პროფესორ ჯემალ გახოკიძის მოწვევით განსახილველად გაიტანა საკითხი ფაკულტეტზე ინტერდისციპლინარული დარგის „საინჟინრო სამართლის“ როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბების შესახებ.

აღნიშნული საკითხის წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე განხილვა მიზნად ემსახურებოდა პირველ რიგში მათთვის ინფორმაციის მიწოდებას, რომ ფაკულტეტის ბაზაზე ხორციელდება მსგავსი სახის, ერთობ მნიშვნელოვანი პროექტი, ასევე, დეკანის ინიციატივით მათ მიმართ გაჟღერდა სურვილი ერთობლივად შეიმუშავონ სასწავლო სილაბუსი, და რაც მთავარია სახელმძღვანელოები, რომელიც სამომავლოდ ახალი დარგის სრულყოფილად შესწავლის შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს.

საბჭომ სრულყოფილად მოისმინა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც კრიტიკულად შეაფასეს  ინიციატივა,  თუმცა  განხილვების შემდგომ საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის, სპიკერმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ წამოწყებას. მეტიც, ყველა იდეურად დაკავშირებულმა ფაკულტეტმა გამოთქვა სურვილი, გაეწიათ დახმარება აღნიშნული პროგრამის ჩამოყალიბების საქმეში და შეეტანათ საკუთარი წვლილი საქართველოში პირველად შექმნილიყო ინტერდისციპლინარული პროგრამა, რომელსაც არ აქვს ანალოგი კავკასიაში.

„საინჟინრო სამართლის“ განხილვა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სენატის წინაშე გაიმართა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ 2017 წლის 8 ნოემბერს სტუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს სენატის წინაშე სპიკერ პროფესორ ჯემალ გახოკიძის მოწვევით განსახილველად გაიტანა საკითხი ფაკულტეტზე ინტერდისციპლინარული დარგის „საინჟინრო სამართლის“ როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბების შესახებ.

აღნიშნული საკითხის წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე განხილვა მიზნად ემსახურებოდა პირველ რიგში მათთვის ინფორმაციის მიწოდებას, რომ ფაკულტეტის ბაზაზე ხორციელდება მსგავსი სახის, ერთობ მნიშვნელოვანი პროექტი, ასევე, დეკანის ინიციატივით მათ მიმართ გაჟღერდა სურვილი ერთობლივად შეიმუშავონ სასწავლო სილაბუსი, და რაც მთავარია სახელმძღვანელოები, რომელიც სამომავლოდ ახალი დარგის სრულყოფილად შესწავლის შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს.

საბჭომ სრულყოფილად მოისმინა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც კრიტიკულად შეაფასეს  ინიციატივა,  თუმცა  განხილვების შემდგომ საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის, სპიკერმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ წამოწყებას. მეტიც, ყველა იდეურად დაკავშირებულმა ფაკულტეტმა გამოთქვა სურვილი, გაეწიათ დახმარება აღნიშნული პროგრამის ჩამოყალიბების საქმეში და შეეტანათ საკუთარი წვლილი საქართველოში პირველად შექმნილიყო ინტერდისციპლინარული პროგრამა, რომელსაც არ აქვს ანალოგი კავკასიაში.

თეიმურაზ დარსანიას მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა.

 

2017  წლის 8 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახლაგაზრდა მეცნიერის, ასოცირებული პროფესორის თეიმურაზ დარსანიას მონოგრაფიის „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მცდელობისათვის“ პრეზენტაცია-განხილვა გაიმართა.

აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სტუ-ს სპიკერი პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, სოხუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვეფხვია გვარამია, სტუ-ს სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ჯემალ ჯანაშია, პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი, აგრეთვე ჩვენი და სოხუმის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

პრეზენტაცია-განხილვა გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორ ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფაკულტეტის მიზნებს . კერძოდ იმას, რომ  აღმოუჩინოს დახმარება და გამოიჩინოს მხარდაჭერა ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებისადმი. მან შეაფასა მონოგრაფია, წამოაყენა საკუთარი შეფასებები და წარმატებები უსურვა. გამოთქვა იმედი, რომ თეიმურაზ დარსანიას სამეცნიერო მოღვაწეობა მხოლოდ ახლა იწყება და იგი იქნება ერთ-ერთი გამორჩეული პროფესორი.

სიტყვა გადაეცა სტუ-ს სპიკერ ჯემალ გახოკიძეს, მან გაიხსენა თეიმურაზ დარსანიას სადოქტორო თემის დაცვა, შეაქო იგი განხორციელებული შრომისთვის, ორიოდე სიტყვით შეეხო მის პიროვნულ თვისებებს და უსურვა შემდგომი წარმატებები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა პროფესორ ვეფხვია გვარამიამ პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა სტუ-ს ადმინისტრაციას, ფაკულტეტის ხელმძღვანელობას და უშუალოდ პროფესორ ირაკლი გაბისონიას, რომ მაქსიმალურად ახალი ენერგიითა და ძალისხმევით ხდება საგანმანათლებლო ბაზარზე ერთ-ერთი  კონკურენტუნარიანი ფაკულტეტის ჩამოყალიბება. ასევე, მადლობა გადაუხადა ამ პრეზენტაციის მოწყობისათვის და გაიხსენა როგორც თემურ დარსანიას სტუდენტობა, ასევე, ერთობლივი თანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტი.

საკუთარი მოსაზრებები წამოაყენეს პროფესორებმა ჯემალ ჯანაშიამ და მიხეილ მამნიაშვილმა. მიმოიხილეს მონოგრაფიაში განხილული სამართლებრივი საკითხები, შეაფასეს ნაშრომის მეთოდიკა, სქემა, ხაზი გაუსვეს ლიტერატურის ნუსხას, მათ შორის, უცხოურ და ქართულ ლიტერატურას.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტმა ლიკი ნაცუხრიშვილმა გაიხსენა თეიმურაზ დარსანიას სტუდენტობის პერიოდი,  ასევე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება მის მიმართ.  გაიმართა ჯანსაღი პოლემიკა მონოგრაფიის ირგვლივ, სტუდენტებმა წამოაყენეს საკუთარი პოზიციები და უდიდესი მადლიერება გამოხატეს მათი ლექტორისადმი.

შეხვედრის დასასრულს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა მადლობა მოახსენა სტუმრებს მობრძანებისთვის, სტუდენტებს აქტიურობისთვის და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი აზრი ფაკულტეტის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მეტი შრომისკენ მოუწოდა ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც ფაკულტეტი თავის მხრივ გაუწევს დახმარებას, რაც იქნება მათი წინსვლის გარანტი.

ჩვენი სტუდენტები დედაქალაქის საკრებულოს  ეწვივნენ.  

დედაქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7 ნოემბერს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის  სამართალმცოდნეობის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებს უმასპინძლა.
მერიის წარმომადგენელმა საკრებულოში და სტუ-ს ამავე ფაკულტეტის ლექტორმა გოგა მამფორიამ სტუდენტებს წარმომადგენლობითი ორგანოს ისტორიული შენობა  და მისი  ძველი ფოტოები დაათვალიერებინა, ასევე  დაარსებიდან დღემდე  ამ ნაგებობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მიაწოდა ინფორმაცია.
საკრებულოს წევრებმა კი სტუდენტებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქცია-მოვალეობები განუმარტეს და თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნეს.
მოგვიანებით, სტუმრებმა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ისტორიულ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც მათ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მიესალმა, წარმატებები უსურვა და  დღევანდელი სხდომის, როგორც მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბოლო, რიგით 106-ე  სხდომის მნიშვნელობასა და  ისტორიულობაზე ისაუბრა.

 

 

სტუდენტთა საყურადღებოდ – Rosetta Stone კომპიუტერული პროგრამა უცხო ენის შესწავლისათვის

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს შეისწავლონ ან აიმაღლონ ცოდნის დონე სხვადასხვა უცხოურ ენებში: ინგლისური(British, US), ფრანგული, გერმანული, ესპანური(Spain, Latin America), იტალიური, ჩინური, ჰოლანდიური.

უცხო ენის შესწავლას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უზრუნველყოფს Rosetta Stone მსოფლიოში აღიარებული კომპანიის ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.

სასწავლო კურსებში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა (ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები), ასევე პროფესორ-მასწავლებლებმა და თანამშრომლებმა.

სწავლებას აფინანსებს ტექნიკური უნივერსიტეტი და პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

მსურველებმა სასწავლო კურსებზე დარეგისტრირებისას მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან უნდა მიაკითხონ ფაკულტეტის დეკანატს და მიაწოდონ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაცია:

  • სახელი და გვარი
  • პირადი ნომერი
  • სასურველი უცხო ენა(ენები)
  • ჯგუფის ნომერი (მხოლოდ სტუდენტებისათვის)
  • მობილური ნომერი
  • ელექტრონული ფოსტის ნომერი

თამარ კუპრეიშვილი, საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებში

მობილური: 597 87 82 82; ქალაქის ტელეფონი: 2 36 42 34;

სტუ-ს VI კორპუსი, ოთახი 407ა