საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით იწყებს საბუთების მიღებას სასწავლო კურსზე „ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა“
კურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 აგრეთვე სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტებს.
ოჯახში ძალადობის თემაზე სასწავლო კურსისა და იმიტირებული სასამართლო პროცესის მიზანია:
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის წახალისება საქართველოში;
სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ;
სასამართლო პროცესებში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების განვითარება;
სტუდენტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.
დარეგისტრირებული სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გასაუბრების შედეგად შერჩეული სტუდენტები გაივლიან მოსამზადებელ ტრეინინგს. სწავლების პროცესში მოხდება სტუდენტების ვიზიტი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში/ კრიზისულ ცენტრში.
კურსის ბოლოს გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემატიკაზე.
ტრეინინგების შემდგომ სტუდენტები დაიყოფიან გუნდებად და გადაინაწილებენ როლებს.
იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირი შედგება 2 ეტაპისგან − წერითი და ზეპირი რაუნდები; ზეპირ რაუნდში მონაწილეობას მიიღებს წერითი რაუნდის საფუძველზე გამოვლენილი საუკეთესო მონაწილეები.
იმიტირებული სასამართლო პროცესის შემდგომ გამოვლინდება:
• საუკეთესო დაცვის მხარე;
• საუკეთესო ბრალდების მხარე;
• საუკეთესო მომხსენებელი
• საუკეთესო მონაწილე.
მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.
კურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირები: მაკა აბულაძე -595961900; თინათინ ბარაქაძე- 577375441












31 ოქტომბერს სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა გერმანელი პროფესორის თეო კობუშის საჯარო ლექცია თემაზე: სამართლებრივი სახელწიფო, როგორც სოციალური სახელმწიფო“ პროფესორი, დოქტორი თეო კობუში გახლავთ ანალიტიკური ფილოსოფიისა და რომაულ-კათოლიკური თეოლოგიის სპეციალისტი. იგი არის ემერიტუს პროფესორი ბონის ფრიდრიხ ვილჰემის უნივერსიტეტში, 2003 წლიდან ფილოსოფიის კათედრის გამგე . აგრეთვე, დირექტორი ბონის უნივერსიტეტში. დოქტორი კობუში „ფილოსოფიის ისტორიის ლექსიკონის“ თანარედაქტორია. იგი ასევე არის ფილოსოფიის გერმანულენოვან დოცენტთა კონსორციუმის თავმჯდომარე და ანტიკური ფილოსოფიის საზოგადოების საქმეთა დირექტორი.


























2017 წლის ოქტომბერს 30 სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია უძღვებოდა.



















2017 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული ,,პრაქტიკული სამართლის კლინიკის“ განახლებული პროგრამის პრეზენტაცია ჩატარდა.



















არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ (IRC),
