2018 წლის 27 ნოემბერს 18:00 საათზე ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის ორგანიზებით ისტორიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი ნატო სონღულაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „ქართული სინამდვილე და ეროვნული იდენტობა, გამოწვევები და პერსპექტივები“
Category Archives: Uncategorized
ინგლისურენოვანი საშემოდგომო სკოლის დახურვა
2018 წლის 19-21 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ინგლისურენოვანი საშემოდგომო სკოლა ,,XXIსაუკუნე და ევროკავშირის გამოწვევები“ გაიმართა.
სკოლის ფარგლებში სტუდენტებს ლექციები ჩაუტარა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ბოლონიის, ვენეციის კა–ფოსკარისა და მილანის კათოლიკური უნივერსიტეტების პროფესორმა მარკო ვალიჯმა,
რომის ლა-საპინცას უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მოწვეული ასოცირებულმა პროფესორმა ნენო გაბელიამ, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში ლიკა ტორიკაშვილმა და „არასამთავრობო ორგანიზაციის ჯგუფი-ახალი ხედვას დამფუძნებელმა გიორგი გაბედავამ. სკოლა ჩატარდა ინგლისურ ენაზე და მას 50-მდე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ.
სკოლა შეეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა: EU Middle Powers and New Foreign Policy Challenges, “ European Union and South Caucasus Conflicts” Perspectives and Challenges of Eastern Partnership Programme“ “Paint the World UN SDG”.
საშემოდგომო სკოლა დახურა სტუ–ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც შეაჯამა სკოლის შედეგები. სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა მოწვეულმა პროფესორმა მარკო ვალიჯიმ.
ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორის მარკო ვალიჯის საჯარო ლექცია
2018 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 12:00საათზე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბოლონიის, ვენეციის კა-ფოსკარისა და მილანის კათოლიკური უნივერსიტეტების პროფესორი მარკო ვალიჯი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: “ევროკავშირი და ახალი საგარეო პოლიტიკური გამოწვევები”
საშემოდგომო სკოლა ,,XXI საუკუნე და ევროკავშირის გამოწვევები“ გაიხსნა
2018 წლის 19 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ინგლისურენოვანი საშემოდგომო სკოლა ,,XXI საუკუნე და ევროკავშირის გამოწვევები“ გაიხსნა.
საშემოდგომო სკოლა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც სტუდენტებს წარუდგინა მოწვეული უცხოელი სტუმარი მარკო ვალიჯი და უცხოელი პროფესორების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ბოლონიის, ვენეციის კა-ფოსკარისა და მილანის კათოლიკური უნივერსიტეტების პროფესორმა მარკო ვალიჯმა ჩაატარა ლექცია თემაზე: „BREXIT-ის ეფექტი ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკაზე: რას გულისხმობს PESCO“.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სკოლის მონაწილებმა ისაუბრეს ევროკავშირის ურთიერთობებზე, სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები ევროკავშირის, საქართველოსა და რუსეთის კონტექსტში.
საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში-ნენო გაბელიას საჯარო ლექცია
2018 წლის 17 ნოემბერს სტუ–ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორმა ნენო გაბელიამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „სამოქალაქო უფლებები და სიძულვილის ენა თანამედროვე ეპოქაში“
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა, რომელმაც ისაუბრა განსახილველი თემის აქტუალობაზე.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, მომხსენებელმა ისაუბრა სიძულვის ენის ფორმებზე, მის გავრცელებაზე ევროპის ქვეყნებში, განმარტა თუ რა ძალა აქვს სიტყვას და შეეხო თემასთან დაკავშირებულ ძირეულ საკითხებს.
საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში ნენო გაბელიამ ასევე გააცნო სტუდენტებს დაგეგმილი პროექტები და სთხოვა მათ ჩართულიყვნენ მასში.
ყველაფერი სილაბუსის შესახებ
ყველაფერი სასწავლო პროგრამის-სილაბუსის შესახებ
სტუდენტის გზამკვლევი
Posted by სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი on ხუთშაბათი, 15 ნოემბერი, 2018
კონკურსი საზღვარგარეთ საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობისთვის
📌📌 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის(მათ შორის, პირველკურსელთათვის) და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის ცხადდება კონკურსი საზღვარგარეთ საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობისთვის. 📌📌
კონკურსი ტარდება შემდეგი მიმართულებით:
- 1. საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესები;
- საერთაშორისო კერძო საარბიტრაჟო იმიტირებული პროცესები ;
- ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესები.
პროექტისთვის ჯამში შეირჩევა 12 სტუდენტი, მათ შორის, ოთხი საერთაშორისო ურთიერთობებისა და რვა სამართლის სპეციალობის სტუდენტი.
ძირითადი მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნა
გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის 21 ნოემბერს 13:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში 907ა
რიგგარეშე მობილობით გადმოსულ სტუდენტთა საყურადღებოდ
ის სტუდენტები, რომლებიც გადმოვიდნენ რიგგარეშე მობილობით 2018 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით უნდა გამოცხადნენ 909ა (ბიბლიოთეკაში) ხელშეკრულების გასაფორმებლად. თან უნდა იქონიონ გადახდის ქვითარი (1125 ლარი), 10:30-იდან 17:00საათამდე