საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და გენდერი“-4 გაიმართა

2017 წლის 16 ნოემბერს სტუ-ს საკონფერენციო დარბაზში სტუ-ს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მსოფლიო და გენდერი“.  კონფერენციას ორგანიზება გაუწია  სტუ-ს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა პროფესორ მაია ყიფიანმა, რომელიც ცენტრის ფარგლებში მეოთხედ ატარებს საერთაშორისო დონის კონფერენციას.

კონფერენცია გახსნა სტუ-ს რექტორის მოადგილემ ზურაბ გასიტაშვილმა, რომელმა მიულოცა  მონაწილეებს კონფერენციის გახსნა, ისაუბრა გენდერთან დაკავშირებული თემის აქტუალობაზე და წარმატებები უსურვა ფაკულტეტს. ასევე, მადლობა გადაუხადა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ირაკლი გაბისონიას.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, მან მადლობა გადაუხადა პროფესორ მაია ყიფიანს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა  მონაწილეებს.

ასევე სიტყვით გამოვიდნენ რევაზ მიშველაძე, იგორ კვესელავა და სხვა პროფესორები, რომლებმაც საკუთარი აზრი დააფიქსირეს გენდერულ პრობლემასთან მიმართებაში.

 კონფერენციის სამუშაო პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი იყო. მომხსენებლებმა ძალზედ მნიშვნელოვანი თემები წამოჭრეს, სულ 59 მომხსენებელი წარდგა საზოგადოების წინაშე, მათი განხილვა კონფერენციის ფორმატში კი საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის.

კონფერენციის ასპარეზი გაზარდა იტალიიდან მომხსენებლების ჩართვამ.  დოქტორმა რომინა გურაშმა და დოქტორანტმა ნენო გაბელიამ საზოგადოებას გააცნეს გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი კვლევის შედეგები.

პროფესორ ირაკლი გაბისონიამ ასევე ისაუბრა ოჯახში ძალადობის პრობლემების შესახებ და მოიშველია არაერთი სტატისტიკა, განმარტა ოჯახური ძალადობის ასპექტები და პრევენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

კონფერენციის დასასრულს პროფესორ მაია ყიფიანმა შეაჯამა მოხსენებები, მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და სამომავლო გეგმებზეც ორიოდე სიტყვით ისაუბრა.  აღნიშნული კონფერენცია მომავალ წელსაც გაიმართება ისევ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით.

ირაკლი მინაშვილის  წიგნის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“-ს პრეზენტაცია გაიმართა.

2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ირაკლი მინაშვილის  წიგნის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“-ს პრეზენტაცია.

აღნიშნულ პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქალბატონი ეკა გაბრიჩიძე, ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორი ბატონ შოთა რიჟამაძე;საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე, ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროკურორი ალექსანდრე იმედაშვილი, თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე ბატონი შავლეგ თოდუა;გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბავშვთა დაცვის პროგრამის (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების) ხელმძღვანელი ქალბატონ თეონა კუჭავა; დანაშაულის პრევენციის ცენტრის  განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ბატონი ლადო ჯავახიშვილი; შინაგან საქმეთა სამინისტროს  აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს პროფესიული განათლების განყოფილების უფროსის მოადგილე ბატონ დიმიტრი დინუაშვილს.

ირაკლი მინაშვილის  წიგნის პრეზენტაცია გახსნა და სტუმრებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ბატონი ირაკლი გაბისონია, რომელმაც ისაუბრა ირაკლის პიროვნულ და პროფესიულ მახასიათებლებზე, ხაზი გაუსვა მის შრომისუნარიანობას და მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის.

თითოეულმა მოწვეულმა სტუმარმა წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები, ჩამოაყალიბეს წიგნთან მიმართებაში შეხედულებები და წიგნის ავტორის უდიდესი წარმატებები უსურვეს.

აღნიშნულ პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრების შემდგომ ასევე სიტყვით გამოვიდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მათ შორის, სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯემალ ჯანაშია დეა პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი.

მადლობა გადაუხადეს წიგნის ავტორს სტუდენტებმა შახლა ისაევამ და გურამ ლობჟანიძემ.

შეხვედრის დასასრულს ირაკლი მინაშვილმა უღრმესი მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, კერძოდ კი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობას, დეკანს პროფესორ ირაკლი გაბისონიას, დეკანის მოადგილეს, პროფესორ ჯემალ გაბელიას და სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს პროფესორ ჯემალ ჯანაშიას.

 

 

ქართველ სისხლის სამართლის პროფესორ-მასწავლებელთა გაერთიანების პირველი კონფერენცია

2017 წლის 15 ნოემბერს ქართველ სისხლის სამართლის პროფესორ-მასწავლებელთა გაერთიანების პირველი კონფერენცია გაიმართა, რომელიც ჩატარდა თემაზე: „ნარკოტიკული დანაშაულის აქტუალური საკითხები“.

აღნიშნული გაერთიანება დაფუძნებულია სამართლის დოქტორ ქეთევან მჭედლიშვილი-ფიდრიხის ინიციატივით.

კონფერენციაში  მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ჯემალ ჯანაშია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თემა: „მსოფლიო ნარკოპოლიტიკა და საქართველოს ნარკოსტრატეგიის პრობლემები“.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ პროფესორები: ირაკლი ბურდული, გიორგი შარვაშიძე. მინდია უგრეხელიძე, ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა, ბერნდ ჰაინრიხი, მორის შალიკაშვილი, გიორგი ღლონტი, ჯემალ ჯანაშია, თამარ სადრაძე და სხვები.

კონფერენციაზე მიწვეული იყო სტუ-ს სპიკერი პროფესორი ჯემალ გახოკიძე და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

ვალტერ იეშკეს მიერ მეორე საჯარო ლექცია გაიმართა

2017 წლის 15 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მსოფლიოში ცნობილმა პროფესორმა ვალტერ იეშკემ საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „რელიგია და სამართალი“.

აღნიშნული შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ. მან გააცნო სტუდენტებს ინფორმაცია პროფესორის შესახებ და მადლობა გადაუხადა მას საქართველოში ვიზისთვის.

სტუდენტები აქტიურად დაინტერესდნენ პროფესორის მიერ წამოყენებული საკითხებით, მოისმინეს მისეული ხედვა პრობლემურ თეზისებთან მიმართებაში  და გამართეს დისკუსია, რაშიც აქტიურად ჩაერთვნენ როგორც სტუდენტები ასევე პროფესორ-მასწავლებლებიც. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სტუ-ს მოწვეული პროფესორი ფილოსოფიის დოქტორი იოსებ ბაჩიაშვილი, რომელმაც სტუმარს გააცნო ჩვენეული ტრადიციებისა და ხედვების შედეგად ჩამოყალიბებული მიდგომები და დამოკიდებულებები.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მადლობას უხდის გერმანელ პროფესორს ვალტერ იეშკეს გაწეული შრომისთვის და იმედოვნებს რომ სამომავლოდაც გაგრძელდება ორმხრივი თანამშრომლობა.

პირველკურსელებს კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში გაცნობითი შეხვედრა ჩაუტარდათ.  

 

2017 წლის 15 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველკურსელებს კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში  გაცნობითი შეხვედრა ჩაუტარდათ. სტუდენტებმა  დეკანის მოადგილის პროფესორ ჯემალ გაბელიასგან მოისმინეს ინფორმაცია კრიმინალისტიკის ლაბორატორიაშია არსებული მოწყობილობების შესახებ, პროფესორი ლაბორატორიის ფუნქციებსა და მუშაობის მეთოდიკაზე დაწვრილებით ესაუბრა სტუდენტებს.

სტუ-ს პროფესიული პროგრამის კრიმინალისტიკის ოთხივე საფეხურის კურსდამთავრებულმა სტუდენტმა ლაშა ძაგანიშვილმა პირველკურსელებს პრაქტიკული რეკომენდაციები მისცა.  გააცნო თითის კვლების აღების მეთოდიკა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება.

პირველკურსელები აქტიურად დაინტერსდნენ სისხლის სამართლის მიმართულებით, ასევე, გამოთქვეს სურვილი სამომავლოდ დასწრებოდნენ პრაქტიკულ მეცადინეობებს და მიეღოთ უფრო მეტი ინფორმაცია კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

შვედური ინსტიტუტის (SI) კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე შვედეთის მთავრობის სტიპენდიებთან დაკავშირებით

დაინტერესებული ხართ შვედეთში განათლების მიღებით

2017 წლის 16 ნოემბერს, 14:00-ზე შვედური ინსტიტუტის (SI) კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე შვედეთის მთავრობის სტიპენდიებთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 101- აუდიტორია (პირველი კორპუსის საკონფერენციო დარბაზი).

შეხვედრის მიზანია სტუდენტებს გააცნოს SI ვიზბის რეგიონის სტიპენდია (Visby Scholarship), ასევე შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სხვა სასწავლო, გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები
აღნიშნული სტიპენდიები მოიცავს სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორი სწავლებას, შესაბამისად, საინტერესო იქნება როგორც ბაკალავრიატის სტუდენტების, ასევე მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის. ამასთან, არ ვრცელდება შეზღუდვა სპეციალობებზე
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია შვედეთში სწავლასთან დაკავშირებით. კერძოდ, სააპლიკაციო პროცესის, სტიპენდიების, ისევე როგორც, შვედეთში სწავლის უპირატესობების შესახებ

პროექტი ხორციელდება SI-სა და შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით

შვედური ინსტიტუტი(SI) არის შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტო, რომელიც სახალხო დიპლომატიის საშუალებით ხელს უწყობს შვედეთის სახელმწიფოს, მისი ღირებულებებისა და ტრადიციების პოპულარიზაციას. ამ მიზნით SI მსოფლიოს მასშტაბით არაერთ საგანმანათლებლო, სოციალურ და კულტურულ პროექტს აფინანსებს

SI- კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში 2015 წლის ნოემბერში დაფუძნდა და მისი მიზანია, შექმნას პლატფორმა, რომელიც შვედური განათლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. SI-ის მხარდაჭერით 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება შვედეთის წამყვან უნივერსიტეტებში
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 
საკონტაქტო პირი: თამარ პაპავაძე, SI- კურსდამთავრებულთა ასოციაციის ერთერთი დამფუძნებელი. ელფოსტა: t.papavadze@gmail.com ან ეწვიეთ SI- ვებგვერდს https://si.se/

„პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ გახსნა და საინფორმაციო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

2017 წლის 10 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 112–ე აუდიტორიაში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან და ა.ა.ი.პ. „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან“ თანამშრომლობით  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერილი  პროექტით „პროფესიული ეთიკის განვითარება“ გათვალისწინებული „პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ გახსნა და საინფორმაციო კრებულის პრეზენტაცია

მონაწილეობა მიიღეს:

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.

პრეზენტაცია გახსნა და საზოგადოებას მიესალმა მამუკა თავხელიძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი

პროექტი „პროფესიული ეთიკის განვითარება“   წარადგინა მალხაზ ბაძაღუამ – პროექტის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი

სიტყვით გამოვიდნენ:

გიორგი აბაშიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;

ირაკლი გაბისონია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, ჟურნალის „კრიმინოლოგი“ სარედაქციო კოლეგიის წევრი;

გიორგი ხატიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი;

თემურ ფაჩულია – პროექტის მონაწილე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ვეფხვია გვარამია – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

ლევან ხიტაშვილი – პროექტის ასისტენტი;

გივი ლობჟანიძე – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიციის თადარიგის გენერალ–მაიორი;

იგორ კვესელავა – საქართველოს პოლიტიკისა და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც პროფესორ მალხაზ ბაძაღუას გადასცა საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის – აკადემიკოსის დიპლომი;

რომან შენგელია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მთავარი კონსულტანტი, ჟურნალის „კრიმინოლოგი“ სარედაქციო კოლეგიის წევრი;

მანანა ხვედელიძე – დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის თანადამფუძნებელი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, პოლკოვნიკი;

პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ცენტრის გახსნასა და პროექტის განხილვაში მონაწილეობისათვის და საინტერესო მოსაზრებებისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

პროფესორ ვალტერ იეშკეს საჯარო ლექცია

2017 წლის 14 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გერმანელმა პროფესორმა ვალტერ იეშკემ ჩაატარა საჯარო ლექცია.

ვალტერ იეშკე,  გახლავთ კლასიკური გერმანული ფილოსოფიის უბადლო სპეციალისტი, ის ხელმძღვანელობს ჰეგელის აკადემიის გამოცემას, ასევე ჰეგელის არქივს გერმანიაში ბოხუმის რურის უნივერსიტეტში. პროფესორ ვალტერ იეშკემ დაამთავრა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი  ფილოსოფიისა და რელიგიური ისტორიის დარგში. დასაფასებელია მისი სამეცნიერო მოღვაწეობა  გამოცემული აქვს არაერთი ღირებული ფილოსოფიური ნაშრომი, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში, მათ შორისაა, სახელმძღვანელო „კლასიკური გერმანული ფილოსოფია ჰეგელისგან“. 2014 წელს იგი არჩეულ იქნა ჩრდილოეთ Rhine-Westphalian მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სამართლის ასევე საერთაშორისო ურთიერთობების და ფილოსოფიით დაინტერესებული სტუდენტები.

პროფესორ ვალტერ იეშკემ განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებ ი როგორიცაა კანტისეული სიზუსტე, ბუნებითი სამართალი, ზნეობრიობის ფორმები და კრიტერიუმები, ბუნებითი მდგომარეობა, სამოქალაქო საზოგადოების უფლებები და ღირებულებები. განმარტა კანტის ზნეობის მეტაფიზიკური საფუძვლები და ისაუბრა თავისუფალი ნების გამოვლინებსი თანამედროვე ფორმებზე.