პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილის საჯარო ლექცია.

11 ნოემბერს, შაბათს 13:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველკურსელთათვის 909ბ – აუდიტორიაში ჩატარდება პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „სამართლის არსი და მნიშვნელობა“.

ფაკულტეტის დეკანი საქართველოში კონფუცის ინსტიტუტის ხელმძღვანელს შეხვდა


2017 წლის 6 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია შეხვდა საქართველოში კონფუცის ინსტიტუტის ხელმძღვანელს პროფესორ ჩი რუშანს და ჩინური ენის პრაქტიკული კურსის ახალგაზრდა მასწავლებლებს, რომელნიც ჩინურ ენას შეასწავლიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს. დეკანმა მადლობა მოახსენა პროფესორ ჩი რუშანს, რომლის ხელშეწყობით ჩვენი ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტები მომავალში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ისწავლიან ჩინეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. გაიმართა მსჯელობა მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე.შეხვედრას ესწრებოდა ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ კიკნაძე.

 

მესამე კურსის სტუდენტი თორნიკე კაპანაძე

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ თორნიკე კაპანაძეს, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მესამე კურსზე.

მოგესალმებით, გაეცანით მკითხველს.

პირველ რიგში, მოგესალმებით. მე ვარ თორნიკე კაპანაძე, სამართლის სპეციალობით ვსწავლობ სტუ-ში, ვარ მესამე კურსზე.

  1. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან სამართალზე?

მოსწავლეობის პერიოდში ვიცოდი უკვე თუ რაზე უნდა ჩამებარებინა, მქონდა გარკვეული მიზნები, რომლის მისაღწევადაც გადავწყვიტე მესწავლა სამართალზე.  ყოველთვის როცა ადამიანი ირჩევს პროფესიას, რომელიც  პროდუქტიულს გახდის. ამისათვის,  მან სწორად უნდა აარჩიოს, ვხვდები რომ ეს არჩევანი სწორი იყო. სამართალი  როგორც დარგი ყოველთვის მაინტერესებდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოსწავლეობის პერიოდში ხშირად ვიღებდი ისეთ პროექტებში მონაწილეობას, რომელიც დაკავშირებული იყო მასთან და სწორედ ეს მიძლიერებდა მოტივაციას, ჩამებარებინა სამართალზე. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ავირჩიე კონკრეტულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მისი არაერთგვაროვანი რეპუტაციიდან გამომდინარე მაინც ვფიქრობ, რომ სტუდენტების იმ კატეგორიას, რომელსაც სწავლა უნდა ეს უნივერსიტეტი და ფაკულტეტი აძლევს ამის საშუალებას, რომ იყვნენ წარმატებული  და დასაქმდნენ თავიანი პროფესიით .

  1. რა განასხვავებს ამ ფაკულტეტს სხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამიდან?

ამ უნივერსიტეტს სხვა უნივერსიტეტისგან განასხვავებს ინოვაციურობა, მუდმივი სიახლეები, ფაკულტეტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად განვითარდნენ პროფესიულად და ჩამოყალიბდნენ  წარმატებულ იურისტებად.

  1. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტივობის შესახებ?

ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდი დატვირთული იყო არა ერთი აქტივობით, მაგრამ უფრო სერიოზული და მასშტაბური გახდა ის, როცა სტუდენტი  გავხდი. მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ჩემი აქტივობა, რომელმაც ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ესენია:  1)არასამთავრებო ორგანიზაცია დიპლომატის სკოლის პროექტ „ახალგაზრდული ფორუმი 2015’’ –ის  დელეგატ /მომხსენებელი, 2)არასამთავრობო ორგანიზაცია  საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის პროექტი “ახალგაზრდული ამბასადორიალი 2015’’ დელეგატი/ მომხსენებელი, 3)არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესული ხედვა  საქართველოსთვის პროექტ “ახალგაზრდობა მომავლისთვის” ფორუმი 2015 გარემოს დაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, 4) არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული ალიანსი რეფორმებისათვის” პროექტ “მომავლის უსაფრთხოების ფორუმი 2016“ უკრაინის კრიზისის საბჭოს ხელმძღვანელი, 5)არასამთავრობო ორგანიზაცია” თავისუფლები დაცვის ცენტრის “ და პარლამენტის ერთობლივი“ პროექტი  “ახალგაზრდის ხმა პარლამენტში“ ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხემძღვანელი.   6)არასამთავრობო ორგანიზაცია “სტეპ”-ის პროექტ საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ახალგაზრდული სამიტი 2017  “საერთაშორისო განვითარების საბჭოს ხემძღვანელი 7). ერთკვირიანი სასწავლო კურსი აღსრულების ეროვნულ ბიუროში, აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში 8). იმიტირებული პროცესი საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით და სხვა მრავალი აქტივობა. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ამ პროექტში მონაწილეობა მივიღე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით და მხარდაჭერით.

  1. ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ რომელ ღონისძიებას გამოყოფდით?

ფაკულტეტის ფორმატში ვიყავი საკონსტიტუციო სასამართლოში, ერთკვირიან ტრენინგზე, რომელიც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, როგორც მომავალი იურისტისთვის. ასევე გავიარე  6 თვიანი სტაჟირება  სამართლის კლინიკაში, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა შემძინა .

  1. სად ხედავთ თქვენს თავს მომავალში?

ჩემს თავს სავარაუდოდ ვხედავ სისხლის  სამართალში, მაგრამ ჯერ კიდევ ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით   და საბოლო გადაწყვეტილება არ მიმიღია:) ,მაგრამ ერთი ვიცი რომ აუცილებლად ვიმუშავებ გარკვეული პერიოდის შემდგომ საგანმანათლებლო  სივრცეში, სადაც ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ სტუდენტებს.

  1. გვითხარით, ისეთი თანამდებობა რომელზეც ოცნებობთ?

ზოგადად არ ვოცნენობ, თუ დავისახე  რაიმე მიზანი,   იმას ყოველთვის ვისრულებ  და ყოველთვის ვცდილობ ოცნების მაგივრად ვიმოქმედო და ისე მივაღწიო იმ სასურველ  შედეგს. ეს იქნება პროფესიულ  თუ სხვა საკითხებთან მიმართებაში .

  1. ცოტა რამ ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზეც მოგვიყევით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ჰყავს გამორჩეული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ხელმძღვანელობა და აკადემიური პერსონალი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სტუდენტების ხელშეწყობას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი გამოირჩევა სტუდენტებთან მეგობრული დამოკიდებულებით და პროფესიონალური მიდგომით. ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია ნამდვილად გულისხმიერი პიროვნებაა, ამავე დროს კარგი მენეჯერია, მისი პროფესიონალიზმი ყველაფერში აშკარად ვლინდება.

  1. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?

სტუ-ს პირველკურსელებს ვურჩევ იყვნენ მოტივირებულები, იმუშაონ ბევრი საკუთარ თავთან, მიიღონ ბევრ საინტერესო პროექტში მონაწილეობა, სადაც ისინი შეიძენენ გამოცდილებას, ცოდნას და, რა თქმა უნდა, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რასაც ფაკულტეტი სთავაზობს.

 

 

 

 

 

 

 

ლევან აბესაძის კიდევ ერთი წარმატება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტმა სამჭიდელმა ლევან აბესაძემ IPF–ის ვერსიით 100 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
ლევანს ამ წარმატებამდე რთული გზა აქვს გავლილი, იგი დაიბადა 1995 წლის 22 ივლისს ქ, თბილისში. 2012 წელს წარჩინებით დაამთავრა ინგლისურენოვანი კოლეჯი და იმავე წელს ჩაირიცხა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
Ipsu-ს ფედერაციის მიერ ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 100 კილოგრამი წონით კატეგორიაში (ასაკობრივი) პირველი ადგილი დაიკავა ლევან აბესაძემ, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იღებდა მონაწილეობას. ეს მისი მეორე ჩემპიონატია, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. იგი კვლავ იასპარეზებს ჩვენი სახელით ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ძალიან მალე გაიმართება.

მესამე კურსის სტუდენტი გიგა ძირკველიშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.
ამჟამად წარმოგიდგენთ გიგა ძირკველიშვილს, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მესამე კურსზე.
1. მოგესალმებით, გიგა, გააცანით თავი მკითხველს

მოგესალმებით, დავიბადე ქ. რუსთავში დიდ და ბედნიერ ოჯახში, მყავს 2 ძმა და 5 და. გავიზარდე რუსთავში და ამ ქალაქს უკავშირდება თითქმის ყველა ბავშვობის მოგონება. დავდიოდი ქ. რუსთავის კერძო სკოლა „რეცა“-ში, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა, როგორც ჩემს განათლებაში ისე პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

2. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან სამართალზე?
პატარაობიდან მოყოლებული ყოველთვის მქონდა შეხება იურისტებთან და სხვანაირად შეუძლებელიც იყო, რადგან მამაჩემი და მისი ძმები პროფესიით იურისტები არიან. სწორედ ამ ფაქტორმა და დიდმა ინტერესმა ამ პროფესიის მიმართ გადამაწყვეტინა მეცადა ბედი სამართლის მიმართულებით. სტუ-ზე არჩევანის გაკეთება კი სტუ-ში არსებულმა სწავლების პროცესმა, მეგობრულმა გარემომ და ამასთანავე მამის რჩევამ განაპირობა.
3. რა განასხვავებს ამ ფაკულტეტს სხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამიდან?
პირველ რიგში, გამოვყოფდი სწავლების ჯგუფურ მეთოდს, რომელიც სტუდენტებს აძლევს საშუალებას უკეთ მოუსმინონ ლექტორებს და უშუალო კონტაქტი იქონიონ, როგორც ლექტორებთან ასევე ჯგუფელებთან. მეორე რიგში, გამოვყოფდი სტუ-ს მაღალკვალიფიციურ ლექტორებს, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან დაგეხმარონ. ასევე ინოვაციებს, რომლებსაც ფაკულტეტის ხელმძღვანელობა გვთავაზობს და რაც ყველაზე მთავარია სტუ სტუდენტებს უქმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ მათ სრულყონ საკუთარი უნარ-ჩვევები და განვითარდნენ პროფესიულად. უნდა აღინიშნოს, რომ ფაკულტეტის ხელმძღვანელობა ყოველთვის ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, დაუღალავად შრომობენ, რათა სტუ გახდეს უფრო მეტად კომფორტული და სასურველი სასწავლებელი, რომელიც მუდამ ღიაა ინოვაციებისთვის.

4. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტივობის შესახებ?
ყოველთვის ვცდილობ ვიყო აქტიური სტუდენტი და მივიღო მონაწილეობა უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში.
2017 წლის ზაფხულში ვიყავი ზუგდიდის სამართლის სკოლაში, სადაც საშუალება მქონდა დავსწრებოდი გერმანელი ლექტორების სემინარებს. გამეგო მეტი მათი სამართლებრივი სტრუქტურისა და პრაქტიკის შესახებ, გამეცნო სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და მეთანამშრომლა მათთან.
2017 წლის მარტში მივიღე მონაწილეობა სისხლის სამართლის საჯარო ლექციის ჩატარებაში, საკითხზე მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველი გარემოებები.
გარდა ამისა, უამრავ ღონისძიებაში, ტრენინგებში, კონფერენციებში მიმიღია მონაწილეობა უნივერსიტეტის ფარგლებში და ფარგლებს გარეთაც, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
5. სად ხედავთ თქვენს თავს მომავალში?
სამომავლოდ , ვგეგმავ იურისტობას ბიზნეს-სამართლის მიმართულებით ვიწრო ჭრილში, კერძოდ გაკოტრების სამართალი- გადახდისუუნარობა. ასევე, მინდა მქონდეს საადვოკატო ბიურო, მაღალკვალიფიციური ჯგუფით, რომელიც დიდ გამოწვევებს შეეჭიდება.
6. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?
პირველ რიგში, გილოცავთ სტუდენტობას და ჩემი რჩევა იქნება გამოიყენონ ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც სტუ სთავაზობთ. მიიღეთ ყველა საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობა, იშრომეთ, რადგან შრომას ყოველთვის აქვს აზრი.

მესამე კურსის სტუდენტი გვანცა რევაზიშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.
ამჟამად წარმოგიდგენთ გვანცა რევაზიშვილს, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მესამე კურსზე
1. მოგესალმებით, გვანცა, გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს მკითხველს და გვიამბოთ ცოტა რამ თქვენს ბავშვობაზე ?
მოგესალმებით, მე გახლავართ გვანცა რევაზიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, მოკლედ გეტყვით რომ ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, თუ არ ჩავთვლით იმას რომ, ბავშვისთვის ზედმეტად ადრეული ასაკიდანვე დასახული მაქვს მიზნები, რომელთა მისაღწევად ძალ-ღონეს არ დავიშურებ.
2. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან სამართალზე?
არ შემიძლია არ ავღნიშნო,თბილისის N24 საჯარო სკოლა, სადაც 12 წელი ვსწავლობდი, ამ სკოლამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაში, რადგან სკოლაში თეორიული სწავლების გარდა დიდ ყურადღებას უთმობდნენ სხვადასხვა სახის პროექტებსა თუ ღონისძიებებს. სწორედ სკოლის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობისას, რომელმაც დამაახლოვა იურისპრუდენციასთან, მივხვდი რომ სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში იურიდიული მიმართულებით მსურდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რაც შეეხება იმას თუ რატომ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეტყვით რომ თავიდანვე ვიცოდი რომ ვიქნებოდი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და უპირატესობა მხოლოდ 2 სახელმწიფო უნივერსიტეტს მივანიჭე და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
3. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტივობის შესახებ?
მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ აქტიური სტუდენტური ცხოვრება მაქვს, რისთვისაც მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კერძოდ კი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ადმინისტრაციას, რომ მაძლევს შანსს მივიღო მეტი ცოდნა და გამოცდილება. ვფიქრობ, თეორიული ცოდნის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება, ამიტომ აქტიურად ვარ ჩაბმული ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ არაერთ ღონისძიებებში, რომელთა უმეტესობაც პრაქტიკული ხასიათისაა. (იმიტირებული პროცესები, საჯარო ლექცია-სემინარები, დისკუსიები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა)

4. გვითხარით, ისეთი თანამდებობა რომელზეც ოცნებობთ?
„ოცნების თანამდებობა“ ბავშვობიდან უცვლელია, მინდა გავხდე მოსამართლე და ამ ოცნებას აუცილებლად ვაქცევ რეალობად.
5. სად ხედავთ თქვენს თავს 5 წლის მერე?
5 წლის შემდეგ სამართლის როგორც ბაკალავრის ხარისხის ისე მაგისტრის ხარისხის დიპლომი მექნება. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურის სასწავლო პროგრამაზე ვაპირებ, მომწონს აუდიტორიასთან თანამშრომლობა და არ გამოვრიცხავ ლექციების წაკითხვას მომავალში .
6. ცოტა რამ ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზეც მოგვიყევით.
ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზე გეტყვით, რომ ის თანამშრომლობს სტუდენტებთან, ისმენს მათ რჩევებს, წინადადებებს და გულისხმიერად ეკიდება მათ პრობლემებს. ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ იცის რომ უმთავრესი არიან სტუდენტები და სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ალბათ, არ ვიქნები პირველი ვინც იტყვის რომ დეკანთან, დეკანის მოადგილესთან სტუდენტებს ძალიან უშუალო დამოკიდებულება აქვს, ასევე, დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან. ეს კი ძალიან აადვილებს სტუდენტისთვის სტუდენტურ ცხოვრებას.
7. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?
პირველ რიგში, მინდა მივულოცო პირველკურსელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებით გადასვლა. მათ ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ სტუდენტური წლები, მიიღონ ყველა სირთულის გამოწვევა, რადგან სირთულეების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა. მინდა გითხრათ, გაგიმართლათ რომ ხართ სტუ-ს სტუდენტები, რადგან საშუალება გექნებათ ურთიერთობა გქონდეთ და მომავალი პროფესია შეგასწავლონ სტუ-ს კვალიფიციურმა ლექტორებმა. იყავით მოტივირებულები, მიზანდასახულნი და შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ!

თეიმურაზ დარსანიას წიგნის „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მცდელობისათვის” პრეზენტაცია.

8 ნოემბერს 16:00 საათზე, საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გაიმართება სამართლის დოქტორის, ასოცირებული პროფესორის თეიმურაზ დარსანიას წიგნის „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მცდელობისათვის" პრეზენტაცია-განხილვა.

დასწრება თავისუფალია!