გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გუნდი რეგიონალური რაუნდის შესარჩევი კონკურსიდან კვალიფიცირებულ იქნა საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 27 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ქ. ჰააგაში.სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია ულოცავს სრულიად ფაკულტეტს და ყველა სტუდენტს ამ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს მომავალში.
Author Archives: gabela23
კონკურსი საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი იწყებს სტუდენტთა შესარჩევ კონკურსს სხვადასხვა საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სამართლის, ისე საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამის ბაკალავრიატის მე-3, მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.აუცილებელი მოთხოვნაა – ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.მსურველები, ა/წ 13 ნოემბერს 12:00 სთ-ზე უნდა მობრძანდეთ, მე-6 კორპუსში, მე-8 სართულზე, 906ა ოთახში გასაბრებაზე.გისურვებთ წარმატებას!
დაინერგა ახალი სტუდენტური ბარათები
გაცნობებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით და „თი ბი სი“ ბანკის დაფინანსებით/პარტნიორობით 2017-2018 სასწავლოს წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსში დაგეგმილია დაინერგოს ახალი სტუდენტური ბარათები რომლის საშუალებითაც მოხდება უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში სტუდენტების დაშვება/გადაადგილება, აღნიშნული ბარათებს ასევე ექნებათ შემდეგი ფუნქცია:
• სტუდენტის ბარათი (სტუდბილეთი);
• საბანკო ბარათი;
• სამგზავრო ბარათი (მეტრომანი);
• სხვადასხვა სტუდენტური ფასდაკლებები და სერვისები;
ბარათების დამზადების მიზნით გთხოვთ უახლოეს დღეებში გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ვებგვერდზე და შეავსოთ სავალდებულო ველები www.gtucard.ge
შენიშვნა: ბარათის არქონის შემთხვევაში 2018 წლის 1 იანვრიდან შეგეზღუდებათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში გადაადგილება.
იწყება სტუდენტთა შერჩევა საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი იწყებს სტუდენტთა შესარჩევ კონკურსს სხვადასხვა საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სამართლის, ისე საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამის ბაკალავრიატის მე-3, მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
აუცილებელი მოთხოვნაა – ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
მსურველები, ა/წ 13 ნოემბერს 12:00 სთ-ზე უნდა მობრძანდეთ, მე-6 კორპუსში, მე-9 სართულზე, 906-ა ოთახში გასაუბრებაზე.
გისურვებთ წარმატებას!
მესამე კურსის სტუდენტი ირინა მიქავა
გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.
ამჟამად წარმოგიდგენთ ირინა მიქავას, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მესამე კურსზე.
მოგესალმებით, ირინა, გვიამბეთ ცოტა რამ თქვენს შესახებ.
მე გახლავართ ირინა მიქავა, ყოველთვის მაინტერესებდა კომუნიკაცია და ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, უკვე მეათე კლასიდან ვიცოდი რა მინდოდა და როგორ მოვრგებოდი ადგილობრივ ბაზარს. ვაცნობიერებდი თუ რაოდენ დიდი იყო კონკურენცია, მაგრამ აგრეთვე ისიც ვიცოდი რომ მიუღწეველი არაფერია, ასე მოვხვდი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი ვარ, რაც მიხარია, მაგრამ არ მაკმაყოფილებს, ინდივიდი თავად აყალიბებს პიროვნებას, დღეს კონკურენციის ერაა, წარმატებას აღწევს ის ვისაც მეტი გონებრივი და სხვა სახის რესურსი გააჩნია, თუ ვერ ერგები შიდა ბაზარს, ეს შენი პრობლემაა.
- გააცანით ჩვენს მკითხველს თქვენი სტუდენტური აქტივობები?
ვმონაწილეობ სხვადასხვა ტრენინგ-სემინარებში, რაც დღითიდღე მზრდის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტად. აგრეთვე, დაინტერესებული ვარ სტაჟირების პროგრამებით, გახლდით 3 თვიანი სტაჟირებით საქართველოს პარლამენტში, სადაც შევიმუშავეთ ეთნიკური უმცირესობების კანონპროექტი საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თობაზე. ვიყავი საქართველოს მოხალისე, რთულია გაანალიზო მოხალისეობრივი კულტურის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის, აკეთო სიკეთე დაუღალავად ყოველგვარი საფასურის გარეშე, მაგრამ ესეც ადამიანზეა დამოკიდებული.
- რითი ხართ ამჟამად დაკავებული?
დღეს „გაყინული კონფლიქტების“ და მსოფლიოში არსებული კრიზისული მდგომარეობის შესწავლით ვარ დაკავებული. ვგულისხმობ, კონფლიქტებს (კორეა, ავღანეთი,სირია და ა.შ) და ვცდილობ გავაანალიზო პრობლემის სირთულე, გადაჭრის გზებით. ასევე ადამიანის უფლებები, შრომის კოდექსში არსებული ხარვეზების გამოკვეთა -რედაქტირება, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და საზოგადოებასთან ინტეგრაცია, ქუჩაში მომუშავე ბავშვებთან კონტაქტი და მათი უფლებების შესწავლა ეს ყოველივე ჩემი ცხოვრების დღის წესრიგი და ჩვეული ნორმაა.
- ამჟამად, საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებთ, რას საქმიანობს კლუბი?
საერთაშორისო ურთიერთობების კლუბში განვახორციელეთ პროექტი „26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები, ისტორიის მოკლე ანალიზი სათანადო დასკვნებით, სტუდენტებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდა დეკანი, დეპარტამენტის უფროსი და პროფესორ-მასწავლებლები. ამ დროისათვის სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად ვგეგმავთ ძველი კონსტიტუციის განხილვას, რაც საკმაო პასუხისმგებლობასა და დიდ შრომას მოითხოვს ჩვენგან როგორც ხელმძღვანელებისგან ისე სტუდენტებისგან .
- თქვენ ასევე ფაკულტეტზე არსებული „ეკომოლაშქრეთა კლუბის“ დამფუძნებელი ხართ, რა არის თქვენი საქმიანობის არსი?
სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი, რომელიც გეგმავს და ახორციელებს ლაშქრობებს საქართველოს მასშტაბით, ასევე ველორბოლებს, ტრენინგ-სემინარებს, ფოტოკონკურსსა და სხვა გარემოს დაცვით აქტივობებს. სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბის ორგანიზებით პირველი ლაშქრობა შედგა ბირთვისში 25 კაციანი შემადგენლობით, ასურეთში, სადაც მიმოვიხილეთ სოფლისთვის დამახასიათებელი ძველი გერმანული არქიტექტურა, იქვე შემორჩენილი ძველი ეკლესია. მეორე ლაშქრობა განვახორციელეთ რაჭაში (ნიკორწმინდა, ცხრაჯვარი, შაორის წყალსაცავი). კლუბი აერთიანებს 100 მდე სტუდენტს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე ეკომოლაშქრეები თსუ-დან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ევროპული უნივერსიტეტიდან.
- რა არის კლუბის სამომავლო გეგმები?
რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, იგი დაყოფილია სეზონურად. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ველორბოლას, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჯანსაღი ცხოვრების კულტურის დანერგვაში, საქველმოქმედო ღონისძიება ბედიანის თავშესაფრის დასახმარებლად, გარემოს დაცვითი აქტივობა და ტური ყაზბეგში, სადაც გაიმართება ფოტოკონკურსი სახელწოდებით „განაგრძე აღმოჩენა გახდი ეკომოლაშქრე“. ხოლო გაზაფხულზე შეჯიბრი რბენაში სხვა საინტერესო ღონისძიებებთნ ერთად . დავაანონსებთ ზაფხულის გეგმებს, რომელიც ფართომასშტაბიანია და ითვალისწინებს ექსპედიციას სამეგრელოში არსებული ტურისტული ზონების დასალაშქრად მაგალითად, როგორიცაა: ტობოვარჩხილის ტბა, ინწრის ჩანჩქერი, ყვირას მთა და ა.შ ამავე დროს აქაც გაიმართება ფოტოკონკურსი .
- გაგვიმხილეთ თქვენი სამომავლო გეგმები
დღეს ჩემი მიზანია უცხო ენების შესწავლა და საზღვარგარეთ მოკლევადიანი ან გრძელვადიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რის განხორციელებასაც შეძლებისდაგვარად ვცდილობ და მსურს მოვერგო ქვეყნის კონკურენტუნარიან შიდა ბაზარს.
- რას გვეტყვით ფაკულტეტის ადმინისტრაციის შესახებ?
უდავოა, რომ ფაკულტეტს შესანიშნავი ხელმძღვანელობა ჰყავს. კლუბის დაარსების იდეიდან დღემდე გვერდში მიდგას ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, დეკანის მოადგილე ჯემალ გაბელია და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართულების დეპარტამენტი. არაერთი აქტივობა განვახორციელეთ და დეკანი აქტიურად ესწრება, მხარს გვიჭერს, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაციის წყაროა. ვისარგებლებ შემთხვევით და საჯაროდ მადლობას ვეტყვი მათ.
- რას ურჩევდით პირველკურსელებს?
ჩემი რჩევა იქნება, გაწევრიანდნენ ფაკულტეტზე არსებულ სტუდენტურ კლუბებში, ჩააერთონ აქტიურად, მიიღონ მონაწილეობა ჩვენს აქტივობებში, რადგან ეს დაახლოვებს მათ მომავალ წარმატებებთან.
მესამე კურსის სტუდენტი თორნიკე კაპანაძე
გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.
ამჟამად წარმოგიდგენთ თორნიკე კაპანაძეს, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მესამე კურსზე.
მოგესალმებით, გაეცანით მკითხველს.
პირველ რიგში, მოგესალმებით. მე ვარ თორნიკე კაპანაძე, სამართლის სპეციალობით ვსწავლობ სტუ-ში, ვარ მესამე კურსზე.
- რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან სამართალზე?
მოსწავლეობის პერიოდში ვიცოდი უკვე თუ რაზე უნდა ჩამებარებინა, მქონდა გარკვეული მიზნები, რომლის მისაღწევადაც გადავწყვიტე მესწავლა სამართალზე. ყოველთვის როცა ადამიანი ირჩევს პროფესიას, რომელიც პროდუქტიულს გახდის. ამისათვის, მან სწორად უნდა აარჩიოს, ვხვდები რომ ეს არჩევანი სწორი იყო. სამართალი როგორც დარგი ყოველთვის მაინტერესებდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოსწავლეობის პერიოდში ხშირად ვიღებდი ისეთ პროექტებში მონაწილეობას, რომელიც დაკავშირებული იყო მასთან და სწორედ ეს მიძლიერებდა მოტივაციას, ჩამებარებინა სამართალზე. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ავირჩიე კონკრეტულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მისი არაერთგვაროვანი რეპუტაციიდან გამომდინარე მაინც ვფიქრობ, რომ სტუდენტების იმ კატეგორიას, რომელსაც სწავლა უნდა ეს უნივერსიტეტი და ფაკულტეტი აძლევს ამის საშუალებას, რომ იყვნენ წარმატებული და დასაქმდნენ თავიანი პროფესიით .
- რა განასხვავებს ამ ფაკულტეტს სხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამიდან?
ამ უნივერსიტეტს სხვა უნივერსიტეტისგან განასხვავებს ინოვაციურობა, მუდმივი სიახლეები, ფაკულტეტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად განვითარდნენ პროფესიულად და ჩამოყალიბდნენ წარმატებულ იურისტებად.
- მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტივობის შესახებ?
ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდი დატვირთული იყო არა ერთი აქტივობით, მაგრამ უფრო სერიოზული და მასშტაბური გახდა ის, როცა სტუდენტი გავხდი. მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ჩემი აქტივობა, რომელმაც ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ესენია: 1)არასამთავრებო ორგანიზაცია დიპლომატის სკოლის პროექტ „ახალგაზრდული ფორუმი 2015’’ –ის დელეგატ /მომხსენებელი, 2)არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის პროექტი “ახალგაზრდული ამბასადორიალი 2015’’ დელეგატი/ მომხსენებელი, 3)არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესული ხედვა საქართველოსთვის პროექტ “ახალგაზრდობა მომავლისთვის” ფორუმი 2015 გარემოს დაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, 4) არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული ალიანსი რეფორმებისათვის” პროექტ “მომავლის უსაფრთხოების ფორუმი 2016“ უკრაინის კრიზისის საბჭოს ხელმძღვანელი, 5)არასამთავრობო ორგანიზაცია” თავისუფლები დაცვის ცენტრის “ და პარლამენტის ერთობლივი“ პროექტი “ახალგაზრდის ხმა პარლამენტში“ ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხემძღვანელი. 6)არასამთავრობო ორგანიზაცია “სტეპ”-ის პროექტ საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ახალგაზრდული სამიტი 2017 “საერთაშორისო განვითარების საბჭოს ხემძღვანელი 7). ერთკვირიანი სასწავლო კურსი აღსრულების ეროვნულ ბიუროში, აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში 8). იმიტირებული პროცესი საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით და სხვა მრავალი აქტივობა. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ამ პროექტში მონაწილეობა მივიღე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით და მხარდაჭერით.
- ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ რომელ ღონისძიებას გამოყოფდით?
ფაკულტეტის ფორმატში ვიყავი საკონსტიტუციო სასამართლოში, ერთკვირიან ტრენინგზე, რომელიც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, როგორც მომავალი იურისტისთვის. ასევე გავიარე 6 თვიანი სტაჟირება სამართლის კლინიკაში, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა შემძინა .
- სად ხედავთ თქვენს თავს მომავალში?
ჩემს თავს სავარაუდოდ ვხედავ სისხლის სამართალში, მაგრამ ჯერ კიდევ ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით და საბოლო გადაწყვეტილება არ მიმიღია:) ,მაგრამ ერთი ვიცი რომ აუცილებლად ვიმუშავებ გარკვეული პერიოდის შემდგომ საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ სტუდენტებს.
- გვითხარით, ისეთი თანამდებობა რომელზეც ოცნებობთ?
ზოგადად არ ვოცნენობ, თუ დავისახე რაიმე მიზანი, იმას ყოველთვის ვისრულებ და ყოველთვის ვცდილობ ოცნების მაგივრად ვიმოქმედო და ისე მივაღწიო იმ სასურველ შედეგს. ეს იქნება პროფესიულ თუ სხვა საკითხებთან მიმართებაში .
- ცოტა რამ ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზეც მოგვიყევით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ჰყავს გამორჩეული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ხელმძღვანელობა და აკადემიური პერსონალი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სტუდენტების ხელშეწყობას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი გამოირჩევა სტუდენტებთან მეგობრული დამოკიდებულებით და პროფესიონალური მიდგომით. ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია ნამდვილად გულისხმიერი პიროვნებაა, ამავე დროს კარგი მენეჯერია, მისი პროფესიონალიზმი ყველაფერში აშკარად ვლინდება.
- რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?
სტუ-ს პირველკურსელებს ვურჩევ იყვნენ მოტივირებულები, იმუშაონ ბევრი საკუთარ თავთან, მიიღონ ბევრ საინტერესო პროექტში მონაწილეობა, სადაც ისინი შეიძენენ გამოცდილებას, ცოდნას და, რა თქმა უნდა, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რასაც ფაკულტეტი სთავაზობს.