ანონსი

სამოქალაქო სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა 26 მარტიდან 5 აპრილის  ჩათვლით იწყებს საბუთების მიღებას იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართება სამოქალაქო სამართალში

შეჯიბრში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს.
დარეგისტრირებული სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.


გასაუბრების შედეგად შერჩეული სტუდენტები გაივლიან მოსამზადებელ ტრეინინგს სასამართლოში იურისტის გამოსვლის ხელოვნებაზე ამასთანავე შეისწავლიან სამოქალაქო სამართალში სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტების შედგენის სპეციფიკას მათ შორის სარჩელისა და შესაგებელის მომზადებას.
ტრეინინგების შემდგომ სტუდენტები დაიყოფიან გუნდებად და გადაინაწილებენ როლებს.


ფინალი გაიმართება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

იმიტირებული სასამართლო პროცესის შემდგომ გამოვლინდება საუკეთესო მოსარჩელე საუკეთესო მოპასუხე  და გამარჯვებული გუნდი
მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სხვა ფასიანი საჩუქრები.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე : iuridiuliganatleba@yahoo.com
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირები: მაკა აბულაძე -595961900;

Download (DOCX, 38KB)

შეხვედრა სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლებთან

 

 2018  წლის 24 მარტს 12:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ორგანიზებით პროექტის „შეხვდი დამსაქმებელს“ და სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „საინჟინრო სამართლის“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრა არქიტექტურულ კომპანია არქ-არეას და სამშენებლო კომპანია დეკოლაინის დამფუძნებლებთან.

 

ტრეინინგი„დაქტილოსკოპიური მეცნიერებების თეორიისა და პრაქტიკის სრულყოფილად შესწავლის შესახებ“

მიმდინარე წლის 16-21 აპრილს საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია ატარებს ტრეინინგს „დაქტილოსკოპიური მეცნიერებების თეორიისა და პრაქტიკის სრულყოფილად შესწავლის შესახებ“. 

ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელებს მიეცემათ სპეციალური სერტიფიკატები დაქტილოსკოპიის სპეციალისტის მინიჭების შესახებ. თეორიული ლექციების კურსს წაიკითხავენ დაქტილოსკოპიური მეცნიერებისა და პრაქტიკის უმაღლესი კლასის სპეციალისტები.

დამატებითი ცნობებისათვის მიაკითხეთ სტუ-ს მე-6 კორპუსში, მე-9 სართულზე, 903ა-ოთახს

საჯარო ლექციათა კურსის “სეკულარიზაცია და სეკულარიზაციის თეორიების”  ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია გაიმართება

2018 წლის 22 მარტს 16:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა ოთახში) კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტი სოციოლოგიის მიმართულებით ქეთი რჩეულიშვილი  საჯარო ლექციათა კურსის “სეკულარიზაცია და სეკულარიზაციის თეორიების” ფარგლებში ჩაატარებს პირველ საჯარო ლექციას თემაზე: „რელიგია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში,ინტერდისციპლინური მიდგომა

დასწრება თავისუფალია!

საგამოცდო ცხრილები

112450 D E F- ჯგუფის სტუდენტთათვის

112450 D E F- ჯგუფის სტუდენტთათვის
დამატებითი გამოცდა საგანში „სამოქალაქო საქმეთა განხილვა სასამართლოში“ გაიმართება 18.07.2017-ში 13:00 სთ-ზე.
პროფესორი ირმა მერებაშვილი

საზაფხულო სკოლა ქ. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში თემაზე: „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“

გაცნობებთ, რომ ა.წ. 12-18 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ორგანიზებით იგეგმება საზაფხულო სკოლა ქ. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, თემაზე: „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“.

პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის გასაუბრება ჩატარდება 10 ივლისს, პირველ კორპუსში, 545 აუდიტორიაში, 16:00 სთ-ზე.

გასაუბრების თემატიკა იქნება-საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს ორგანული კანონი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“.

გისურვებთ წარმატებებს.

 

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების ნაშრომების დაცვის განრიგი !

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების საყურადღებოდ!

 

ფინანსური დავალიანების მქონე

სტუდენტები არ დაიშვებიან დაცვაზე.

 

 

ბაკალავრიატი

სისხლის სამართლის მიმართულების საბაკალავრო ნაშრომის დაცვა გაიმართება 10 ივლისს (ორშაბათს) 10:00 სთ-ზე.

კერძო მიმართულების საბაკალავრო ნაშრომის დაცვა გაიმართება 11 ივლისს (სამშაბათს) 10:00 სთ-ზე .

საჯარო და საერთაშორისო მიმართულების საბაკალავრო ნაშრომის დაცვა გაიმართება 11 ივლისს (სამშაბათს) 15:00 სთ-ზე.

 

 

მაგისტრატურა:

სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართება :

 712550ა ჯგუფი 11ივლისს სამშაბათს  11:00სთ-ზე

  712550ა1  ჯგუფი  12 ივლისს  ოთხაშაბათს 11:00სთ-ზე.

  712550ბ  ჯგუფი 13 ივლისს  ხუთშაბათს 11:00 სთ-ზე

712550 ბ1 -ბ2 ჯგუფები 14 ივლისს პარასკევს 11:00 სთ-ზე

712550ც-ჯგუფი 15 ივლისს   შაბათს  11:00სთ-ზე

 

                  

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, პროფესიული სწავლების მე-4, მე-3 და გაზაფხულის მიღების საფეხურების სტუდენტთა საყურადღებოდ!!!!

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, პროფესიული სწავლების მე-4, მე-3 და გაზაფხულის მიღების საფეხურების სტუდენტთა საყურადღებოდ, სასწავლო პროცესი განახლდება 29 ივნისს 15:00 საათზე. გთხოვთ გამოცხადდეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის Iკორპუსში, მეხუთე სართულზე N545  ოთახში.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: law@gtu.ge