ანონსი

ვალერი ვაშაკიძის საჯარო ლექცია

2018 წლის 22 ივნისს 13 :00საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით ისტორიის დოქტორი, პროფესორი ვალერი ვაშაკიძე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ სახელმწიფო ტერიტორიები შუა საუკუნეების ქართულ ცნობიერებაში“

თამარ საბედაშვილის საჯარო ლექცია

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით 2018 წლის 20 ივნისს ფაკულტეტის საჯარო ლაბორატორიაში 12:00  საათზე საჯარო ლექციას წაიკითხავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების უფროსის მოადგილე, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი თამარ საბედაშვილი.

გიორგი ვაშაკიძის საჯარო ლექცია

 

2018 წლის 20 ივნისს 15:00საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში  პროფესორი, ადვოკატი  გიორგი ვაშაკიძე  წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინების ფარგლები ინტერლოკალური და საკოლიზიო სამართლის კონტექსტში“

როინ მიგრიაულის საჯარო ლექცია

 

2018 წლის 21 ივნისს 14:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში  პროფესორი როინ მიგრიაული წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივი დასრულება: ნებაყოფლობითი და იძულებითი ლიკვიდაცია“

საგამოცდო ცხრილები

სტუდენტური ვორქშოფი  

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით 2018 წლის 9 თებერვალს გაიმართება სტუდენტური ვორქშოფი თემაზე: „დისკრიმინაცია“. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

ვორქშოფში მონაწილეების დარეგისტრირება განხორციელდება სტუ-ს მეექვსე კორპუსში, მე-9 სართულზე, 913-ა ოთახში.

რეგისტრაცია იწარმოებს პირველ თებერვლამდე.

 

სტუდენტთა შერჩევა ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად

 

 გაცნობებთ, რომ  2018 წლის 2-4 თებერვალს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან ერთად დაბა ბაკურიანში ატარებს ერთობლივ ზამთრის სკოლას თემაზე „პერსონალური მონაცემები  და მათი დაცვის ინსტრუმენტები”.

პროექტში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა გამოცხადნენ გასაუბრებაზე პირველ თებერვალს 13:00საათზე 915 ა- აუდიტორიაში.

პროფესორ დავით გეფერიძის საჯარო ლექცია

 

5 თებერვალს 13:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის ორგანიზებით   საჯარო სამართლის ლაბორატორიაში     აფხაზეთის მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი დავით გეფერიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას  თემაზე – “თანამედროვე საერთაშორისო საჰაერო სამართლის აქტუალური პრობლემები“.

შეხვედრა საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის წევრებთან

27 იანვარს 14:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ  ბიბლიოთეკაში  გაიმართება შეხვედრა საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა  აკადემიის  წევრებთან.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: law@gtu.ge