სამართლის კლინიკა

ლაბორატორია

ბიბლიოთეკა

გალერეა

დეკანატი

ცხრილები

ბმულები

პროექტების ნიუსი

მაგისტრატურაზე რეგისტრაცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2018 წლის 17აგვისტოს №01-09-10/154 და № 01-09-10/156 ბრძანებების თანახმად სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2018- წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 18 სექტემბერს 9:00 საათიდან 11:30 საათამდე
მაგისტრანტობის კანდიდატმა დეკანატში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
• განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
• პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
• აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი და მისი ასლი, ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მისი ასლი;
• ფოტოსურათი 4 ცალი, ზომით 3 Х4 სმ; CD დისკი;
• მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთა¬თვის);
• მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან (WWW.NAEC.GE );
• თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში გადახდილი 15 – ლარიანი ქვითარი. (ანგარიშის რეკვიზიტი-708977259
ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. დეკანატის მიერ ვიზირებულ განცხადებას, საბუთებთან ერთად, აპლიკანტი აბარებს სტუ-ს კანცელარიას;
სტუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მიღებული აქვს აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები:
• წაკითხულის გააზრება – 6,4 ქულა;
• ანალიტიკური წერა – 7.0 ქულა;
• ლოგიკური მსჯელობა – 5.2 ქულა;
• რაოდენობრივი მსჯელობა – 5,2 ქულა.
აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდა შესაბამის საგანში(სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები). საგამოცდო ფურცელში, რომელიც გაიცემა ფაკულტეტზე, მითითებულია გამოცდის თარიღი და ადგილი. კონსულტაციები სასპეციალიზაციო გამოცდებისა¬თვის ჩატარდება ფაკულტეტზე.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სასპეციალიზა¬¬ციო გამოცდაში ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური გამსვლელი ქულა სამაგისტრო პროგრამაზე არის 32 (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან), მინიჭებული კოეფიციენტი – 65.
მაგისტრანტობის კანდიდატებმა განცხადება და რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა ჩააბარონ შემდეგ მისამართზე:
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი – მ.კოსტავას 77; სტუ-ის VIკორპუსი, მე-9 სართული, ოთახი 903ა;
საკონტაქტო ტელეფონი – 598 33 22 05
სამართლის სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო ლიტერატურა:

1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
9. საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
10. საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ;
11. საქართველოს შრომის კდოექსი;
12. საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ;
13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავიუსუფლებათა დაცვის კონვენცია.

საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო ლიტერატურა:

1. კვეტენაძე ზ., საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, თბ., 2017. 28
2. რონდელი ა., საერთაშორისო ურთიერთობები, მესამე შესწორებული გამოცემა, თბ., 2009
. 3. რაიმონ არონი – „მშვიდობა და ომი ერებს შორის“.
4. საერთაშორისო ურთიერთობების ქრესთომატია.
5. კუპრაშვილიჰ., ძირითადი პოლიტიკური მიმდინარეობები თანამედროვე ევროპაში, თბ.,2016. 6. მაგშტატი მ. თ., გავიგოთ პოლიტიკა. იდეები, ინსტიტუტები და პრობლემები.
7. გოგიაშვილი ო., პოლიტოლოგია, თბ., 2004.
8. ჰეივუდი ე., პოლიტიკური იდეოლოგიები, თბ., 2004
9. კვესელავა ი., შუბითიძე ვ., პაპაშვილი მ., ღუდუშაური ნ., პოლიტოლოგია, თბ., 2010.
10. ჯიჯეიშვილი ქ., მსოფლიო პოლიტიკა, თბ., 2015.
11. ირემაძე გ. საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები, თბ., 2014.

შემოდგომის სკოლა – „დემოკრატია და ძირითადი უფლებები“

შემოდგომის სკოლა – „დემოკრატია და ძირითადი უფლებები“

საქართველოს პრეზიდენტის ფონდის და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მხარდაჭერით, იმართება შემოდგომის სკოლა ზუგდიდში თემაზე – „დემოკრატია და ძირითადი უფლებები“.

შემოდგომის სკოლაში მოწვეულები არიან ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იორგ ჰარდი და ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი ზდისლავ კრასნოდებსკი.

შემოდგომის სკოლის ხანგრძლივობა ადგილმდებარეობა: ზუგდიდი, 21-29 სექტემბერი.

ამ პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობა, სასტუმრო და კვება.

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფ   სამართლისა და  საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს.

რეგისტრაციისათვის მიმართეთ 903 ა ოთახს 13 სექტემბრის ჩათვლით, გასაუბრება ჩატარდება 14 სექტემბერს 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, მე-9 სართულზე ევროკავშირის და ნატოს აუდიტორიაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

598332205

ყურადღება !

🚩🚩გაცნობებთ, რომ დაწყებულია განცხადებების მიღება სტატუსის აღდგენასა და სემესტრის დამატებასთან დაკავშირებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დეკანატს ან 905ა ოთახს.

ავთანდილ სონღულაშვილის წიგნის პრეზენტაცია

 

2018 წლის 20 ივლისს 16:00სააათზე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით გაიმართება პროფესორ ავთანდილ სონღულაშვილის წიგნის „საბჭოური პოლიტიკა და საქართველოს ეროვნული უმცირება“ პრეზენტაცია-განხილვა

 

კონფერენციები

რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი საგაზაფხულო სკოლა თემაზე: “International Relations, Governance and Society Spring School”

2018 წლის 15-18 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი Sapienza University of Rome რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ატარებს ერთობლივ საგაზაფხულო სკოლას თემაზე: International Relations, Governance and Society Spring School.
საგაზაფხულო სკოლას წარუძღვებიან რომის უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები Andera Carteny, Gabriel Natalizia, Romina Gurashi, Neno Gabelia.

სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 20 აპრილიდან 3 მაისამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია მოცემულ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc_FVudqBugzZw1Ge0Lbc_-JLIl-sfXBi-8eIrDl4f-qerkSw/viewform  და law@gtu.ge და neno.gabelia@uniroma1.it (ორივე მეილზე) გამოაგზავნონ cv.

სავალდებულოა Subject-ში მიუთითოთ საგაზაფხულო სკოლა
სამუშაო ენა: ინგლისური

სავალდებულო მოთხოვნა: ინგლისური ენის ცოდნა
სკოლის მსმენელებს გადაეცემათ რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორენოვანი სერტიფიკატი
საგაზაფხულო სკოლაში სტუდენტთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: წერილობითი დოკუმენტაციის გადარჩევისა და გასაუბრების წესით, უპირატესობა მიენიჭებათ მაღალი საფეხურის სტუდენტებს.

სტუდენტური ვორქშოფი თემაზე: “მიგრაციის აქტუალური საკითხები”

2018 წლის 11 მაისს 15:00 საათზე  ზვიად გამსახურდიას აუდიტორიაში ჩატარდება  ვორქშოფი გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, მიგრაციის რესურს-ცენტრის კოორდინატორის მარიამ თოქმაზიშვილის მონაწილეობით თემაზე: “მიგრაციის აქტუალური საკითხები”
სასაუბრო თემები:
მიგრაციის არსი და სახეები;
მიგრაციის ნაკადები;
მიგრაციის გამოწვევები;
უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან (ამ თემასთან დაკავშირებით იქნება როლური თამაში, სადაც ერთი მონაწილე იქნება მგზავრი, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობებში მიემგზავრება, ხოლო მეორე მონაწილე კი მესაზღვრე, რომელიც ვალდებულია გააკონტროლოს ყველა შემომსვლელი);
ჯგუფური სამუშაო სადაც სტუდენტები განიხილავენ საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ თავშესაფრის მოთხოვნის საფუძვლიანობას/უსაფუძვლობას;
უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები;
ტრეფიკინგის შემთხვევის განხილვა.
ასევე, სტუ-ს ასისტენტ-პროფესორი თამარ დარჩია გააკეთებს პრეზენტაციას თემაზე:
“საერთაშორისო დაცვის ცნება და მექანიზმები”
— ლტოლვილის, ჰუმანიტარული, დროებითი დაცვის, დევნილის, მოქალაქეობის არ მქონე პირის სტატუსის განმარტება;
—ზემოთხსენებული პირების უფლებების დაცვა საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
დასწრება თავისუფალი

დისკუსია პარლამენტარებთან თემაზე: ,,ევროპისა და საქართველოს ურთიერთობები XXI საუკუნეში“

2018 წლის 7 მაისს 18:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ევროპის დღესთან დაკავშირებით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტის  წევრებთან. დისკუსია წარიმართება თემაზე: ,,ევროპისა და საქართველოს ურთიერთობები XXI  საუკუნეში“.

 

საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის საჯარო ლექცია

2018 წლის 7 მაისს 12:00 საათზე  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის მოწვევით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  საქართველოს ახლაგაზრდა  იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე  სულხან სალაძე ჩაატარებს საჯარო ლექციას “საზოგადოებრივი მაუწყებლების სამართლებრივ  რეგულაციებთან დაკავშირებით”.

2016 წლის 25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რომლის მიზანი და ამოცანაა გააჩინოს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი, ძლიერი სასწავლო და სამეცნიერო კერა და მისცეს სტუდენტებს სრულფასოვანი და თანამედროვე განათლება.

More Info

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში დაგვირეკეთ 598 33 22 05 ან მოგვწერეთ: law@gtu.ge

არქივი