სამართლის კლინიკა

ლაბორატორია

ბიბლიოთეკა

გალერეა

დეკანატი

ცხრილები/საკონსულტაციო საათები

ბმულები

ანონსი

გიორგი მათიაშვილის საჯარო ლექცია

2018 წლის 27 ნოემბერს 15:00 საათზე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა) კავკასიის სამართლის აკადემიის დირექტორი გიორგი მათიაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: “დამნაშავის ფსიქიკა და  სხეულის ენა”.

 

ნატო სონღულაშვილის საჯარო ლექცია

2018 წლის 27 ნოემბერს 18:00 საათზე ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის ორგანიზებით ისტორიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი ნატო სონღულაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „ქართული სინამდვილე და ეროვნული იდენტობა, გამოწვევები და პერსპექტივები“

საგამოცდო ცხრილები

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილის საჯარო ლექცია

2018 წლის  9 ივნისს 13:00 საათზე  რაიონული  სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილი საჯარო სამართლის ლაბორატორიაში  წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „სასამართლო რეფორმა და სამართალწარმოება“.

 

მემორანდუმის გაფორმება სტუსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის

2018 წლის 7 ივნისს 15:00 საათზე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორი დავით აზმაიფარაშვილი შეხვდება პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს.
შეხვედრის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის.

მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტთა საყურადღებოდ!

სამაგისტრო ნაშრომები შემოწმდება პლაგიატის პროგრამაზე !

სავალდებულოა ნაშრომის საბოლოო ვერსია 25 ივნისიდან 02 ივლისამდე წარადგინოთ  თქვენს სასწავლო დეპარტამენტში.

ამასთან, მაგისტრატურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის საფასური სრულად (2250 ლარი) არ ექნებათ დაფარული  15 ივნისამდე არ დაიშვებიან სამაგისტრო ნაშრომის დაცვებზე.

კახა კუკავას საჯარო ლექცია

 

2018 წლის 8 ივნისს 12:00 საათზე კახა კუკავა  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „სისტემის ცვლილება საქართველოში (სასამართლო და საარჩევნო რეფორმა) „

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: law@gtu.ge