სამართლის კლინიკა

ლაბორატორია

ბიბლიოთეკა

გალერეა

დეკანატი

ცხრილები

ბმულები

პროექტების ნიუსი

       პროსპექტუსის   დაცვა  გაიმართება

               კერძო  სამართლის  მიმართულება

14 ივლისი  15:00 საათი

 

საჯარო  სამართლის  მიმართულება

14 ივლისს  15:00 საათი

   

სისხლის  სამართლის  მიმართულება

13 ივლისი 15:00 საათი

 

 

სტუდენტური კონფერენცია თემაზე: “საჯარო სამსახური საქართველოში: სინამდვილე და გამოწვევები“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ 2018 წლის 17 ივლისს ტარდება სტუდენტური კონფერენცია თემაზე: “საჯარო სამსახური საქართველოში: სინამდვილე და გამოწვევები“.

კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

  • საჯარო სამსახურში მიღების წესი;
  • საჯარო სამსახურში სამუშაოს შეფასების მეთოდები და სისტემები;
  • ანაზღაურების სისტემა საჯარო სამსახურში;
  • მამხილებლის ინსტიტუტი;
  • სამოხელეო დავის განხორციელების სპეციფიკა და სამართლებრივი პრობლემები;
  • საჯარო მოხელის დისციპლინარული პასუხისმგებლობის თავისებურებანი.

აღნიშნული ჩამონათვალი არ ზღუდავს თემატიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა შესახებ მოხსენებების წარმოდგენას.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის სამართლის  სპეციალობის როგორც საბაკალავრო,  სამაგისტრო  და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.

  • ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარმოდგენა;
  • თითოეულ ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან ორი ავტორი;
  • აუცილებელია ნაშრომს ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე;
  • თითოეული ნაშრომი შემოწმდება პლაგიატზე.

წარმოდგენილი საკონფერენციო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მონაცემებს:

  • ნაშრომის მოცულობა: 8-10 გვერდი
  • ინგლისური რეზიუმეს მოცულობა: არაუმეტეს 250 სიტყვისა;
  • ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი: Sylfaen
  • ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტი – 9;
  • ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1.15
  • გვერდების საზღვრები – 1.9 სმ

წარმოდგენილი ნაშრომები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. შინაარსის შესაბამისობა სათაურთან
  2. თემის აქტუალობა
  3. აზრის ჩამოყალიბებისა და გამოხატვის სტილი
  4. საკითხის ავტორისეული შეფასება (ინდივიდუალური ხედვა)
  5. ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა
  6. ციტირების ტექნიკა
  7. ამოყენებული ლიტერატურის მრავალფეროვნება 

ფინალურ ეტაპზე შერჩეული საკონფერენციო მოხსენებები იბეჭდება საკონფერენციო ნაშრომთა კრებულში; შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, მოახდინოს ნაშრომის კორექტირება ავტორთან შეთანხმებით.

საკონფერენციო მასალების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 ივნისი, 2018 წელი

დაინტერესებულმა პირებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: publiclaw@gtu.ge

მეილის სათაურში მიუთითეთ კოფნერენციის დასახელებ: საჯარო სამსახური საქართველოში: სინამდვილე და გამოწვევები.

მეილში მიუთითეთ ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი, სტატუსი (თუ რომელი უსდ-ს სტუდენტია), საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტა.

 

მარიკა გერსამიას საჯარო ლექცია

2018 წლის 5 ივლისს 13:00 საათზე  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გაიმართება იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტის მარიკა გერსამიას საჯარო ლექცია თემაზე: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და  გამოხატვის თავისუფლება“

ამირან ზენაიშვილის საჯარო ლექცია

 

2018 წლის 27 ივნისს 14:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  მოწვევით   საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი  ამირან ზენაიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გასაჩივრების პრაქტიკა“

კონფერენციები

იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის  საჯარო ლექცია

2018 წლის 26 აპრილს 12:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  მოწვევით  იტალიის ელჩი საქართველოში  ანტონიო ენრიკო ბარტოლი  შეხვდება სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს და ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველო-იტალიის ურთიერთობები“

სამართლის  სკოლის  კურსდამთავრებულთა კლუბის  პრეზენტაცია

2018 წლის 21 აპრილს 14:00 საათზე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი  კურსდამთავრებულთა კლუბის პრეზენტაცია გაიმართება.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა გაიზიარა საზღვარგარეთის ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილება და დეკანის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით იქმნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბი, ვინაიდან, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს  კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა, მათი დასაქმების ხელშეწყობა და ახალგაზრდა მეცნიერებთან სამეცნიერო თანამშრომლობა.

კურსდამთავრებულთა კლუბის დამფუძნებლები პრეზენტაციაზე იწვევენ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის,  პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

 

სტაჟირება კომპანია “მოგო”-ში

კომპანია „მოგო“, აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას ვადაგადაცილებული სესხების მართვის დეპარტამენტის იურიდიულ განყოფილებაში , თბილისში.
„მოგო“ არის საერთაშორისო ჯგუფში „Mogo Finance“ შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს
ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს
ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში,
ბულგარეთში, მოლდოვაში, სომხეთში, ალბანეთსა და საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ,
იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/
სტაჟირების პერიოდი – 3 თვე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-4 კურსის სტუდენტებს;
 კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
 ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
 გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
 თქვენზე მორგებულ/მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
 პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
 ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ 2018 წლის 25 აპრილამდე
მისამართზე – Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია,
რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებებს

დისკუსია თემაზე “არა ძალადობას”

2018 წლის 19 აპრილს 13 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით გაიმართება დისკუსია თემაზე ,,არა ძალადობას“. ღონისძიება ხორციელდება ფაკულტეტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში.

დასწრება თავისუფალია

2016 წლის 25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რომლის მიზანი და ამოცანაა გააჩინოს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი, ძლიერი სასწავლო და სამეცნიერო კერა და მისცეს სტუდენტებს სრულფასოვანი და თანამედროვე განათლება.

More Info

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში დაგვირეკეთ 598 33 22 05 ან მოგვწერეთ: law@gtu.ge

არქივი