ანონსი

სამეცნიერო კონფერენცია -დეოკუპაციის პერსპექტივები XXI საუკუნეში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – დეოკუპაციის პერსპექტივები XXI საუკუნეში

კონფერენციის თარიღი: 28-29 ივნისი, 2019

კონფერენციის ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, საქართველო

კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • კონფერენციის რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 მაისი, 2019
  • კონფერენციის საბოლოო შედეგების ვადა: 25 მაისი, 2019
  • კონფერენციის თარიღი: 28-29 ივნისი, 2019

მოთხოვნები:

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი აკრედიტებული უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და დოქტორანტებს;
  • ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარმოდგენა;
  • ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი.

წარმოდგენილი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ნაშრომის მოცულობა – 7-10 გვერდი;

  • ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი – Sylfaen;
  • შრიფტის ზომა: ძირითადი ტექსტი -11; სქოლიო – 9
  • სტრიქონებს შორის დაშორება – 1.15;
  • მინდვრები – 1.9 სმ

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ნაშრომი და CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: Publiclaw@gtu.ge

ნაშრომის შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ნაშრომის სათაურისა და შინაარსის შესაბამისობა;
  • თემის მნიშვნელობა;
  • აზრის გამოხატვისა და არგუმენტაციის უნარი;
  • თემის ავტორისეული შეფასება;
  • ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • რელევანტური ციტირების ტექნიკა
  • ბიბლიოგრაფია.

შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის კრებულში. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას რედაქტირება გაუწიოს ნაშრომებს და გამოაქვეყნონ ავტორთან შეთანხმებით.

სამეცნიერო კომიტეტი:

ირაკლი გაბისონია, სამართლის დოქტორი, პროფესორი

მარიამ ჯიქია, სამართლის დოქტორი, პროფესორი

ჯემალ გაბელია, სამართლის დოქტორი, პროფესორი

ქეთევან ჯინჭარაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი

დიმიტრი გეგენავა, სამართლის დოქტორი, პროფესორი

გიორგი გორაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი

Georgian Technical University is pleased to invite you

to participate in the International Scientific Conference – De-occupation perspectives in XXI Century

Tbilisi, Georgia, June 28-29, 2019

The theme of the conference is: De-occupation perspective in XXI Century

Conference aims:

  • To gather scientific innovations;
  • To facilitate the establishment of strong scientific connections between Georgian and foreign scientists and doctoral students;
  • To promote interdisciplinary studies.

Conference working language: English

Important Dates:

  • Conference registration deadline (for submitting conference materials – conference paper and CV) – May 15, 2019
  • Conference results – May 25, 2019
  • Conference date – June 28-29, 2019

Requirements:

  • Academic personnel and doctoral students with an active status of any accredited university are welcome to participate.
  • An author can submit only one paper;
  • Each paper can have one author.

The presented conference papers must meet the following requirements:

Paper length: 7-10 pages;

Font of the main text and footnote: Sylfaen;

Font size of the main text – 11, footnote: – 9;

Line spacing – 1.15;

Margins – 1.9 cm.

The interested individuals should send their papers and CV to the following email address: Publiclaw@gtu.ge

Please, indicate the title of the conferencein the subject line of email.

The submitted papers will be evaluated according to the following criteria:

  • Correspondence between the content and title;
  • Significance of the topic;
  • The style of forming and expressing opinion;
  • Author’s assessment of the subject (individual viewpoint);
  • Compliance with technical requirements;
  • Proper citation techniques;
  • Extensive bibliography.

The selected conference papers will be published in conference proceedings; Therefore, Georgian Technical University reserves the right to edit the papers in agreement with the author.

Scientific Committee:

  • Irakli Gabisonia, Doctor of Law, Professor;
  • Mariam Jikia, Doctor of Law, Professor;
  • Jemal Gabelia, Doctor of Law, Professor;
  • Ketevan Jincharadze, Doctor of Law, Professor;
  • Dimitry Gegenava, Doctor of Law, Professor;
  • Giorgi Goradze, Doctor of Law, Associate Professor.

ზურა ბატიაშვილის საჯარო ლექცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 17 აპრილს 14:00 საათზე საჯარო ლექციას წაიკითხავს “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ზურა ბატიაშვილი თემაზე: აშშ-თურქეთის ურთიერთობები და საქართველო.

გარბენი ” იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით”

❗️✅‼️🚭სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აწყობს ტრადიციულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ გარბენს დევიზით “იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით”– ვემზადებით მსოფლიო რბენისათვის.
2019 წლის 14 აპრილი, 11 საათი, ლისის ტბა
მიზანია: ცოდნის დაუფლებასთან ერთად, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გარდა ყველა მსურველს 15 წლის ზევით (15-17 წლის მონაწილეებს დაჭირდება მშობლის თანხმობა).
რეგისტრაცია და სანომრე ნიშნების დარიგდება 9 საათიდან.
სტარტი – 11 საათზე.

მანძილი 3 და 10 კილომეტრიანი დისტანციები:

3 კილომეტრიანი სამოყვარულო გარბენი ასაკოვანი პროფესორ-მასწავლებლებისა და სხვა მოხალისეთათვის. მონაწილეებს დაურიგდებათ სამახსოვრო მაისურები და სერტიფიკატები, ხოლო ქალებსა და კაცებს შორის საპრიზო ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებითა და საჩუქრებით.

10 კილომეტრიან დისტანციაზე ასაკობრივ და აბსოლუტურ კატეგორიებში 1-3 ადგილზე გასულებს გადაეცემა თასები, მედლები, სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.
ასაკობრივი კატეგორიები: 16-19, 20-29, 30-39, 40-49, 50-59, 60-69, 70+

რეგისტრაცია (უფასოა):
3 კილომეტრიანი დისტანციის მონაწილეები რეგისტრაციას გაივლიან ადგილზე (9 სთ.).

✅10 კილომეტრიან დისტანციაში მონაწილების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ
ონლაინში, სარეგისტრაციო ლინკის მეშვეობით:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfSthdaUm52m4WTDjXpTvFQ0zDM5O8ihwbHKZ_IiupKiDOPVw/viewform?fbclid=IwAR0eiGAUIj2CCAOrm2lZi-1IVhIbj1WuccGBmH23fSGgL1bmW1cwsqKIjxg

II სემესტრში გრაფიკზე გადასვლის მსურველთა საყურადღებოდ!

გრაფიკზე გადასვლის მსურველთა საყურადღებოდ!

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის მსურველმა განცხადებასთან ერთად  საკონსულტაციო ოთახში (910ა ) 11:00-იდან 16:30-მდე უნდა წარადგინოს მისი მონაწილეობით შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და სათანადო დოკუმენტაცია (იხ. ჩამონათვალი).

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, თუ რა ინტერესები აქვს სტუდენტს და როგორია მისი აკადემიური მომზადების დონე. შესაბამისად, განცხადებაში სტუდენტმა უნდა ჩამოაყალიბოს, თუ რა სახის მხარდაჭერა ესაჭიროება მას.

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 23 მარტი.

გრაფიკზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს მისი მონაწილეობით შედგენილი  ინდივიდუალური სასწავლო გეგმა  და შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) მცირეწლოვანი ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ს ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების (შეჯიბრებების) მითითებით;

ე) სტუ-ს შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტებში, სამინისტროებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში) დასაქმებული (გარდა სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსებული პროგრამის სტუდენტისა), სტუ-ს რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – სენატის სპიკერის შუამდგომლობა;

თ) ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

ი) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ კონსულტაციის ოთახს 911ა.

საგამოცდო ცხრილები

საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში ნენო გაბელიას საჯარო ლექცია

2018 წლის 17 ნოემბერს 12:00საათზე  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი ნენო გაბელია ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „სამოქალაქო უფლებები და სიძულვილის ენა თანამედროვე ეპოქაში“

დიტერ ბოდენის საჯარო ლექცია

2018 წლის 8 ნოემბერს 13:30 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ცნობილი გერმანელი დიპლომატი, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეც-წარმომადგენელი საქართველოში დიტერ ბოდენი, ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „კონფლიქტების დარეგულირების პერსპექტივები საქართველოში“

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფ. გეორგ ლომანის საჯარო ლექცია

2018 წლის 6 ნოემბერს  14:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა) სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით  გერმანიის, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი  გეორგ ლომანი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე:კანტი და კანონის უზენაესობა (სამართლებრივი სახელმწიფო)“.

2018 წლის 8 ნოემბერს  16:00 საათზე  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა) ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი  გეორგ ლომანი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: ჰაბერმასი: კანონის უზენაესობა (სამართლებრივი სახელმწიფო) და დემოკრატია. 

 დასწრება თავისუფალია

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: law@gtu.ge