ანონსი

პროექტი „სტუდენტი სტუდენტისთვის“

გაცნობებთ, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცდა პროექტი  – იმიტირებული ლექციების კურსი. პროექტის ფარგლებში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ჩაატარებენ ლექციებს. პროექტში მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება რეგისტრაციის საფუძველზე, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ2019 30 აპრილიდან 10 მაისამდე : https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf1h_f-VQzY3uJKThOHrGyC68dbYOIQZ-Gx2sK0TrQnYVHQmQ/viewform

გამარჯვებულ სტუდენტს გადაეცემა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია.

პროექტი შედგება შემდეგი ეტაპისგან:

  • პირველი ეტაპი- თითოეულ კურსსა და სპეციალობაზე მოხდება ერთი გამარჯვებულის გამოვლენა (სამართალი – 4, საერთაშორისო ურთიერთობების – 4 საერთაშორისო ურთიერთობების (რუსულენოვანი)- 4);
  • მეორე ეტაპი – გამარჯვებულ კანდიდატებს შორის ჩატარდება შეჯიბრი, სადაც სპეციალობის მიხედვით გამოვლინდება 5 გამარჯვებული (სამართალი – 2; საერთაშორისო ურთიერთობების- 2; საერთაშორისო ურთიერთობების (რუსულენოვანი) – 1);
  • ფინალი – მეორე ეტაპზე შერჩეული 5 კანდიდატისგან გამოვლინდება 1 გამარჯვებული.

შეფასება ხდება წინასწარ დამტკიცებული კომისიის მიერ.

 

შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • საუბრობს გამართულად და გასაგებად;
  • აწვდის შესაბამის ინფორმაციას, საკუთარ შეხედულებებს;
  • ლექციას წარმართავს თავდაჯერებულად;
  • კითხვებზე იძლევა სწორ და ამომწურავ პასუხებს;
  • ლექციაზე იყენებს თანამედროვე საშუალებებს;
  • იცავს ეთიკურ ნორმებს;
  • ზრუნავს საკუთარ იერზე;

პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ფინალში გასულ სტუდენტებს სიგელები და სხვადასხვა საჩუქრები.

 

 

 

 

შეხვედრა მართლწესრიგის ოფიცრებთან

2019 წლის 14 მაისს 14:00საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და მართლწესრიგის ოფიცერებთან .

შეხვედრა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის  მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტური პოზიციების და დასაქამების პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის შუალედური გამოცდების ცხრილი

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 13KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 16KB)

Download (DOCX, 16KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 12KB)

Download (DOCX, 12KB)

Download (DOCX, 12KB)

Download (DOCX, 12KB)

Download (DOCX, 12KB)

Download (DOCX, 12KB)

Download (DOCX, 12KB)

Download (DOCX, 12KB)

Download (DOCX, 12KB)

Download (DOCX, 12KB)

საგამოცდო ცხრილები

სტეფან ჯოსენის საჯარო ლექცია

2018 წლის 29 ნოემბერს 15:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის ექსპერტი სტეფან ჯოსენი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული პერსპექტივები: შემთხვევის ანალიზის შედარება მოლდოვასა და საქართველოს შორის”

გიორგი მათიაშვილის საჯარო ლექცია

2018 წლის 27 ნოემბერს 15:00 საათზე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა) კავკასიის სამართლის აკადემიის დირექტორი გიორგი მათიაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: “დამნაშავის ფსიქიკა და  სხეულის ენა”.

 

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: law@gtu.ge