სამართლის კლინიკა

ლაბორატორია

ბიბლიოთეკა

გალერეა

დეკანატი

ცხრილები

ბმულები

განცხადებები

დავალიანების მქონე სტუდენტების საყურადღებოდ!

დავალიანების მქონე სტუდენტების საყურადღებოდ!

 

სტუდენტებს, რომლებსაც  აქვთ დავალიანება 500-იდან 1000-ლარამდე თუ გადაიხდიან თანხას 18.02-იდან 23-02.მდე, მიეცემათ შესაძლებლობა აღიდგინონ აქტივობის შეფასებები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული

კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული სასწავლო კრიმინალისტიკის ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის  სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთობლივი შეთანხმებით იწყება პროექტი ,,კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში დღემდე არ არსებობს პროექტი, რომლის საფუძველზე   ნაჩვენები   იქნება, თუ როგორ რეალიზდება და ინტეგრირდება თანამედროვე პირობებში კრიმინალისტიკური ტექნიკის თეორული საკითხები და პრაქტიკული ასპექტები.

აღნიშნული პროექტი წარიმართება ორი მიმართულებით − აკადემიური (საგანმანათლებო) და პრაქტიკული, რაც გულისხმობს კომპლექსურ მუშაობას  და განხორციელდება ორ ეტაპად.

პირველი ეტაპი − აკადემიური (საგანმანათლებო) კურსი მოიცავს: სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებულ სასწავლო კრიმინალისტიკის  ლაბორატორიაში ლევან სამხარაულის  სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვალიფიციური პრაქტიკოს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ კრიმინალისტიკური ტექნიკის ისეთი მნიშვნელოვანი დარგების თეორიული საკითხების შესწავლას, როგორებიცაა: დაქტილოსკოპია, ტრასოლოგია, ბალისტიკა, დოკუმენტებისა და ხელწერის კრიმინალისტიკური გამოკვლევა, ჰაბიტოსკოპია, ფონოსკოპია, ბიოლოგიორი, ნარკოლოგიური და სამედიცინო ექპერტიზები.

       მეორე ეტაპი განხორციელდება თეორიული კურსის დასრულების შემდგომ  და მოიცავს პრაქტიკოს ექსპერტ-კრიმინალსიტების მიერ პირველი ეტაპისათვის განსაზღვრული თეორიული საკითხების ლევან სამხარაულის  სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში არსებულ ლაბორატორიებში პრაქტიკული კომპონენტების ადეკვატურად შესწავლასა და ანალიზს.

პროექტის ბოლო ეტაპზე ჩატარდება დასკვნითი გამოცდა, რომელიც ითვალისწინებს პირველი და მეორე ეტაპების მიხედვით შესწავლილი კრიმინალისტიკური ტექნიკის თეორიულ თუ პრაქტიკულ საკითხების ცოდნას. გამოვლინდება პროექტის გამარჯვებული მონაწილე, რომელსაც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დააჯილდოებს წამახალისებელი პრიზებით. ასევე, გაიმართება კონკურსი სხვადასხვა სახის ნომინაციაში და გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურების ნებისმიერ სტუდენტს.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ 2019 წლის 14 თებერვლიდან 28 თებერვლის 18:00 საათამდე(903ა). გასაუბრება გაიმართება 1-2 მარტს 12:00-იდან 16:00მდე (კრიმინალისტიკის ლაბორატორია).

 

სტუდენტური კონკურსი თემაზე: ,,პარლამენტარიზმი  დამოუკიდებელ  საქართველოში“

საქართველოს პირველი პარლამენტის არჩევის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება სტუდენტური კონკურსი თემაზე: ,,პარლამენტარიზმი  დამოუკიდებელ  საქართველოში (1919-1921; 1992-2019 წწ.)“

თეზისი უნდა შედგებოდეს 500-დან  700 სიტყვამდე, რომლის წარმოდგენის ვადაა 18.02.2019 – დან  23.02.2019 – ის ჩათვლით.

კომისიის მიერ მოწონებული ორი ნაშრომი გადასული იქნება საქართველოს პარლამენტში კონკურსის შემდგომ ეტაპზე.

თესიზების წარმოდგენა შესაძლებელია მისამართზე: მ. კოსტავას 77, სტუ-ს მე- 6 კორპუსის მე-6 სართული, ოთახი 617, 11:00 საათიდან 17:00 სთ-მდე, ან გადმოაგზავნეთ ელ. მისამართზე : Giorgikalandadze1986@gmail.com

კონფერენციები

თეო კობუშის საჯარო ლექცია

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში ბონის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი თეო კობუში  11 დეკემბერს 14:00 საათზე  ჩაატარებს  საჯარო ლექციას   თემაზე: სამუელ პუფენდორფი – სამართლის თეორია, ასევე, 12 დეკემბერს 14:00 საათზე პროფ. თეო კობუში ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: იმანუელ კანტი – სამართლის ფილოსოფია

2016 წლის 25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რომლის მიზანი და ამოცანაა გააჩინოს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი, ძლიერი სასწავლო და სამეცნიერო კერა და მისცეს სტუდენტებს სრულფასოვანი და თანამედროვე განათლება.

More Info

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში დაგვირეკეთ 598 33 22 05 ან მოგვწერეთ: law@gtu.ge

არქივი