ანონსი

კახი ქენქაძის საჯარო ლექცია “ბრექსიტი”

2019 წლის 15 ოქტომბერს 18:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით დიპლომატიურ ლაბორატორიაში ჰარვარდის უნივერსიტეტის ვეზერჰედის სახელობის საგარეო საქმეთა ცენტრის მეცნიერ-მკვლევარი,საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი კახი ქენქაძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: “ბრექსიტი”. დასწრება თავისუფალია.

გიორგი მათიაშვილის ლექცია

2019 წლის 11 ოქტომბერს 15:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით კავკასიის სამართლის აკადემიის დირექტორი გიორგი მათიაშვილი დიპლაბში(915ა) ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: “დამნაშავის ფსიქოლოგია”.
შეხვედრის ფარგლებში გამორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტსა და კავკასიის სამართლის აკადემიას შორის.

სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებმა (გარდა პირველკურსელებისა) სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულება უნდა გააფორმონ 2019 წლის 10 ოქტომბრამდე.
ხელშეკრულების არ გაფორმების შემთხვევაში შეგიჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.

გარე მობილობით გადმოსულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

დაიწყო გარე მობილობითგადმოსულ სტუდენტებისათვის სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულების გაფორმება. გთხოვთ, მობრძანდეთ 910ა ოთახში.

საგამოცდო ცხრილები

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის

აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ

21 დეკემბერს  16:00 საათზე 904 ბ აუდიტორიაში ჩატარდება ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

დღის წესრიგი

  1. სასწავლო ინდივიდუალურ გრაფიკზე გადასვლის სურვილის მქონე სტუდენტთა განცხადებების განხილვა(მომხს: ს.ფიფია დ. გიორგობიანი);
  2. დეკანის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ(ი.გაბისონია);
  3. დამხმარე პერსონალზე პრემიის გაცემის საკითხის განხილვა(ი.გაბისონია);
  4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატის სამოქმედო პროგრამის მოსმენა (მ.ჯიქია);
  5. სამეცნიერო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მოსმენა;(ი.გაბისონია)
  6. საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (ი.გაბისონია)
  7. მიმდინარე საკითხები;

ზაზა ბეროზაშვილის საჯარო ლექცია

2019 წლის  24 იანვარს 15:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სლოვაკეთის, ბრატისლავის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის ოფისის კონსულტანტი  ზაზა ბეროზაშვილი  ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „ნარკოდანაშაულის საერთაშორისო ტენდენციები“.

მერაბ ბარბაქაძეს საჯარო ლექცია

2018 წლის 26 იანვარს  14:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გარემოს დაცვის სამართლის საერთაშორისო დონის ექსპერტი,  2003–2011 წლებში გაეროს ეკკ ორჰუსის კომისიის  წევრი მერაბ ბარბაქაძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „ორჰუსის კონვენცია-გაეროს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით“.

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ !

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე მყოფი სტუდენტთა საყურადღებოდ!

 სწავლება არის სემესტრული; სასწავლო წელი მოიცავს ორ სემესტრს. ერთი სემესტრის განმავლობაში  არის 15  სასწავლო კვირა.  სემესტრი არის დროის პერიოდი, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას,  სასწავლო კვირა არის დროის ის პერიოდი, რომელზეც ნაწილდება  სტუდენტის სასწავლო დატვირთვა.

აუცილებელია იცოდეთ, რომ შეფასების თითოეულ ფორმაში განსაზღვრულია  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.   მიმდინარე აქტივობის  მაქსიმალური ქულაა 30, მინიმალური კომპეტენციის ჯამური დადებითი შეფასება არის- 15 ქულა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბაკალავრიატის სტუდენტს  სემესტრის ბოლოს ფინალურ გამოცდაზე გასასვლელად აქტივობის მინიმალური კომპეტენცია ანუ 15 ქულა უნდა ჰქონდეს.    რაც, შეეხება შუალედურ გამოცდას, მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 7,5 ქულა.

დასკვნითი შეფასების მაქსიმალური დადებითი ქულა არის 40 ქულა, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ბაკალავრიატში წარმოადგენს 10 ქულა.

მინიმალური კომპეტენციები:

სემესტრულ (სემინარები) აქტივობაში: 15 ქულა- 30ქულიდან

შუალედურ გამოცდაზე: 7, 5ქულა-30ქულიდან

ფინალურ გამოცდაზე: 10 ქულა-40 ქულიდან

იმისთვის, რომ სტუდენტი გავიდეს დასკვნით გამოცდაზე უნდა ჰქონდეს სემესტრულ აქტივობაში 15 ქულა და შუალედური წერაში 7,5 ქულა. რომელიმეს  მინიმალური კომპეტენციის არ ქონის შემთხვევაში სტუდენტი  დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.

იმისთვის, რომ სტუდენტს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოს მაქსიმალური შეფასებიდან 100 ქულიდან უნდა დააგროვოს 51 ქულა.

სტუდენტი ვალდებულია გავიდეს ფინალურ გამოცდაზე და აიღოს 10 ქულა, მიუხედავად იმისა, უკვე აქვს თუ არა 51 ქულა დაგროვებული.

თუ სტუდენტს ყველა კომპონენტის მინიმალური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში დასკვნითი გამოცდის ჩათვლით დაუგროვდება 41-50 ქულა  დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება ეძლევა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. 40 ქულაზე ნაკლების შემთხვევაში კი გადაბარების უფლებას კარგავს.

ბაკალავრიატის სტუდენტს, რომელსაც აქვს გრაფიკი ექნება შესაძლებლობა აღადგინოს როგორც სასემინარო აქტივობა ასევე შუალედური გამოცდა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ კონსულტაციის ოთახს 910ა.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: law@gtu.ge