ანონსი

ესეების კონკურსი

„ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ – ამ სათაურით და თემის ირგვლივ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) მხარდაჭერით, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ესეების (ნარკვევების) კონკურსს აცხადებს.

ონლაინკონკურსი ტარდება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდი.

კონკურსის მიზანია საზოგადოებისა და დაინტერესებული ჯგუფების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესისა და ხელშესახები პოზიტიური შედეგების შესახებ.

Download (PDF, Unknown)

შიდა და გარე მობილობით გადმოსული სტუდენტების საყურადღებოდ!

რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 მარტის ჩათვლით, 910 ა ოთახში ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა. 11:00-16:00სთ.

რეგისტრაციისთვის თან იქონიეთ ერთი სემესტრის სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი (1125 ლარი).

2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრში ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველთა საყურადღებოდ!

როგორც თქვენთვის ცნობილია, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა არის სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა.

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის მსურველმა განცხადებასთან ერთად შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში უნდა წარადგინოს სათანადო დოკუმენტაცია (იხ. ჩამონათვალი).

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, თუ რა ინტერესები აქვს სტუდენტს და როგორია მისი აკადემიური მომზადების დონე. შესაბამისად, განცხადებაში სტუდენტმა უნდა ჩამოაყალიბოს, თუ რა სახის მხარდაჭერა ესაჭიროება მას.

სტუდენტმა განცხადება უნდა წარმოადგინოს 2020 წლის 2 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით. 910 ა (საკონსულტაციო ოთახი)

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე

გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს

 შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.

საგამოცდო ცხრილები

მეორე კურსის მაგისტრანტების საყურადღებოდ!

მეორე კურსის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის კოლოქვიუმის დაცვა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  1. სისხლის სამართლის მიმართულებით- 26 თებერვალი 14:00საათი
  2. სამოქალაქო სამართლის მიმართულებით-26-27 თებერვალი 14:00 საათი
  3. საჯარო სამართლის მიმართულებით- 27 თებერვალი 14:00 საათი

სტუდენტები, რომლებიც  არ წარმოადგენენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას არ დაიშვებიან გამოცდაზე

სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

სტუდენტები, რომლებიც  არ წარმოადგენენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას არ დაიშვებიან გამოცდაზე

 

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: law@gtu.ge